გიორგი კახიანი: ყველაფრის გათვალისწინებით, ელჩს მეტი სიფრთხილე მართებს, როდესაც დახურულ შეხვედრებზეა ლაპარაკი, კითხვები ჩნდება და კარგი იქნება, თუ გარკვეული განმარტებები გაკეთდებოდა ნორვეგიის საელჩოს მხრიდან

კითხვები ჩნდება და კარგი იქნება, თუ გარკვეული განმარტებები გაკეთდებოდა ნორვეგიის საელჩოს მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გვარამია-ჯაფარიძისა და ნორვეგიის ელჩის ფარულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

კახიანის თქმით, ყველაფრის გათვალისწინებით, ელჩს მეტი სიფრთხილე მართებს, როდესაც დახურულ შეხვედრებზეა ლაპარაკი.

„პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ არასასურველი გამოცდილება გვაქვს. გვახსოვს სხვა ელჩების შემთხვევები, თუ როგორ მონაწილეობდნენ ისინი პოლიტიკურ პროცესებში. მათი მხრიდან გვახსოვს პოლიტიკური განცხადებები, აქციებზე მისვლა, სასამართლო პროცესებზე დასწრება და ა.შ. ანუ ისეთი მოქმედებები, რომლებიც ელჩის კომპეტენციას სცდება და პოლიტიკურ პროცესებში მის ჩართულობაზე მიუთითებს. ბუნებრივია, ეს ფონიც, წინაპირობაც გარკვეულ კითხვებს აჩენს, როდესაც შეხვედრა ფარულად ხდება. ეს არ ყოფილა გასაჯაროებული შეხვედრა. ერთი მხრივ, თითქოს ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენს პრაქტიკაშიც ხშირად ხდებოდა, როდესაც ელჩები ხვდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ეს ყველაფერი ღიად, საჯაროდ ხდებოდა. ასეთი შეხვედრები პარლამენტის შენობაშიც იმართებოდა, საელჩოშიც და დასამალიც არ იყო, მაგრამ როდესაც ჩვენ ასეთი მძიმე ფონი გვაქვს, გვახსოვს სულ ცოტა ხნის წინ რევოლუციური გადატრიალებების რამდენიმე მცდელობა, ამ პროცესებში უცხოური ფაქტორების მონაწილეობის, მათ შორის ზოგიერთი ელჩის სახით, ბუნებრივია, ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს. მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია შეხვედრაზე, რომელიც ფარულად წარიმართა. იმავდროულად, შეხვედრა იყო ისეთ პოლიტიკოსებთან, რომლებიც განსაკუთრებული რადიკალიზმით გამოირჩევიან. თავად ნორვეგიის ელჩთან შესაძლოა ნაკლებად საპრეტენზიო იყოს, იგი ახალი დანიშნულია. პირიქით, ასე ვიტყოდი, რომ ამ ფონზე და ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ელჩს მეტი სიფრთხილე მართებს, როდესაც ასეთ შეხვედრებზეა ლაპარაკი. კითხვები ჩნდება და კარგი იქნება, თუ გარკვეული განმარტებები გაკეთდებოდა ნორვეგიის საელჩოს მხრიდან, თუმცა ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ამ საკითხზე დუმილია“, - აღნიშნა მან.

„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე ნორვეგიის ელჩს ფარულად შეხვდნენ. როგორც ირკვევა, ინიციატორი თავად დიპლომატი იყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789565758

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: Changi Airports International-ის მმართველმა გუნდმა ფორმალურად გამოხატა ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება

დღეს ჩვენ შევხვდით Changi Airports International-ის მმართველ გუნდს, მათ უკვე ფორმალურად გამოხატეს ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონ...

მარიამ ქვრივიშვილი

1789565203

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია, ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა

„ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია, ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვე...

მაკა ბოჭორიშვილი

1789565174

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ განს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექ...

მარიამ ქვრივიშვილი

1789564248

მსოფლიო

პაპი ლეო აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები ებრაულ-ქრისტიანულ ურთიერთობებს ძაბავს

პაპმა ლეომ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელმა კონფლიქტებმა ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის ურთიერთობები გამოცადა. მან დასძინა, რომ მიმდინარე ძალადობის მიმართ განსხვავებულმა შეხედულებებმა...

 პაპი, ლეო XIV

1789563966

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6081 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6085 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ფული, კალკულატორი, ანგარიში