ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს ირანზე ძლიერი დარტყმა განხორციელდება.

„დღეს ირანზე ძალიან ძლიერი დარტყმა განხორციელდება! ირანის უკანონო ქმედებების გამო სერიოზულად განიხილება ადამიანების სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი. საუბარია იმ რაიონებზე და ადამიანთა იმ ჯგუფებზე, რომლებიც დღემდე არ განიხილებოდნენ თავდასხმის სამიზნეებად“, - დაწერა ტრამპმა.

ის აგრეთვე გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისლამური რესპუბლიკა აღარ დაბომბავს მეზობელ სახელმწიფოებს.

„ირანმა, რომელიც საშინელ მდგომარეობაში იმყოფება, ბოდიში მოიხადა და დანებდა მის მეზობლებს ახლო აღმოსავლეთიდან, პირობა დადო, რომ მათ აღარ ესვრის. მან ეს პირობა მხოლოდ აშშ-სა და ისრაელის უწყვეტი თავდასხმების გამო დადო. მათ ახლო აღმოსავლეთის ხელში ჩაგდება და მართვა სურდათ. ეს პირველი შემთხვევაა ათასი წლის განმავლობაში, როცა ირანმა მეზობელ ქვეყნებთან ახლო აღმოსავლეთიდან წააგო. მათ მითხრეს: „გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ“. მე მათ ვუპასუხე: „არაფრის!“, - აღნიშნა ტრამპმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772880089

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: იქიდან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები

იქიდან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულე...

ლევან მაჭავარიანი

1772879060

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქ...

პროკურატურა

1772877698

მსოფლიო

დუბაის აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა

დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა. შესაბამისი ინფორმაცია აეროპორტმა სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე გაავრცელა. ამავდროულად ადმინისტრაცია მოუწოდებს მგზავრებს არ გამოცხადდნენ ა...

დუბაის აეროპორტ

1772875231

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: ვიზალიბერალიზაცია რადიკალების ბოლო მცდელობაა საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად

ნინო ლომჯარიას გერმანიის ელჩთან შეხვედრის საკითხზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ შეხვედრის ირგვლივ „მალვისა და ფარულობის არჩევა“...

 დიმიტრი ხუნდაძე

1772873646

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ირანი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებს წყვეტს

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყნის დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აღარ დაესხას თავს მეზობელ სახელმწიფოებს. მისი თქმით, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხ...

ირანის პრეზიდენტი