„დიდი იმედი მაქვს ქართველი ხალხის და 20 ივნისის! ეს უნდა იყოს დიდი დღე, დღე, სადაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენს საერთო ძარღვებში სისხლი არ დამშრალა!“

„დიდი იმედი მაქვს ქართველი ხალხის და 20 ივნისის! ეს უნდა იყოს დიდი დღე, დღე, სადაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენს საერთო ძარღვებში სისხლი არ დამშრალა!“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში რეჟისორი ლანა ღოღობერიძე  თბილისში 20 ივნისს დაგეგმილ „ევროპის მარშს“.

„ერის ცნობიერებაში არსებობს ერთი, გენეტიკური მეხსიერებით განპირობებული, საკრალური იდეა, რომელიც არასდროს, არავითარ სიტუაციაში არ შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ. ეს დამოუკიდებლობის და მასთან შერწყმული თავისუფლების იდეაა.ის განსაკუთრებით ცხოველმყოფელია ისეთი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, რომელიც ისტორიულად და გეოგრაფიულად მარტოობისთვის იყო განწირული, – პატარა, უნათესაო ქვეყანა, დიდი იმპერიების რკალში მომწყვდეული. ეს იდეა სისხლით არის განწმენდილი – მას საუკუნეთა მანძილზე შეეწირნენ გამორჩეული ადამიანები და ისინი ერმა წმინდანებად შერაცხა.

დღეს გვაქვს რეალური შესაძლებლობა ამ ისტორიით დეტერმინირებული და თავის არსში ყველანაირი განსაცდელის შემცველი, ტრაგიკული მარტოობის დაძლევისა: ეს არის დიდ, ცივილიზებულ, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე დაფუძნებულ ევროპულ ოჯახში გაერთიანება, უფრო სწორედ, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა ამ ძნელ, დაბრკოლებებით სავსე გზაზე, რომელზედაც ბრძოლით, თავგანწირვით, ბორძიკით, უკანდახევებით და მაინც შეუპოვრად მივდიოდით საუკუნეთა მანძილზე. ევროპულ ოჯახში გაერთიანება კი ნიშნავს დამოუკიდებლობის და თავისუფლების განმტკიცებას და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. მე მზარავს იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ შეიძლება ამ გზას გადავუხვიოთ, ანუ უფსკრულში ჩავიჩეხოთ.

ამიტომ მოვუწოდებ კი არა, ვევედრები ყველას, ყველას, ვისთვისაც სამშობლო ცარიელი სიტყვა არ არის და განსაკუთრებით იმათ, ვისთანაც ერთად, სულ რამდენიმე წლის წინ, იმედი მქონდა, რომ სამართლიან ქვეყანას ვაშენებდით: განზე გადადონ ყველანაირი პირადი თუ პარტიული ინტერესი, ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილი და არ გადაჩეხონ საქართველო უფსკრულში, ანუ აღდგენილ თუ მოდერნიზირებულ საბჭოთა ჭაობში. იფიქრონ იმაზე, რომ იმ ჭაობიდან კიდევ დიდხანს ვეღარ ამოვალთ და ეს მათი შვილებისთვისაც დამღუპველი იქნება.

ამის დაშვება არ შეიძლება! ეს იქნება უკიდურესი უგუნურება, ან ელემენტარულად, ქვეყნის ღალატი, – (გარემოების უაღრესი სირთულე მაიძულებს ვიხმარო ეს სიტყვა, თუმცა ყოველთვის ორგანულად ვეწინააღმდეგებოდი მის გამოყენებას თანამოქალაქის მიმართ).

დიდი იმედი მაქვს ქართველი ხალხის და 20 ივნისის! ეს უნდა იყოს დიდი დღე, დღე, სადაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენს საერთო ძარღვებში სისხლი არ დამშრალა! იმედია, მაპატიებთ წერილის პათეტიკურ კილოს, – ის განპირობებულია საფრთხის სიღრმის და პირადად ჩემთვის, სიკვდილის სიახლოვის რეალური შეგრძნებით“, – წერს ლანა ღოღობერიძე.

ასევე წაიკითხეთ:

🔵 „ახლა მე მაქვს შეკითხვა „ოცნებასთან“: ომი გინდათ?!!!!! ომი გექნებათ საქართველოს მოსახლეობასთან“ - პაატა ბურჭულაძე

🔵 "სხვადასხვა პარტიას შორის პენი*ების დატოლება საერთო საქმეს დააზიანებს" - გია ნოდია 20 ივნისს დაანონსებულ აქციაზე

🔵 ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს, ევროკომისრები მხარს უჭერენ მოლდოვასაც, თუმცა ნაკლებად დარწმუნებულები არიან საქართველოს მიმართ - Politico

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793986479

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში

სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...

მიხეილ სააკაშვილი

1793984690

ახალი ამბები

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს

სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი:

1793983890

ახალი ამბები

პრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის

ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...

პრემიერი

1793983298

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...

 ირაკლი კობახიძე

1793983166

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე