ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე - ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და ურთიერთობები, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა ნებისმიერი კუთხით, მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე
ჩვენ ვიცით ჩვენი გზა - ეს არის ყველაზე მთავარი. უნდა გამოვიდეთ იმ სპირალიდან, რომელიც ათწლეულები მოსდევდა საქართველოს და გამოვედით ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის დაკვეთით ამ სპირალიდან, როდესაც საქართველო შესციცინებდა თვალებში ნებისმიერ მის პარტნიორს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში "ღამის კურიერში".
მისი თქმით, ხელისუფლების მკაფიოდ გაცხადებული გეზი გულისხმობს საქართველოს საუკეთესო ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას და აქედან გამომდინარე ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან მხოლოდ თანასწორ საწყისებზე.
კირცხალიას განმარტებით, სამშვიდობო, პრაგმატული პოლიტიკა არის ყველანაირი კეთილდღეობის საწინდარი, ვინაიდან, სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ეკონომიკური მდგრადობის მიღწევა, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია სახელმწიფოს სუვერენიტეტის და გეოპოლიტიკური პოზიციების განმტკიცებისთვის.
"ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე და გეზზე - ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და აქედან გამომდინარე ურთიერთობები და პარტნიორობა, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა, ნებისმიერი კუთხით, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ ა.შ. - მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე. ამას ყველგან ვიმეორებთ და ყოველთვის გავიმეორებთ. დამერწმუნეთ, ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლებიდან, ნებისმიერ ვიზიტში, ამ პათოსით, საზოგადოების მხრიდან ამ დაკვეთით დავდივართ. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული ჩვენი გზა, შიდა პოლიტიკური საქმეები, საგარეო ხედვა და ეს ემყარება ერთ ყველაზე მთავარ პრინციპს - სამშვიდობო პოლიტიკა. სამშვიდობო პოლიტიკა არის ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საწინდარია ყველა კეთილდღეობისა, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის გამყარების. როდესაც ნებისმიერ კავშირზე, ნებისმიერ მეგობარზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ მთავარი ფორმულა მსოფლიოში არის ის, რომ ქვეყანა, რომელსაც სურს, იაროს თავაწეულმა, იყოს რომელიმე კავშირის წევრი და ღირსეულად არსებობდეს გეოპოლიტიკურად და იღვაწოს საგარეო პოლიტიკაში, ის ქვეყანა უნდა იყოს ეკონომიკურად მდგრადი. ეკონომიკური მდგრადობა მოაქვს იმ პრაგმატულ და სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენ დაგვიკვეთა ქართულმა საზოგადოებამ", - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
1770834008
საზოგადოებაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბულისკირია დაიღუპა. იგი ოკუპირებული გალის რაიონიდან იყო. ბაჩო ბულისკირია მოხალისეთა დანაყოფში ირიცხებოდა. ქართველი მებრძოლი მანამდეც იყო დაჭრილი, თუმცა რეა...
1770833341
მსოფლიოზელენსკი: მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მთავარი თემა ტერიტორიების საკითხი იქნება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო აშშ-ის წინადადება მომავალ კვირას სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვის შესახებ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდის განმავ...
1770831331
საზოგადოებათბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხორვატიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
2026 წლის 11 თებერვალს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. თბილისის საერთაშორის...
1770830026
მსოფლიოაშშ-ის ენერგეტიკის მდივანი: რუსეთი საკუთარ სამხედრო მანქანას ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის გაყიდვით მიღებული შემოსავლებით კვებავს, ამ რესურსების უმსხვილესი მყიდველი კი თავად ომის მსხვერპლი - ევროპაა
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითმა რუსეთ-უკრაინის ომის დაფინანსების წყაროებსა და ევროპის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი საკუთარ სამხედრო მანქანას ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის გაყიდვ...
1770828107
საზოგადოებაეკა კუპატაძე: მე მქონდა სამართლიანი გამოძიების მოთხოვნა. დიახ, მათ ეკუთვნოდათ ჯგუფური მუხლი, ამ ოთხ ადამიანთან სწორად წავიდა ყველაფერი, დანარჩენებთანაც ველოდები იმავეს
„მე მქონდა სამართლიანი გამოძიების მოთხოვნა. დიახ, მათ ეკუთვნოდათ ჯგუფური მუხლი“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძემ. მისი თქმით, კიდევ არიან სხვა არასრულწლოვანებიც, რომლებზეც გ...



























