საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გიორგი მოდებაძეს სასამართლო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ის ასევე იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.
„საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.
ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ირინე იმერლიშვილს, რომელიც 2016 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ იყო დანიშნული, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1761223286
ახალი ამბებიპროკურატურამ დააკავა უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე, რომლებმაც ნაქირავებ სახლში სათბური გააკეთეს, კანაფი მოიყვანეს და უკანონო გზით 200 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათეს...
1761222262
საზოგადოებაშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას...
1761221638
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: აქამდე „გახარია საქართველოსთვის“ იყო, ახლა „გახარია გერმანიისთვის“ არის, მათი პარლამენტში შემოსვლით საკანონმდებლო ორგანოს არც რაიმე მოემატება და არც დააკლდება
მათი პარლამენტში შემოსვლით საკანონმდებლო ორგანოს არც რაიმე მოემატება და არც დააკლდება. თუ შემოვლენ, საზოგადოების იმ ნდობას გაამართლებენ, რაც თავის დროზე მიიღეს, - ასე აფასებს გიორგი გაბუნია პარტიის „გ...
1761217805
ახალი ამბებიყოფილი მაღალჩინოსნების საქმის ფარგლებში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი დააკავეს
ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის ფარგლებში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი დააკავეს. განცხადება პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც უწყებაში აღნიშნეს, პროკურატუ...
1761217363
მსოფლიოვიქტორ ორბანი: ჩვენ უკრაინისთვის არ დავიხოცებით
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დღეს ბუდაპეშტში მშვიდობის მარში გაიმართება. მისი განცხადებით, მარშზე მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ უნგრელები ირჩევენ მშვიდობა...