ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გატანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ - კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მიერ, დაახლოებით 80 მილიონი ლარის ღირებულების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გატანის ფაქტი აღიკვეთა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„უწყებათაშორისი დანაყოფის შემადგენლობაში შემავალი, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, შესაბამისი რისკის პროფილით, ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, სატვირთო ავტომობილი, რომლის მისაბმელის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება წინასწარ დამზადებულ, სველი ხელსაწმენდების შეფუთვებში მალულად იყო განთავსებული. ჰერმეტულად დაფასოებული შეკვრების რაოდენობამ 2 907 ცალი შეადგინა.
შემოსავლების სამსახური, დამატებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების უმკაცრესი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და საქართველოს ტერიტორია არასდროს გახდება ნარკოტრანზიტის კორიდორი.
აქვე შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი დანაყოფი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - მგზავრებისა და ტვირთების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტში 2012 წელს შეიქმნა და მასში ჩართულია საბაჟო დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
1761230006
საზოგადოებანათია თურნავა: ფინანსური დერეფნის გაძლიერება თავის წვლილს შეიტანს დაკავშირებადობაში ევროპასა და აზიას შორის. რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას, ეკონომიკას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რომელიც შემოდის, წაადგება თითოეულ მათგანს
ფინანსური დერეფნის გაძლიერება თავის წვლილს შეიტანს დაკავშირებადობაში ევროპასა და აზიას შორის. რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას, ეკონომიკას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რომელიც შემოდის, წაადგება თითოეუ...
1761228377
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: მიუხედავად რევოლუციის ხუთი მცდელობისა, არაფერი გამოუვიდათ. დარწმუნებული ვარ, არც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შანტაჟი მათთვის არანაირ შედეგს არ მოიტანს
„მიუხედავად რევოლუციის ხუთი მცდელობისა, არაფერი გამოუვიდათ. დარწმუნებული ვარ, არც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შანტაჟი მათთვის არანაირ შედეგს არ მოიტანს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“...
1761226689
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: გარე უფროსებმა გახარიას მანდატები „შავი დღისთვის“ შემოინახეს, პარლამენტში ამ პარტიის შემოსვლა ნიშნავს, რომ „დიფ სთეითმა“ სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორა
ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალიდან იმართება. გარე უფროსებმა დივერსიფიცირებული მოქმედება გადაწყვიტეს, „ლელო“ ექსტრემისტებად თუ ჩამოაყალიბეს, გახარიას მანდატები „შავი დღისთვის“ შემოინახეს, – ამი...
1761226261
ახალი ამბებიშსს-მ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი აღკვეთა - ამოღებულია 80 მილიონი ლარის ღირებულების 250 კგ „ჰეროინი“
შსს-მ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი აღკვეთა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, ამოღებულია 80 მილიონი ლარის ღირებულების „ჰეროინი“. დაკავებული...
1761225184
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7200 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7105 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...




























