შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.

სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

თეა ახვლედიანმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030წწ. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები.

საფრანგეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მტკიცე პოზიცია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მხარეები თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761228997

ახალი ამბები

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გატანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ - კონტ...

„ჰეროინის“ გატანის ფაქტი აღიკვეთა

1761228377

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: მიუხედავად რევოლუციის ხუთი მცდელობისა, არაფერი გამოუვიდათ. დარწმუნებული ვარ, არც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შანტაჟი მათთვის არანაირ შედეგს არ მოიტანს

„მიუხედავად რევოლუციის ხუთი მცდელობისა, არაფერი გამოუვიდათ. დარწმუნებული ვარ, არც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შანტაჟი მათთვის არანაირ შედეგს არ მოიტანს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“...

თენგიზ შარმანაშვილი

1761226689

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: გარე უფროსებმა გახარიას მანდატები „შავი დღისთვის“ შემოინახეს, პარლამენტში ამ პარტიის შემოსვლა ნიშნავს, რომ „დიფ სთეითმა“ სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორა

ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალიდან იმართება. გარე უფროსებმა დივერსიფიცირებული მოქმედება გადაწყვიტეს, „ლელო“ ექსტრემისტებად თუ ჩამოაყალიბეს, გახარიას მანდატები „შავი დღისთვის“ შემოინახეს, – ამი...

ლევან მაჭავარიანი

1761226261

ახალი ამბები

შსს-მ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი აღკვეთა - ამოღებულია 80 მილიონი ლარის ღირებულების 250 კგ „ჰეროინი“

შსს-მ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი აღკვეთა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, ამოღებულია 80 მილიონი ლარის ღირებულების „ჰეროინი“. დაკავებული...

ალექსანდრე დარახველიძე

1761225184

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7200 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7105 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

 ვალუტის კურსი