სპეციალური პენიტენციური სამსახური: თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია - მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ნარატივების გავრცელებისგან
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება უკვე მერამდენედ აგორებულ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში კვება, სამედიცინო თუ ჰიგიენური პირობები დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება, - ვკითხულობთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება მოუწოდებს ყველას, მათ შორის მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ ნარატივების გავრცელებისგან.
„თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია. შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება 24-საათიანი რეჟიმით მიეწოდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების სტანდარტის შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა შეუძლებელია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, მას სერვისი მიეწოდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.
რაც შეეხება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, ესეც არის პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ მიზნით, სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია წელიწადში სამჯერ ატარებს ყველა პენიტენციური დაწესებულების საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების სადეზინფექციო სამუშაოებს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვით.
ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოებს შესაბამისი საშუალებებით აწარმოებენ სამსახურის მიერ სპეციალურად ამ მიზნით ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლები. სამუშაოები ტარდება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში როგორც თვეში ერთხელ, გეგმურად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად. სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ყველა იმ ადგილას, სადაც მიუთითებს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია, კერძოდ: საკნებში (ხორციელდება საკნის დაცლა და საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება რბილი ინვენტარის ახლით ჩანაცვლება), დერეფნებში, სველ წერტილებში, საზოგადოებრივ მისაღებებში, სამორიგეო, ექიმის, თანამშრომლების სამუშაო, საამანათო, პაემნის, საადვოკატო და გარე დაცვის ოთახებში; გარდა ამისა, დამატებით, კვარტალში ერთხელ დასუფთავების კომპანია ატარებს პენიტენციური დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღებებისა და სამედიცინო პუნქტების დეზინფექციას. ასევე, პრევენციის მიზნით, არათუ პენიტენციური დაწესებულებების შიდა ტერიტორიაზე, არამედ ასევე ხდება გარე პერიმეტრის (ბუფერული ზონების) მოწესრიგება, მათ შორის ბალახის გათიბვა, ტერიტორიების ბუჩქნარებისა და სხვა ნარგავებისაგან გაწმენდა, როდესაც სპეციალური ხსნარებით მუშავდება აღნიშნული ტერიტორიები, რათა როგორც დაწესებულებები, ასევე გარე პერიმეტრიც დაცული იყოს მწერებისა და ქვეწარმავლებისგან.
რაც შეეხება არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებას, ესეც არის მორიგი სიცრუე. პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად, თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. მენიუ შედგენილია სპეციალურად ამ მიზნით მოწვეული ნუტრიციოლოგების მიერ და მოიცავს დაბალანსებულ კვებას. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი, რაც პერიოდულად მიმდინარეობს პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მიზნით. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ ნარატივების გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
1789567601
ახალი ამბებიგიორგი კახიანის შეფასებით, Trump Tower-ის შემოსვლა ადასტურებს, რომ საქართველო უსაფრთხო და მიმზიდველი ქვეყანაა
გიორგი კახიანის განცხადებით, საქართველოში Trump Tower-ის პროექტის პრეზენტაცია ქვეყნის ეკონომიკური მიმზიდველობისა და სტაბილურობის მკაფიო დადასტურებაა. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოა...
1789566181
ახალი ამბებიგრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. მოსამართლე ნინო თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლ...
1789565758
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: Changi Airports International-ის მმართველმა გუნდმა ფორმალურად გამოხატა ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება
დღეს ჩვენ შევხვდით Changi Airports International-ის მმართველ გუნდს, მათ უკვე ფორმალურად გამოხატეს ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონ...
1789565203
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია, ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა
„ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია, ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვე...
1789565174
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ განს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექ...



























