შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოს მიერ ცეცხლაძისთვის გაგზავნილ წერილზე: ევროკავშირის საელჩოს ერთადერთი შანსი აქვს ის, რომ ამ წერილის დეზავუირება გააკეთონ, თქვან, რომ ეს იყო შეცდომა

ევროკავშირის საელჩოს ერთადერთი შანსი აქვს ის, რომ მათ ამ წერილის დეზავუირება გააკეთონ, თქვან, რომ ეს იყო შეცდომა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საელჩოს მიერ აქციებისას ძალადობისთვის მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით.
მისი შეფასებით, ვისაც მასთან აქვს მიმოწერა, ტერორიზმს ახალისებს და მისაღებად აქცევს.
„თქვენ ნახეთ, რომ საქართველოში დეკემბერში დაატრიალეს უცხოეთიდან მართულმა ძალებმა ცეცხლაძის ჩათვლით, ერთი ერთში ასეთი სურათები იხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო პერიოდში და ზუსტად ეს შეფასება არის შეერთებულ შტატებში, რომ ეს არის შიდატერორიზმი - როდესაც მანქანებს წვავ, როდესაც შენობების აღება გინდა, როდესაც ძალადობ, ეს არის შიდატერორიზმი.
ასე რომ, თუ ვინმეს სტანდარტები აინტერესებს, ზუსტად ამერიკული სტანდარტით, ცეცხლაძე და მისი თანააღმსრულებლები არიან შიდატერორისტები და ყველა, ვისაც მასთან აქვს სალონური მიმოწერა, ევროკავშირის საელჩოს ჩათვლით, ახალისებს და მისაღებად აქცევს ტერორიზმს, რაც მიუღებელია - როდესაც ევროკავშირის საელჩო ტერორისტთან არის სალონურ მიმოწერაში.
რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ძალიან ხმამაღლა ვისაუბრებთ. ევროკავშირს საელჩოს ერთადერთი შანსი აქვს ის, რომ მათ ამ წერილის დეზავუირება გააკეთონ, თქვან, რომ ეს იყო შეცდომა, არასწორი ქმედება და გამოიხმონ უკან საკუთარი წერილი. სხვა შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს არის ტერორიზმის დაკნინება და ტერორისტთან სალონური მიმოწერის გამართვა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აღნიშნულ ტემას შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა.
1761223286
ახალი ამბებიპროკურატურამ დააკავა უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე, რომლებმაც ნაქირავებ სახლში სათბური გააკეთეს, კანაფი მოიყვანეს და უკანონო გზით 200 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათეს...
1761222262
საზოგადოებაშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას...
1761221638
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: აქამდე „გახარია საქართველოსთვის“ იყო, ახლა „გახარია გერმანიისთვის“ არის, მათი პარლამენტში შემოსვლით საკანონმდებლო ორგანოს არც რაიმე მოემატება და არც დააკლდება
მათი პარლამენტში შემოსვლით საკანონმდებლო ორგანოს არც რაიმე მოემატება და არც დააკლდება. თუ შემოვლენ, საზოგადოების იმ ნდობას გაამართლებენ, რაც თავის დროზე მიიღეს, - ასე აფასებს გიორგი გაბუნია პარტიის „გ...
1761217805
ახალი ამბებიყოფილი მაღალჩინოსნების საქმის ფარგლებში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი დააკავეს
ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის ფარგლებში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი დააკავეს. განცხადება პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც უწყებაში აღნიშნეს, პროკურატუ...
1761217363
მსოფლიოვიქტორ ორბანი: ჩვენ უკრაინისთვის არ დავიხოცებით
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დღეს ბუდაპეშტში მშვიდობის მარში გაიმართება. მისი განცხადებით, მარშზე მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ უნგრელები ირჩევენ მშვიდობა...