"ტყისკენ წამათრია, დავჭერი დანით, საწოლზე მიმაბა… მეუბნებოდა, ფული სად არისო" - რას ჰყვება 16 წლის გოგო, რომელსაც დედ-მამა მოუკლეს?
კახეთში სავარაუდოდ, მწყემსმა ცოლ-ქმარი მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას მოკლული ცოლ-ქმრის 16 წლის შვილიც შეესწრო, რომელიც დამნაშავემ თოკით დააბა, შემდეგ მშობლები დაუხოცა და ადგილიდან მიიმალა.
16 წლის არასრულწლოვანი “ტვ პირველთან” იხსენებს, რომ ჯერ მამა მოუკლა მკვლელმა ეზოში, შემდეგ დედა – სამზარეულოში, არასრულწლოვანი აიყვანა მეორე სართულზე, მიაბა საწოლზე და სთხოვდა, ეთქვა, სად ინახავდნენ მისი მშობლები 30 000 ლარს, რომელიც მისმა ოჯახმა მიიღო ნაკვეთის გაყიდვით.
მკვლელი შეიარაღებული იყო, არსებობს ვარაუდი, რომ მას წინასწარ ჰქონდა მკვლელობა დაგეგმილი.
"გაისმა თოფის ხმა, ეგრევე მოჰყვა მეორე გასროლის ხმა და გავიგე დედაჩემის ხმა…
გამოვედი და მკვლელს შევეფეთე.
ჯერ ვერც დედას ვხედავდი და ვერც მამას…
მამა დაბლა იყო, მანქანისკენ იწვა უკვე, მკვდარი იყო უკვე…
დედა სამზარეულოში იყო, მკვლელი, არ ვიცი, ყელში მწვდა, წამათრია, დანა ედო უკან, ტყისკენ მივყავი ჯერ…
დავჭერი დანით, ოდნავ…
ამიყვანა მეორე სართულზე, დამაბა, საწოლზე მიმაბა…
მეუბნებოდა, ფული სად არისო.
ვპასუხობდი, რომ არ ვიცოდი და არ იჯერებდა", - განაცხადა 16 წლის მოზარდმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში.
სხვა სიახლეები:
1773856106
ახალი ამბებიილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს რკინიგზა და თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება, უფასო ტრანსპორტი და დამატებითი რეისები დაინიშნება რეგიონებიდანაც
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელ...
1773854422
სპორტიმაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს, მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი
დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლ...
1773852826
ახალი ამბებიილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. „მისი უწმინდესობისა...
1773851404
ახალი ამბებითბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდე...
1773850207
ახალი ამბებიმეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“
„მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ო...































