არც დედა, არც შეყვარებული, არც ცოლი და არც შენი საკუთარი ქალიშვილი არაა შენი, როგორც კაცის საკუთრება - დეკანოზი თამაზ ლომიძე
დეკანოზი თამაზ ლომიძე წერს:
ქალი არ არის კაცის საკუთრება. ამ მართლა ავადმყოფების, ამ ქალების მკვლელი თუ მცემელი "შეყვარებულების" მთავარი უბედურებაა მათი ავადმყოფური მესაკუთრეობის და უპირატესობის განცდა ზოგადად ქალის მიმართ. შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: ქალი არ არის კაცის საკუთრება!
არც დედა, არც შეყვარებული, არც ცოლი და არც შენი საკუთარი ქალიშვილი არაა შენი, როგორც კაცის საკუთრება. დედა გივლის მხოლოდ იმიტომ, რომ მან ისურვა შენი გაჩენა და მას უნდოდა, რომ ჰყვარებოდი. ცოლი შენთან ცხოვრობს არა იმიტომ, რომ შენ ხარ ასეთი კარგი, არამედ იმიტომ, რომ მან შეგიყვარა ასეთი და მან ისურვა შენთან ყოფნა. შეყვარებული გოგონა შენთან დარჩება არა იმიტომ, რომ შენ გნებავს ასე, არამედ იმიტომ, რომ მან ისურვა ჰყვარებოდი და მან გადაწყვიტა შენთან დარჩენა. საკუთარ ქალიშვილსაც ეყვარები არა იმიტომ, რომ შენ გააჩინე და გაზარდე, არამედ იმიტომ რომ, მან, როგორც პიროვნებამ, ისურვა, ჰყვარებოდი.
სანამ ასე არ აღზრდის და ამას არ ჩაუნერგავს ქართველი დედა თავის ვაჟს, მუდამ ასე ჭირვეული იდიოტივით ეგონება ზოგიერთს, რომ ქალი მისი საკუთრებაა და სასიკვდილოდაც გაიმეტებს სიყვარულზე უარის შემთხვევაში. ისე, ქალი რომ შენს ყურადღებას და სიყვარულს უარყოფს, როგორ შეიძლება ამან გაგაბრაზოს თუ მართლა კაცი ხარ?!",-წერს, დეკანოზი თამაზ ლომიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ურდოსტანის ტერიტორიაზე ბელგოროდში გუშღამ ისევ დააბაბანეს! - ბუკა პეტრიაშვილი
1790529939
ახალი ამბებიიონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!
„თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...
1790527143
ახალი ამბებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...
1790523869
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...
1790520378
ახალი ამბებიოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...
1790518047
ახალი ამბებიშიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული
„მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...































