პროკურატურამ დააკავა უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე, რომლებმაც ნაქირავებ სახლში სათბური გააკეთეს, კანაფი მოიყვანეს და უკანონო გზით 200 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვის, მოყვანის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2024 წლის აპრილში, თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი იქირავეს, მოაწყვეს სათბური, სადაც დათესეს და მოიყვანეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.
საქმიანობის წარმოების პროცესში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებით, უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, 200 000 ლარზე მეტის ღირებულების 9 ავტომანქანა და ძვირადღირებული ტექნიკა შეიძინეს, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის 200 000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.
აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 9 კგ. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 800 გრ. გამომშრალი „მარიხუანა“ და 900 გრ. ნედლი „მარიხუანა“. ასევე ამოღებულია ავტომანქანები და ტექნიკა.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა სამივე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 21 ოქტომბერს დააკავეს. ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 265 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ერთს 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად, 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.
1761228997
ახალი ამბებიერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გატანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ - კონტ...
1761228377
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: მიუხედავად რევოლუციის ხუთი მცდელობისა, არაფერი გამოუვიდათ. დარწმუნებული ვარ, არც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შანტაჟი მათთვის არანაირ შედეგს არ მოიტანს
„მიუხედავად რევოლუციის ხუთი მცდელობისა, არაფერი გამოუვიდათ. დარწმუნებული ვარ, არც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შანტაჟი მათთვის არანაირ შედეგს არ მოიტანს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“...
1761226689
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: გარე უფროსებმა გახარიას მანდატები „შავი დღისთვის“ შემოინახეს, პარლამენტში ამ პარტიის შემოსვლა ნიშნავს, რომ „დიფ სთეითმა“ სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორა
ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალიდან იმართება. გარე უფროსებმა დივერსიფიცირებული მოქმედება გადაწყვიტეს, „ლელო“ ექსტრემისტებად თუ ჩამოაყალიბეს, გახარიას მანდატები „შავი დღისთვის“ შემოინახეს, – ამი...
1761226261
ახალი ამბებიშსს-მ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი აღკვეთა - ამოღებულია 80 მილიონი ლარის ღირებულების 250 კგ „ჰეროინი“
შსს-მ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი აღკვეთა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, ამოღებულია 80 მილიონი ლარის ღირებულების „ჰეროინი“. დაკავებული...
1761225184
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7200 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7105 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...