თენგიზ შარმანაშვილი: მიუხედავად რევოლუციის ხუთი მცდელობისა, არაფერი გამოუვიდათ. დარწმუნებული ვარ, არც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შანტაჟი მათთვის არანაირ შედეგს არ მოიტანს

„მიუხედავად რევოლუციის ხუთი მცდელობისა, არაფერი გამოუვიდათ. დარწმუნებული ვარ, არც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შანტაჟი მათთვის არანაირ შედეგს არ მოიტანს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა რადიკალების შეცვლილ ტაქტიკასა და მათთვის დავალებების მიმცემებთან დაკავშირებით.
თენგიზ შარმანაშვილის თქმით, არანაირი არგუმენტი სამართლებრივი იმის, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს, არ არსებობს.
„ამას ისინი პირველად არ აკეთებენ. ისინი მუდმივად, პერმანენტულად ცდილობენ მოღალატეობრივი გზა განავრცონ ჩვენი აგენტურის მეშვეობით. ჯერ იყო, ვიზალიბერალიზაცია რომ არ მიგვეღო, ამისთვის დიდი ძალისხმევა დახარჯა „დიფ სთეითის“ აქაურმა აგენტურამ. შემდგომში, როდესაც დადგა საკითხი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, ასევე დიდი ძალისხმევა და დიდი ფული დაიხარჯა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. მაშინ, როდესაც ყველა პარამეტრით ვუსწრებდით სხვა ორ ქვეყანას, უკრაინასაც და მოლდოვასაც, მათ მიანიჭეს და ჩვენ დაგვიგვიანეს ერთ წელზე მეტი. უბრალოდ, მეტიც აღარ შეიძლებოდა რომ დაეგვიანათ, თორემ იმის მონიჭებაც არ უნდოდათ ბოლომდე. მოლაპარაკებების გახსნაზეც დიდი ძალისხმევა დახარჯეს და ისევ ეს დელეგაცია, იმავე შემადგენლობით დაიძრა ბრიუსელისკენ. რა თქმა უნდა, მათი ხელშეწყობით უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის ნებიდან გამომდინარე იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს. ახლა ისევ დაიწყეს ახალი ეტაპი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თაობაზე. არგუმენტი არის ნული. არანაირი არგუმენტი სამართლებრივი იმის, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს, არ არსებობს. ყველა ის პარამეტრი, რომელიც გაწერილია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული, პირნათლად არის შესრულებული.
ერთადერთი პოლიტიკური მიზანი არის, რომ საქართველოში არსებული ხელისუფლება ძალადობრივი გზით ჩამოაშორონ ძალაუფლებას და მათი მორჩილი ხელისუფლება მოიყვანონ. ამის გასაკეთებლად მიდიან ყველაფერზე. მიუხედავად რევოლუციის ხუთი მცდელობისა, არაფერი გამოუვიდათ. დარწმუნებული ვარ, რომ არც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შანტაჟი მათთვის არანაირ შედეგს არ მოიტანს“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ჩავარდნილი გეგმების შემდეგ ოპოზიცია ტაქტიკას ცვლის. ამჯერად ოპოზიცია და მათთვის დავალებების მიმცემები ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე აქტიურ მუშაობას იწყებენ. ამ კუთხით იხარჯება კონკრეტული თანხებიც.
1761232095
ახალი ამბებიშს მინისტრმა უნგრეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტრა პონევაჩ-პანასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მინისტრმა უნგრეთის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქ...
1761230006
საზოგადოებანათია თურნავა: ფინანსური დერეფნის გაძლიერება თავის წვლილს შეიტანს დაკავშირებადობაში ევროპასა და აზიას შორის. რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას, ეკონომიკას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რომელიც შემოდის, წაადგება თითოეულ მათგანს
ფინანსური დერეფნის გაძლიერება თავის წვლილს შეიტანს დაკავშირებადობაში ევროპასა და აზიას შორის. რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას, ეკონომიკას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რომელიც შემოდის, წაადგება თითოეუ...
1761228997
ახალი ამბებიერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გატანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ - კონტ...
1761226689
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: გარე უფროსებმა გახარიას მანდატები „შავი დღისთვის“ შემოინახეს, პარლამენტში ამ პარტიის შემოსვლა ნიშნავს, რომ „დიფ სთეითმა“ სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორა
ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალიდან იმართება. გარე უფროსებმა დივერსიფიცირებული მოქმედება გადაწყვიტეს, „ლელო“ ექსტრემისტებად თუ ჩამოაყალიბეს, გახარიას მანდატები „შავი დღისთვის“ შემოინახეს, – ამი...
1761226261
ახალი ამბებიშსს-მ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი აღკვეთა - ამოღებულია 80 მილიონი ლარის ღირებულების 250 კგ „ჰეროინი“
შსს-მ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი აღკვეთა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, ამოღებულია 80 მილიონი ლარის ღირებულების „ჰეროინი“. დაკავებული...