კახა კალაძე: 2012 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ვარ, ვისაც ყველანაირად თავს ესხმიან, ეს მე ვერაფერს დამაკლებს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური ოპონენტებისგან თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გახდა, რომლის მთავარი მიზეზიც ქვეყნის სიყვარულია.
როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა, ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გააჩნია, ოჯახი, შვილები და მის მიმართ ქართველი ხალხის დამოკიდებულებაა.
„ეს არ არის ბოლო შემთხვევა. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში თავდასხმის ობიექტი ვარ და ბრალდებების სპექტრიც მრავალფეროვანია. 2012 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ვარ, ვისაც ყველანაირად თავს ესხმიან. თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, იკადროს, ყველაფერი გააკეთეს. არ არსებობს არანაირი „წითელი ხაზი“. ისინი ორ რამეს ვერ მპატიობენ - ქვეყნის მიმართ სიყვარულს და იმ გუნდთან ერთად დგომას, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია.
ყველაფერ სიბინძურეს, თუ რაიმე მოაფიქრდებათ, შეთითხნილი და შეთხზული ჭორებით ავრცელებენ და ა.შ. ეს მე ვერაფერს დამაკლებს. მათ ყველაზე მეტად რისიც ეშინიათ, არის ის, რომ ქართველ ხალხს ჩემს მიმართ აქვს გარკვეული დამოკიდებულება, რაც ეს შემთხვევით არ მოსულა. ეს არის ის, რასაც მე წლების განმავლობაში ვაშენებ. ბევრჯერ მითქვამს, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია, ეს არის ჩემი ოჯახი, შვილები, ქართველი ხალხის პატივისცემა და სიყვარული ჩემს მიმართ, რასაც ძალიან ვუფრთხილდები და ვამაყობ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1770836231
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე - ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და ურთიერთობები, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა ნებისმიერი კუთხით, მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე
ჩვენ ვიცით ჩვენი გზა - ეს არის ყველაზე მთავარი. უნდა გამოვიდეთ იმ სპირალიდან, რომელიც ათწლეულები მოსდევდა საქართველოს და გამოვედით ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის...
1770834685
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დღეს შესრულდა ზუსტად 1200 წელი წმინდა მეფის აშოტ დიდი კურაპალატის აღსასრულიდან, სიმბოლურია, რომ ამ მრგვალი თარიღის აღნიშვნა დაემთხვა მიმდინარე საიუბილეო წელს, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის ღონისძიებებს
„11 თებერვალს დაწესებულია ხსენება დიდი ქართველი მეფისა და ერისმთავრის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ფუძემდებლის, მოწამებრივად აღსრულებული და წმინდანად შერაცხილი მონარქის, აშოტ დიდი კურაპალატისა“, - ამ...
1770834008
საზოგადოებაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბულისკირია დაიღუპა. იგი ოკუპირებული გალის რაიონიდან იყო. ბაჩო ბულისკირია მოხალისეთა დანაყოფში ირიცხებოდა. ქართველი მებრძოლი მანამდეც იყო დაჭრილი, თუმცა რეა...
1770833341
მსოფლიოზელენსკი: მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მთავარი თემა ტერიტორიების საკითხი იქნება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო აშშ-ის წინადადება მომავალ კვირას სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვის შესახებ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდის განმავ...
1770831331
საზოგადოებათბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხორვატიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
2026 წლის 11 თებერვალს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. თბილისის საერთაშორის...



























