ლევან მახაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რაც უფრო მეტად გადააყირავებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ პარტიულ რევოლუციას მოაწყობენ, ეს კარგი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის

რაც უფრო მეტად გადააყირავებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ პარტიულ რევოლუციას მოაწყობენ, ეს კარგი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით.

მახაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარედ ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურის დასახელება ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ამ პარტიას არანაირი რესურსი აღარ დარჩა კონსტრუქციულ პოლიტიკურ ველზე დასარჩენად.

„რამდენიმე დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ მთელი ამ პროცესიდან. ყველა ხედავს რაც იქნება ამ პროცესის დასასრული. უბრალოდ, რა დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ ეტაპზე, შიდა პარტიული დაპირისპირებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგზე. პირველი არის ის, რომ ბევრი ლამაზი სიტყვის თუ შეფასების მიღმა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის პარტია და ამ ბელადომანიით შეპყრობილი პარტია, რა პარტიული უჯრედებიც დარჩა. მეორე, ჩვენ ასევე ვნახეთ ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარედ წამოყენების ინიციატივაც. ესეც ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ამ პარტიას არანაირი რესურსი აღარ დარჩა იმის, რომ კონსტრუქციულ პოლიტიკურ ველზე დარჩეს. ამ გადაწყვეტილებით პარტიამ სამუდამოდ გადაინაცვლა რადიკალიზაციის გზაზე და არანაირი პერსპექტივა, რომ უკან მობრუნდეს კონსტრუქციულ პოლიტიკაში, აღარ არსებობს.

ამიტომ, საზოგადოებას შეუძლია დასკვნები გამოიტანოს. დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის დაპირისპირება კონკრეტული სკამებისთვის, კონკრეტული ძალაუფლებისთვის. ეს არის დაპირისპირება იმისთვის, რომ დაანახონ გარე პატრონებს, მფარველებს, რომ ისინი იმსახურებენ უპირველეს ყოვლისა ფინანსურ, პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის მხარდაჭერას.
რაც უფრო მეტად გადააყირავებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ პარტიულ რევოლუციას მოაწყობენ, ეს კარგი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, სააკაშვილის კრიტიკანარევი პოსტები გულდასაწყვეტია. „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის განცხადებით, ერთ დღეს განახლებული ნდობით მანდატი მისცეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი საპირისპირო შინაარსის განცხადებები წაიკითხა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ყრილობამდე, მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარე ნანუკა ჟორჟოლიანი ხდება. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჟორჟოლიანმა პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრები უკვე დაიწყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781972279

ახალი ამბები

შალვა ნათელაშვილი ლაშა ტალახაძეზე: ასწია ის რაღაცა და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს, იმის გამო, რომ რაღაცა ტიტული მიიღო

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემაში „ინგა გრიგოლიას დღის ამბები“ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე დაყრდნობით დეპუტატების კომპანიების მიერ მიღებულ სარგებელზე ისაუბრა. ნათ...

ააა

1781968558

ახალი ამბები

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, შინაგან...

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

1781966283

ახალი ამბები

საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან იტალიაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრად...

დაკავება

1781961410

ახალი ამბები

პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.   „შინაგან საქმეთა სამინისტრ...

პროკურატურა

1781960583

მსოფლიო

ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრო: ირანი მზად არის ომის გასაგრძელებლად, ასევე, მის დასასრულებლად

„ირანი მზად არის როგორც ომის გასაგრძელებლად, ასევე, მისი დასასრულებლად“, - აცხადებს ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ალი ზეინივანდი. მისივე თქმით, თუ ომი გაგრძელდება, ირანი თავის მოწინაა...

ირანი