კახა კალაძე: ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მოინახოს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები, ვინც აიღებს ამხელა პასუხისმგებლობას, ამხელა ვალდებულებას და განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას

ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მოინახოს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები, ვინც აიღებს ამხელა პასუხისმგებლობას, ამხელა ვალდებულებას და განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ამიტომ აცხადებენ საერთაშორისო ტენდერს, სადაც საერთაშორისო კომპანიებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას ექსპერტების ჩართულობით.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო მეტროს თითოეულ თანამშრომელს, 60 წელი არ არის ცოტა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ დედაქალაქში გვაქვს ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ემსახურება. დღის განმავლობაში მეტროს ნახევარ მილიონამდე ადამიანი გადაჰყავს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე.

რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები ამ მიმართულებით. მე მახსოვს 2017 წელს როდესაც დავიწყე მუშაობა სხვადასხვა საკითხზე, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვქონდა. პირველ რიგში, უსაფრთხოების თვალსაზრისით. მოგვიწია მთელი ძალოვანი კაბელების გამოცვლა. მოგვიწია ასევე გვირაბების სავენტილაციო ქსელის განახლება თავისი აგრეგატებით. ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა ამ ყველაფერში, თუმცა უსაფრთხოება ეს არის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება.

დღეის მდგომარეობით, შესყიდული გვაქვს ახალი ვაგონები, ამ წელს უკვე დავიწყებთ მიღებას და მომდევნო წლების განმავლობაში მთლიანად იქნება ჩანაცვლებული არსებული მოძველებული საბჭოთა კავშირის დროინდელი ვაგონები უკვე ახალი, თანამედროვე ვაგონებით რაც, რა თქმა უნდა, უფრო კომფორტული იქნება, შევამცირებთ მოცდის დროს, უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა შეგვეძლება დღის განმავლობაში.

პარალელურად, ასევე ეს არის 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მოინახოს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები, ვინც აიღებს ამხელა პასუხისმგებლობას, ამხელა ვალდებულებას და განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას. ერთი ვარკეთილის მეტროსადგურს ამდენი წლის განმავლობაში, უამრავი პრობლემა იყო. ყველაფერი გააზრებული გვაქვს, გვესმის. ამიტომ, ვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს, სადაც საერთაშორისო კომპანიებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას ექსპერტების ჩართულობით, რომ ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მეტროს თითოეულ თანამშრომელს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შრომისთვის, თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისთვის. არიან ადამიანები, ვინც რამდენიმე ათეული წელია ემსახურება ჩვენს ქალაქს, ემსახურება ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ეს ძალიან დასაფასებელია. კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770836231

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე - ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და ურთიერთობები, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა ნებისმიერი კუთხით, მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე

ჩვენ ვიცით ჩვენი გზა - ეს არის ყველაზე მთავარი. უნდა გამოვიდეთ იმ სპირალიდან, რომელიც ათწლეულები მოსდევდა საქართველოს და გამოვედით ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის...

ირაკლი კირცხალია

1770834685

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: დღეს შესრულდა ზუსტად 1200 წელი წმინდა მეფის აშოტ დიდი კურაპალატის აღსასრულიდან, სიმბოლურია, რომ ამ მრგვალი თარიღის აღნიშვნა დაემთხვა მიმდინარე საიუბილეო წელს, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის ღონისძიებებს

„11 თებერვალს დაწესებულია ხსენება დიდი ქართველი მეფისა და ერისმთავრის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ფუძემდებლის, მოწამებრივად აღსრულებული და წმინდანად შერაცხილი მონარქის, აშოტ დიდი კურაპალატისა“, - ამ...

 შალვა პაპუაშვილი

1770834008

საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბულისკირია დაიღუპა. იგი ოკუპირებული გალის რაიონიდან იყო. ბაჩო ბულისკირია მოხალისეთა დანაყოფში ირიცხებოდა. ქართველი მებრძოლი მანამდეც იყო დაჭრილი, თუმცა რეა...

მებრძოლი

1770833341

მსოფლიო

ზელენსკი: მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მთავარი თემა ტერიტორიების საკითხი იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო აშშ-ის წინადადება მომავალ კვირას სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვის შესახებ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდის განმავ...

ზელენსკი

1770831331

საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხორვატიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

2026 წლის 11 თებერვალს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. თბილისის საერთაშორის...

ხორვატიის პრეზიდენტი