"დიდი ძებნის შემდეგ ორივე ვიპოვე, მაგრამ დავაგვიანე" - აფხაზეთის ომის უცნობი გმირები
სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ადამიანები დღემდე ეძებენ ახლობლებს, ნათესავებს და უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც მათ გონებაში გმირად აღიბეჭდა და მეხსიერებას, როგორც მხსნელი დარჩა...
სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"არის! არის! არის!
მაინც ვიპოვე!
დიდი ძებნის შემდეგ ორივე ვიპოვე.
ფოტო საკენშია გადაღებული.
მეომარი, რომელსაც ერთი წლის გოგო სვანეთზე გადმოჰყავს სულხან წურწუმიაა.
სამწუხაროდ, ბატონი სულხანი ორი წლის უკან გარდაიცვალა, იანვრის თვეში.
დავაგვიანე.
უკეთილშობილესი, ნამდვილი მეომარი და ადამიანთ მოყვარული.
ბავშვი სოხუმელი ნინი ჯალიაშვილია, რომელიც ზუსტად ამ დღეს, 27 სექტემბერს ერთი წლის შესრულდა.
27 სექტემბერს 30 წლის გახდება.
ომის დამთავრების შემდეგ ოჯახი ამერიკაში წავიდა.
იქ ცხოვრობს.
ძალიან ბედნიერი ვარ.
გოგა შარაშენიძე, გმადლობთ ამ ფოტოსთვის.
შენ ისტორიის დიდი ემოცია ჩადე ამ ფოტოში ყველას მადლობა ვინც გამომეხმაურა, დამეხმარა.
და ბოლოს მაინც მადლობა ჩემ თავსაც, რომელიც მიზნის მიღწევამდე არასოდეს ჩერდება.
ვიცი, ბევრს, ცრემლს მოგგვრით ეს პოსტი...
ყველა აცრემლებული ადამიანი მიყვარხართ!", - წერს თამრიკო მოლაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794409593
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს
„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...
1794409444
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით
„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...
1794405675
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომე...
1794404929
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს
„ჩორჩანას ეპიზოდი ერთ-ერთია იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს შორის, რომლებიც პარტია „საქართველოსთვის“ და გიორგი გახარიას შეერაცხება“, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთ...
1794403572
საზოგადოებაპაატა კვიჟინაძე: სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება
სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე გან...




























