საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილი წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილი წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და თამაზ ბორაშვილის გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერმა ასევე წარმატებები უსურვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ გეკა გელაძეს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ერთ-ერთი უმთავრესი სტრუქტურა, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა. რა თქმა უნდა, ამაში თითოეული თქვენგანის წვლილი არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ღირსეული სამსახურისთვის. მე მინდა ბატონ გეკა გელაძეს გადავუხადო უდიდესი მადლობა მისი სამსახურისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ღირსეული ხელმძღვანელობისთვის.
მინდა ხაზი გავუსვა ბატონი გეკა გელაძის პიროვნულ თვისებებს - ის არის გამორჩეული არამხოლოდ პროფესიონალი, არამედ მას გამოარჩევს, პირველ რიგში, ადამიანური თვისებები, გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანია და მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ბატონი თამაზ ბორაშვილი არის ამ სისტემის კარიერული წარმომადგენელი, რასაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. როდესაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემსახურები ამ საქმეს, რა თქმა უნდა, ასეთ დროს გროვდება განსაკუთრებული ცოდნა, გამოცდილება და ეს არის ის, რაც ძალიან დაეხმარება ხელისუფლებას ამ ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ინსტიტუცია მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ეს შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც. მას აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება, თანმიმდევრული წინსვლა თავის კარიერაში და, რა თქმა უნდა, ასეთი თანმიმდევრული და მუდმივი წინსვლა არ ხდება დამსახურების, განსაკუთრებული თვისებების, პროფესიონალიზმის გარეშე. სწორედ ეს თვისებები იყო ის, რაც გახდა, საბოლოო ჯამში, გუნდის გადაწყვეტილების საფუძველი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სუსის ახლად არჩეულ უფროსს წარმატებები უსურვა უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა. გეკა გელაძემ ნდობისა და მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თქვენი მხრიდან ჩემ მიმართ იყო. იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე აისახებოდა და ის მიღწევები, სტრუქტურული, შინაარსობრივი თუ უსაფრთხოების კომპონენტის გაძლიერება სწორედ ამის დამსახურებაა. მინდა მივულოცო ბატონ თამაზ ბორაშვილს ახალი თანამდებობა. მოგეხსენებათ, ეს ინსტიტუცია არის ერთი განსაკუთრებული ოჯახი, აქვს თავისი განსაკუთრებული ცხოვრების წესი, კულტურა და სწორედ ამ წიაღიდან არის ბატონი თამაზი. იგი მრავალი წლის განმავლობაში საქმიანობდა აქ და დარწმუნებული ვარ, ძალიან ღირსეულად გაუძღვება და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ინსტიტუციას. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად მეკეთებინა საქმე და ამავე დროს საამაყო იყო, რომ ვხელმძღვანელობდი ამ ძალიან ძლიერ ინსტიტუციას”, - განაცხადა გეკა გელაძემ.
მთავრობის მეთაურს და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თამაზ ბორაშვილმა.
„პირობას ვდებ, გაორმაგებული ძალებით, ამ ძლიერ გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ჩვენი სამსახურის გაძლიერებისთვის, რათა უკეთესად გადავჭრათ ის ამოცანები, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანას უდგას გამოწვევის სახით. მინდა პირად შემადგენლობას უდიდესი მადლობა გადავუხადო. აქ არცერთი ისეთი ადამიანი არ ზის, რომელიც ჩემთვის უცხოა. ჩვენ მრავალი წელია ერთად ღირსეულად ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. დიდ მადლობას გიხდით ამისთვის - სრულ შემადგენლობას, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მადლობა ბატონ გეკას ღირსეული სამსახურისთვის. წარმატებას გისურვებთ ახალ გამოწვევებში”, - აღნიშნა თამაზ ბორაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი 83 ხმით დღეს დაამტკიცა.
1789567601
ახალი ამბებიგიორგი კახიანის შეფასებით, Trump Tower-ის შემოსვლა ადასტურებს, რომ საქართველო უსაფრთხო და მიმზიდველი ქვეყანაა
გიორგი კახიანის განცხადებით, საქართველოში Trump Tower-ის პროექტის პრეზენტაცია ქვეყნის ეკონომიკური მიმზიდველობისა და სტაბილურობის მკაფიო დადასტურებაა. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოა...
1789566181
ახალი ამბებიგრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. მოსამართლე ნინო თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლ...
1789565758
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: Changi Airports International-ის მმართველმა გუნდმა ფორმალურად გამოხატა ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება
დღეს ჩვენ შევხვდით Changi Airports International-ის მმართველ გუნდს, მათ უკვე ფორმალურად გამოხატეს ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონ...
1789565203
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია, ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა
„ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია, ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვე...
1789565174
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ განს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექ...



























