ლიკა შარტავა: ჩვენი სახელმწიფო კურსს არ იცვლის და მტკიცედ აგრძელებს სტაბილურობის, მშვიდობისა და ეკონომიკური წარმატების გზას

„ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ უსამართლო კამპანია წარმოებს და ეს იმ დროს ხდება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯი დგამს, რათა კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს სახელმწიფო, განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს მშვიდობა და შექმნას უსაფრთხო მომავალი“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლიკა შარტავამ.

მისივე თქმით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს, იქნება ეს ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კეთილდღეობა, ეკონომიკური ზრდა თუ კორუფციასთან ბრძოლა და ეს მცირე ჩამონათვალია, რითაც საქართველო წინ უსწრებს არაერთ კანდიდატ თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანას.

„ამის დასტურია ევროკომისიის საერთაშორისო კვლევითი ცენტრებისა თუ ორგანიზაციების ანგარიშები. ამ შეფასებების შემდეგ ჩნდება კითხვები - რატომ ვერ ან არ სურთ, დაინახონ საქართველოს მისწრაფებები და განვითარების ტემპი? რატომ იზრდება საქართველოზე ზეწოლა მიუხედავად იმ პროგრესისა, რასაც ქვეყნის ხელისუფლება აღწევს? იმის მაგივრად, რომ ე.წ. ოპოზიციური ფლანგი ზრუნავდეს და მაქსიმალურად იცავდეს ქართველი ხალხის ინტერესებს, გამიზნულ კამპანიებს აწარმოებს და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით ქვეყნის გარეთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული, შემდეგ კი თამამად გვესაუბრება სამშობლოს სიყვარულზე. ამის მიუხედავად, ჩვენი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, კურსს არ იცვლის და საქართველო მტკიცედ აგრძელებს სტაბილურობის, მშვიდობისა და ეკონომიკური წარმატების გზას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764062682

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. რა პირობებით იქნება მშვიდობა, ეს საკითხი უკრაინის და უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია. ფაქტია, უკრაინის ხელისუფლებას დღეს არჩევანი აქვს ცუდსა და უარესს შორის

პირველი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, რა პირობებით იქნება ეს მშვიდობა, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უკრაინის და უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, - განუცხადა ჟურნალისტებს...

შალვა პაპუაშვილი

1764062215

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ზაფხულში ჩვენ ვუმასპინძლებთ PABCEC-ს და შესაძლებლობა გვექნება შევაჯამოთ ჩვენი თავმჯდომარეობის შედეგები

„მომდევნო 6 თვის განმავლობაში საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს“, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პა...

შალვა პაპუაშვილი

1764062164

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში და გაუგებრობაში რომ ჰყავს მთელი ერები, ეს არის სწორედ მიუღებელი. ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში, ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ

ჩამოყალიბდეს ნატოს რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში და გაუგებრობაში რომ ჰყავს მთელი ერები, ეს არის სწორედ მიუღებელი. ქართველი ხალხი აღარ არის ისეთი მიამიტი, რომ ლამაზი სიტყვები დაიჯეროს, - განუცხადა პარლამე...

შალვა პაპუაშვილ

1764061374

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: „დრამაქუინობს“ ზურა გირჩი ჯაფარიძე, როდესაც საუბრობს იმაზე, რომ შესთავაზეს საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვება და ახედა ცას, ჩაფიქრდა და მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა

შალვა პაპუაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, თითქოს ზურა გირჩი ჯაფარიძეს საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვება შესთავაზეს, რაზედაც მან უარი თქვა. პარლამენტის თავმჯდომარე განმარ...

შალვა პაპუაშვილი

1764060756

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს 2 თემასთან დაკავშირებით მოუსმენს - ესენია 6.5-მილიარდიანი ინვესტიცია და უმაღლესი განათლების რეფორმა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 2 თემასთან დაკავშირებით მოუსმენს, ესენია 6.5-მილიარდიანი ინვეს...

შალვა პაპუაშვილი