კალაძე: დღეს წარდგენილი ახალი პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტმა თავად გამოისყიდოს ფართები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებში, ვიხდით საბაზრო ღირებულებას
დღეს წარდგენილი ახალი პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტმა თავად გამოისყიდოს ფართები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებში. ჩვენ მივდივართ, სამხარაულის ეროვნული ბიურო შეაფასებს, ვიხდით საბაზრო ღირებულებას და მოგვაქვს ეს ფართები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
კალაძეს იმედი აქვს, რომ პროგრამით ბევრი მოქალაქე დაინტერესდება.
“დღეს დავამატეთ ახალი ინიციატივა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობები, ეს არის ჩვენი ქალაქის სიმდიდრე, რომელსაც სჭირდება მოვლა-პატრონობა, თუმცა ხშირად ვაწყდებით პრობლემებს მოსახლეობასთან, თუ არ იქნება 100%-იანი თანხმობა მოსახლეობის, რეაბილიტაციას ვერ ვახორციელებთ. ამიტომ წარვადგინეთ ინიციატივა, რომ მუნიციპალიტეტმა თავად გამოისყიდოს ფართები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობები. ჩვენ მივდივართ, სამხარაულის ეროვნული ბიურო შეაფასებს, ვიხდით საბაზრო ღირებულებას და მოგვაქვს ეს ფართები. მე ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო პროგრამაა, აქაც მნიშვნელოვანია, რომ იყოს მოსახლეობის მხრიდან 100%-იანი თანხმობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრი მოქალაქე დაინტერესდება”, - განაცხადა კალაძემ.
ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის მხრიდან ქირით უზრუნველყოფის წესშიც.
“ვხედავთ თუ რა გამოწვევა დგას ქალაქის წინაშე, პირველ რიგში იმ ოჯახების წინაშე, რომელთაც სურვილი აქვთ ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში, მაგრამ არიან ოჯახები, რომლებსაც აქვთ უფრო მეტი ფართის მოთხოვნა. ეს უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, ჩვენ არ გვაქვს უფლება მივცეთ იმაზე მეტი ფართი, ვიდრე დარეგისტრირებული აქვთ. კიდევ იყო პრობლემა, ჩვენ გაგვყავდა ოჯახები და წლების განმავლობაში ისინი არ თანხმდებოდნენ პროგრამაში ჩართვას, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ 6 თვის განმავლობაში ოჯახი უარს განაცხადებს, მუნიციპალიტეტი შეუწყვეტს ქირის გადახდას. ეს ვფიქრობ უფრო წაახალისებს, რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს პროგრამაში და მოვახდინოთ ავარიული შენობების დემონტაჟი”, - აღნიშნა კალაძემ.
ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა თბილისის მერიამ საზოგადოებას რამდენიმე წლის წინ წარუდგინა. პროგრამა შესაძლებლობას იძლევა, რომ ავარიული სახლები ახალი, თანამედროვე, ქართული არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლდეს და იქ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც მშენებლობის პროცესში მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ქირით ცხოვრობენ, დაუბრუნდეთ გარემონტებული, მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები.
“პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია ამ ადამიანების უსაფრთხოება, რომ ნორმალურ პირობებში ცხოვრობდნენ. ეკონომიკური თვალსაზრისითაც თუ შევხედავთ იმ გაუბედურებულ საცხოვრებელ კორპუსებს, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ აქვთ გარკვეული ღირებულება, თუმცა ახალაშენებულ კორპუსში გარემონტებული ფართი ათჯერ, ოცჯერ უფრო ძვირადღირებულია”, - განაცხადა თბილისის მერმა.
1770836231
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე - ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და ურთიერთობები, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა ნებისმიერი კუთხით, მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე
ჩვენ ვიცით ჩვენი გზა - ეს არის ყველაზე მთავარი. უნდა გამოვიდეთ იმ სპირალიდან, რომელიც ათწლეულები მოსდევდა საქართველოს და გამოვედით ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის...
1770834685
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დღეს შესრულდა ზუსტად 1200 წელი წმინდა მეფის აშოტ დიდი კურაპალატის აღსასრულიდან, სიმბოლურია, რომ ამ მრგვალი თარიღის აღნიშვნა დაემთხვა მიმდინარე საიუბილეო წელს, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის ღონისძიებებს
„11 თებერვალს დაწესებულია ხსენება დიდი ქართველი მეფისა და ერისმთავრის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ფუძემდებლის, მოწამებრივად აღსრულებული და წმინდანად შერაცხილი მონარქის, აშოტ დიდი კურაპალატისა“, - ამ...
1770834008
საზოგადოებაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბულისკირია დაიღუპა. იგი ოკუპირებული გალის რაიონიდან იყო. ბაჩო ბულისკირია მოხალისეთა დანაყოფში ირიცხებოდა. ქართველი მებრძოლი მანამდეც იყო დაჭრილი, თუმცა რეა...
1770833341
მსოფლიოზელენსკი: მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მთავარი თემა ტერიტორიების საკითხი იქნება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო აშშ-ის წინადადება მომავალ კვირას სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვის შესახებ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდის განმავ...
1770831331
საზოგადოებათბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხორვატიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
2026 წლის 11 თებერვალს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. თბილისის საერთაშორის...



























