„ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

„სამართალდამცველების მიერ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლად მცხოვრებ – 1968 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად გ.მ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჩ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774416067

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, საბავშვო ბაღი, ამის არავის სჯერა და რაც უფრო მეტი დეპუტატი, თუ ქვეყანა ისაუბრებს ამაზე, მათთვისვეა კონტრპროდუქტიული

ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, საბავშვო ბაღი, ამის არავის სჯერა და რაც უფრო მეტი დეპუტატი, თუ ქვეყანა ისაუბრებს ამაზე, მათთვისვეა კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად გაინადგურებენ რეპუტაციას ჩვენი მოქა...

ლევან მაჭავარიანი

1774415167

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ნამდვილად ისტორიულია ის, რაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ხდება. საქართველოს პირველ ლედის ჰქონდა შესაძლებლობა წარმოეთქვა სიტყვა და ქართველი ხალხის ხმა გაეჟღერებინა სახელმწიფო დეპარტამენტში

ნამდვილად ისტორიულია ის, რაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ხდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, რომელიც აშშ-...

მარიამ ლაშხი

1774415121

საზოგადოება

მელანია ტრამპი თამარ ბაგრატიონს სხვა პრეზიდენტის მეუღლეებთან ერთად თეთრ სახლში უმასპინძლებს

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. დღეს სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლ...

თამარ ბაგრატიონ

1774414456

საზოგადოება

25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი 14:00 საათზე დაიწყება. დღესვე, ილია მეორის გარდაცვალ...

იტალია

1774385518

ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მას სურს, რომ კრემლის ლიდერი ვ...

დონალდ ტრამპი