"დამოუკიდებლობის აქტში წერია, რომ საქართველო საერთაშორისო ომიანობაში ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს - რას ნიშნავს ეს?"
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბექა კობახიძე რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, ბოლო დროს აქტუალურ "ნეიტრალიტეტის" საკითხს ეხმაურება:
"რამდენჯერ ნეიტრალიტეტზე დაიწყება საუბარი, და ახლა მეტი ინტენსივობით, იმდენჯერ პირველ რესპუბლიკას მიადგებიან - "აი, რესპუბლიკა ნეიტრალური იყო და ამიტომ დაიპყრო რუსეთმა".
ამას აკეთებენ პატივსაცემი და განათლებული ადამიანები.
ეს იდეა ენდემური გახდა და მას გასწორება სჭირდება.
მეგობრებო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (სდრ) არ ყოფილა ნეიტრალური სახელმწიფო.
არსებობს ნეიტრალიტეტის იურიდიული ფორმა და არსებობს ფაქტობრივი ფორმა (აი, საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ რომ აირჩია, ის).
იურიდიული ფორმა ძალიან მარტივი ასახსნელია:
სახელმწიფო იურიდიულად და ფორმალურად ვერ იქნება ნეიტრალური თუ მას აქვს კონსტიტუცია და კონსტიტუციაში არ უწერია ნეიტრალიტეტი.
ასეთ სახელმწიფოს ისტორიის მანძილზე ვერ მანახებთ.
სდრ-ის კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტი არსად არის ნახსენები, აბსოლუტურად არსად. ასე რომ, მოვხსნათ ეს საკითხი.
ახლა რაც შეეხება ფაქტობრივ მდგომარეობას, რაც ბევრმა შეიძლება არ იცოდეს:
- 1918 წლის ივლისიდან, საქართველოს მთავრობის მოწვევით, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული იყო 20 ათასამდე გერმანული ჯარი;
- გასაფორმებლად მზად იყო და 1918 წლის ბოლომდე გაფორმდებოდა საქართველოსა და გერმანიას შორის პროტექტორატის ხელშეკრულება.
- სამწუხაროდ, გერმანია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და ხელშეკრულებაც ვერ გაფორმდა;
- 1918 წლის ბოლოდან 1920 წლის ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე იდგნენ ბრიტანული ჯარები და საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ისინი არ გასულიყვნენ;
- საქართველო ცდილობდა "ერთა ლიგაში" გაწევრიანებას, რომლის წესდების მეათე მუხლი, კოლექტიური თავდაცვის თაობაზე, ნატოს მეხუთე მუხლის ანალოგიურია;
- ქართული დიპლომატიის მუშაობის მთავარი ხაზი, საერთაშორისო აღიარებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებისგან იარაღის მიღება იყო. ცოტა-ცოტა მივიღეთ, მეტს დაგვპირდნენ, მაგრამ...
- 1919 წლის 16 ივნისს საქართველომ და აზერბაიჯანმა გააფორმეს კოლექტიური თავდაცვის სამხედრო ხელშეკრულება. თუ რუსეთი რომელიმეს შეუტევდა, ორივე სრული ძალებით უნდა გამოსულიყვნენ ერთმანეთის დასაცავად.
- სამწუხაროდ, აზერბაიჯანი უბრძოლველად, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად გაწითლდა, თორემ ერთად უნდა გვეომა;
- 1919 წლის შემოდგომაზე საქართველომ დააფინანსა, იარაღით და სამხედრო ინსტრუქტორებით მოამარაგა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში (ძირითადად ჩეჩნეთში) ანტირუსული აჯანყება;
- ჩრდილო დასავლეთ კავკასიაში (სოჭის მიდამოებში) საქართველო ეხმარებოდა გლეხთა ანტირუსულ ჯგუფებს - "მწვანე არმიას".
ჰოდა, ის საქართველო თუ ნეიტრალური იყო და ეს საქართველო არ არის ნეიტრალური, მაშინ ლოგიკა დაგვიკარგავს.
საიდან გავრცელდა მითი იმის შესახებ რომ, თითქოს, სდრ ნეიტრალური სახელმწიფო იყო?
საქმე გვაქვს არაისტორიკოსთან მხრიდან ორი ჩანაწერის თვითშემოქმედებით გაგებასთან.
დამოუკიდებლობის აქტში წერია, რომ საქართველო საერთაშორისო ომიანობაში ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს.
რას ნიშნავს ეს?
საქართველოს დამოუკიდებლობა გაგანია პირველი მსოფლიო ომის შუაგულში გამოცხადდა.
მანამდე საქართველო ომში მონაწილეობდა როგორც მხარე, რუსეთის ნაწილი, გერმანიისა და ოსმალეთის წინააღმდეგ, ხოლო დამოუკიდებლობა გერმანიის პროტექტორატით გამოაცხადა.
დამოუკიდებლობის აქტში საქართველომ თქვა რომ ის მსოფლიო ომში მხარე აღარ არის, ნეიტრალურია. საკვირველი ის იქნებოდა რამე სხვა რომ ეთქვა.
