ყველაფერი მივატოვე, სტუდენტი ვიქნები - ვინ არის 52 წლის აბიტურიენტი, რომელმაც წელს ეროვნული გამოცდები ჩააბარა და უფასოდ ისწავლის?

52 წლის ნონა მარტიაშვილი ამბობს, რომ 2022 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და სტუდენტი გახდა. EDU.ARIS.GE-თან საუბრისას მარტიაშვილი ამბობს, რომ აქამდე ორჯერ გახდა სტუდენტი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, სასწავლებელი ვერ დაამთავრა.

„გადაწყვეტილი მაქვს, აუცილებლად დავამთავრო უნივერსიტეტის ბაკალავრის საფეხური და მერე - მაგისტრატურა. 60 წელს შევხვდები მაგისტრანტის დიპლომით ხელში. აქტიურ სტუდენტობას ვაპირებ. ვივლი უნივერსიტეტში და ნამდვილი სტუდენტი ვიქნები! ჩემი ოცნება იყო, უმაღლესი დამემთავრებინა. სპეციალობა კი მქონდა - სანამ რუსეთში წავიდოდი, სამედიცინო ტექნიკუმი დავამთავრე ფრიადოსნის დიპლომით, ფარმაცევტი ვიყავი, თუმცა ამ სპეციალობით არ მიმუშავია. 2003 წლის შემდეგ აღარც მიფიქრია სტუდენტობაზე, რადგან ეროვნული გამოცდები დაიწყო, რასაც როგორც ჩინურს, ისე ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი...

შვილს ვთხოვე, ჩემთვის ეთხოვებინა კონსპექტები, რომლითაც ემზადებოდა. ვმუშაობდი, მაგრამ ხანდახან გადავხედავდი ხოლმე და ასე გავედი ეროვნულ გამოცდებზე. მაღალი ქულები ვერ ავიღე, მაგრამ უფასო ფაკულტეტია, სახელმწიფო აფინანსებს და შესაბამისად, უფასოდ ვისწავლი. ყველაზე მეტად ისტორიის ჩაბარება გამიჭირდა, რადგან იმ ასაკში ვარ, რომ თარიღები ცოტა რთულად დასამახსოვრებელია. უცხო ენად რუსული ჩავაბარე, თუმცა წელიწადნახევრის წინ დავიწყე ინგლისური ენის სწავლა რეპეტიტორთან და უკვე საშუალო დონეზე ვფლობ", - ამბობს მარტიაშვილი.

ნონა მარტიაშვილი ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ვაზიანში, პლასტმასის გადამამუშავებელ ფაბრიკაში მენეჯერად მუშაობდა. უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ კი ყველა საქმე მიატოვა და უნდა, აქტიური სტუდენტი იყოს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793787845

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მხრიდან არის ინტერესი, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა იქნება ჩართული და შესაძლებლობა გვექნება, სასარგებლო საკითხების განვიხილოთ

„ყირგიზეთის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი...

შალვა პაპუაშვილ

1793787366

ახალი ამბები

ირაკლი ხელაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების გამო დაკავებულების შესახებ: ქართული სახელმწიფო მზად არის, რომ მონანიების და აღიარების შემთხვევაში ამ ადამიანებთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ, 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის საპროცესო შეთანხმებით გა...

ირაკლი ხელაძე

1793786471

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: საქართველო როგორც აქამდე აგრძელებდა, ახლაც აგრძელებს სვლას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ოღონდ, საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით

„ვინმემ თუ გააჩერა ევროკავშირთან ურთიერთობა, ეს იყო 27 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის საელჩომ არაერთხელ დაადასტურა ოფიციალურ განცხადებაში“, – ამის შესახებ პარლამენტის ევრო...

ლევან მახაშვილი

1793785622

ახალი ამბები

გურჯაანში ავარიას 7 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - არიან დაშავებულები

გურჯაანში, სოფელ კოლაგში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად 7 წლის ბავშვი დაიღუპა. დაშავებულია, ასევე, 3 ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკ...

ლენტი ლენტი

1793784968

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ის პრეზიდენტსა და თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ი...

მარიამ ქვრივიშვილი