შაკო კუჭაშვილი „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს
კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს! - ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი კომპანია „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მთავარ პერსონაჟად გამოჩენას.
კუჭაშვილი სვამს კითხვას, კომპანია „ვოლტი“ აღნიშნული ქმედებით თავად ხომ არ ხდება პოლიტიკური შუღლის გაღვივების თანამონაწილე, რასთან დაკავშირებითაც ეჭვებს ბაია პატარაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის აქტიური მხარდაჭერა კიდევ ურო აძლიერებს.
„კომპანია „ვოლტი“ საკუთარ სარეკლამო კამპანიას აწარმოებს. რეკლამის შინაარსი და მარკეტინგული სვლები, ერთი შეხედვით, უწყინრად გამოიყურება, თუმცა მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო რეკლამის მთავარ პერსონაჟზე - „DJ კორძიზე“.ეს ადამიანი თავისი მარაზმატიკული ე.წ. სიმღერით სიძულვილის ენის ერთ-ერთი მთავარი გენერატორია.კაცი საკუთარ სიმღერაში საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფდა, ამას აბრენდებდა და ამ გზით ქვეყანაში პოლიტიკურ შუღლს ახალისებდა.კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს!ასევე მნიშვნელოვანი საკითხია: ამ ადამიანისთვის ფულის გადახდითა და მისი სიფათის გატრენდებით ხომ არ ხდება კომპანია მოსახლეობაში პოლიტიკური შუღლის გაღვივების თანამონაწილე?ნანუკა ჟორჟოლიანისა და ბაია პატარაიას მხრიდან ამ რეკლამის ასეთი აქტიური „საფორთი“ ამ მიმართულებით ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს“, - წერს შაკო კუჭაშვილი.
1789571120
საზოგადოებაგიორგი კახიანი: ყველაფრის გათვალისწინებით, ელჩს მეტი სიფრთხილე მართებს, როდესაც დახურულ შეხვედრებზეა ლაპარაკი, კითხვები ჩნდება და კარგი იქნება, თუ გარკვეული განმარტებები გაკეთდებოდა ნორვეგიის საელჩოს მხრიდან
კითხვები ჩნდება და კარგი იქნება, თუ გარკვეული განმარტებები გაკეთდებოდა ნორვეგიის საელჩოს მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გვ...
1789569805
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე იაპონიის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიას შო...
1789569605
ახალი ამბებიგრიგოლ ლილუაშვილისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე სასამართლომ 13 წლით თავის...
1789569040
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: კარგი იქნება თუ კარგად გააცნობიერებს ევროკავშირი საქართველოს როლს „შუა დერეფნის“ რგოლში, საქართველოს ამ რგოლში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს თავისი თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე
„ვაცნობიერებთ იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია „შუა დერეფანი“ მათ შორის ევროკავშირისთვის. კარგია, რომ დღეს უკვე საუბარი ღიად დაიწყო და ასევე, კარგი იქნება ისიც თუ კარგად გააცნობიერებს ევროკავშირი საქარ...
1789567601
ახალი ამბებიგიორგი კახიანის შეფასებით, Trump Tower-ის შემოსვლა ადასტურებს, რომ საქართველო უსაფრთხო და მიმზიდველი ქვეყანაა
გიორგი კახიანის განცხადებით, საქართველოში Trump Tower-ის პროექტის პრეზენტაცია ქვეყნის ეკონომიკური მიმზიდველობისა და სტაბილურობის მკაფიო დადასტურებაა. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოა...



























