პაატა სალია: 14-18 აპრილს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად აშშ-ში გაეროს ოფიციალურ ღონისძიებებში მივიღებ მონაწილეობას
„იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, სადაც სიტყვით წარვდგები“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გადაცემა „ღამის კურიერში“ საუბრისას განაცხადა.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საკუთარ სიტყვაში ისაუბრებს საჯარო სერვისების მიწოდების მიმართულებით ქვეყანაში დანერგილ არაერთ წარმატებულ პროექტზე.
„საუბარი იქნება იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს საჯარო მმართველობისა და საჯარო სერვისების განხორციელების მიმართულებით აქვს. ამ მხრივ წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის სახელი დაიმკვიდრა. საქართველო არის მოწინავე სახელმწიფო, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო“, – განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, კომიტეტის სხდომაში მონაწილეობასთან ერთად შეხვედრებს გამართავს გაეროს ხელმძღვანელ პირებთან.
„ნიუ-იორკში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გავმართავ გაეროს გენმდივნის მოადგილესა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. ასეთი შეხვედრები არის ასპარეზი ახალი პარტნიორობის შეძენისა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის კიდევ უფრო გაზრდისთვის“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
1775845206
ახალი ამბებიტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან
ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...
1775842962
მსოფლიო„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...
1775840252
მსოფლიოორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?
ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...
1775837496
ახალი ამბებირომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს
ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...
1775836752
მსოფლიო„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...