1920 წლის 7 მაისის სდრ-საბჭოთა რუსეთის ხელშეკრულებაში არის მუხლი, რომ მხარეები ერთმანეთის ტერიტორიაზე არ გააჩერებენ ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ჯარებს.
აქედან ორ თვეში ბრიტანული ჯარები გავიდნენ ბათუმიდან.
როგორც ადამიანი, რომელსაც იმდროინდელი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის ყველა სხდომის ოქმი აქვს წაკითხული, იცნობს ბრიტანეთის საგარეო და სამხედრო სამინისტროების ყველა დოკუმენტს, იცნობს პირად მიმოწერებს მინისტრებსა თუ სამხედროებს შორის, დარწმუნებით გეუბნებით - 7 მაისის ხელშეკრულება არავითარ კავშირში არ არის ბრიტანელების ბათუმიდან გასვლასთან.
ბრიტანეთის სამხედრო სამინისტრო, მინისტრი ჩერჩილი და გენშტაბის უფროსი უილსონი წელიწადზე მეტხანს იბრძოდნენ ბათუმიდან ჯარების გასაყვანად.
მათ ეწინააღმდეგებოდა საგარეო მინისტრი კერზონი. ეს უკანასკნელი ამ დაპირისპირებაში დამარცხდა და გავიდნენ ჯარები.
ამ დისკუსიებში არც არავის უხსენებია 7 მაისის შეთანხმება.
უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობამ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, რომ ხელშეკრულების ეს მუხლი ბრიტანულ ჯარებს არ ეხებოდა და ისინი უნდა დარჩენილიყვნენ ბათუმში.
"პრავდებოდა" ასე:
ამ დროს მიმდინარეობდა სავაჭრო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება საბჭოთა რუსეთსა და ბრიტანეთს შორის, შესაბამისად, ფორმალურად ბრიტანეთი არ იყო საბჭოთა რუსეთის მტერი და ის უნდა მდგარიყო საქართველოში.
ჯერესერთი, კონსტიტუცია და არა ხელშეკრულება განსაზღვრავს ნეიტრალიტეტს; მერე კიდევ რომ ხელშეკრულებაშიც არსად ეწერა ნეიტრალიტეტი; ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ცდილობდა საქართველო ერთა ლიგაში შესვლას; ასეთი ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთმა ბალტიის სამივე რესპუბლიკასთან გააფორმა იმავე 1920 წელს, მაგრამ ამ უკანასკნელთა დამოუკიდებლობამ კიდევ 20 წელს იარსება.
საქართველოს დამოუკიდებლობა სულ სხვა გეოპოლიტიკური მიზეზებით დაეცა და არა არარსებული "ნეიტრალიტეტით". უფრო მეტიც, სსრკ-მ 1930-იან წლებში აიძულა ბალტიის რესპუბლიკები გამოეცხადებინათ ნეიტრალიტეტი და ამის შემდეგ დაიპყრო ისინი.
თუ 1920 წლის ხელშეკრულებით ნეიტრალურები იყვნენ ბალტიელები, მაშ 1930-იან წლებში რაღა გამოაცხადეს?
ასე რომ, მესმის, ნეიტრალიტეტის საწინააღმდეგოდ არგუმენტები გვინდა, მაგრამ ამ მიმართულებით დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია ვერაფრით დაგვეხმარება და დავანებოთ მას თავი.
თუ სადმე ნახავთ, რომ ვინმე ისევ სდრ-ს იყენებს ნეიტრალიტეტზე საუბრისას, აჩვენეთ ეს პოსტი, გამოუშვით ჩემთან კონსულტაციაზე.
Dimitri Silakadze ესეც შენი ვიწროდ "გარეშე" საქმეთა სამინისტრო",- წერს კობახიძე.
სხვა სიახლეები:
1732451714
საზოგადოებადეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!
გუშინ მანახეს ასეთი რამ: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს წმინდა გიორგი შუბს ურტყამს. სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, წარმოიდგინეთ. სადამდე არიან ეს ხალხი...
1732449312
ახალი ამბებიგურჯაანში 2 ადამიანი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 2 ადამიანი. მოკლულების ასაკი 30 წლამდეა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაზე უცნ...
1732446829
სოციალური მედიაინფლუენსერი ანანო სახელაშვილი დაბადების დღიდან კადრებს გვიზიარებს
ქართველი ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად მოგზაურობს და საზოგადოებას ულამაზეს კადრებს უზიარებს ხოლმე. ანანო 21 ნოემბერს იუბილარი იყო, იგი 32 წლის გახდა....
1732441515
ახალი ამბებიროდის დაიწყება ზამთრის არდადეგები და რამდენი დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე?
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი სემესტრი 30 დეკემბრამდე გაგრძელდება. 2024-2025 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მეორე სემესტრი 15 იანვარს...
1732437252
ახალი ამბებიშსს: დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს
„24 ნოემბრიდან, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა, დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ...