შსს-მ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი აღკვეთა - ამოღებულია 80 მილიონი ლარის ღირებულების 250 კგ „ჰეროინი“

შსს-მ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი აღკვეთა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, ამოღებულია 80 მილიონი ლარის ღირებულების „ჰეროინი“.

დაკავებულია წარსულში ნასამართლევი საქართველოს ორი მოქალაქე.

„მსურს, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შესახებ. სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი და აღკვეთილია საერთაშორისო ნარკოტრეფიკის კიდევ ერთი ფაქტი.

პოლიციის მიერ ამოღებულია 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტზე დაკავებულია, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი საქართველოს 2 მოქალაქე.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო „სველი ხელსახოცებით“ საქართველოში, მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით შემოვიდა.

სამართალდამცველებმა, ბათუმში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, სველი ხელსახოცის პაკეტებში, ფარულად მოთავსებული 2 907 შეკვრად დაფასოებული 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

სამართალდამცველების მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან,ასევე, ამოღებულია 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი.

საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს.

ჩვენ სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად ვაგრძელებთ კომპლექსურ ღონისძიებებს, ნარკოდანაშაულში ჩართული პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნული წარმატებული საპოლიციო ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებს აქვთ შესაბამისი რესურსი, პროფესიონალიზმი, რათა გამოავლინონ და აღკვეთონ მსგავსი სახის დანაშაულები.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული დანაშაულის გამოვლენაში“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761230006

საზოგადოება

ნათია თურნავა: ფინანსური დერეფნის გაძლიერება თავის წვლილს შეიტანს დაკავშირებადობაში ევროპასა და აზიას შორის. რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას, ეკონომიკას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რომელიც შემოდის, წაადგება თითოეულ მათგანს

ფინანსური დერეფნის გაძლიერება თავის წვლილს შეიტანს დაკავშირებადობაში ევროპასა და აზიას შორის. რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას, ეკონომიკას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რომელიც შემოდის, წაადგება თითოეუ...

ნათია თურნავ

1761228997

ახალი ამბები

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გატანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ - კონტ...

„ჰეროინის“ გატანის ფაქტი აღიკვეთა

1761228377

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: მიუხედავად რევოლუციის ხუთი მცდელობისა, არაფერი გამოუვიდათ. დარწმუნებული ვარ, არც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შანტაჟი მათთვის არანაირ შედეგს არ მოიტანს

„მიუხედავად რევოლუციის ხუთი მცდელობისა, არაფერი გამოუვიდათ. დარწმუნებული ვარ, არც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შანტაჟი მათთვის არანაირ შედეგს არ მოიტანს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“...

თენგიზ შარმანაშვილი

1761226689

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: გარე უფროსებმა გახარიას მანდატები „შავი დღისთვის“ შემოინახეს, პარლამენტში ამ პარტიის შემოსვლა ნიშნავს, რომ „დიფ სთეითმა“ სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორა

ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალიდან იმართება. გარე უფროსებმა დივერსიფიცირებული მოქმედება გადაწყვიტეს, „ლელო“ ექსტრემისტებად თუ ჩამოაყალიბეს, გახარიას მანდატები „შავი დღისთვის“ შემოინახეს, – ამი...

ლევან მაჭავარიანი

1761225184

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7200 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7105 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

 ვალუტის კურსი