"ძალიანაა დაზიანებული ჩვენი სული ფიზიკური სიკვდილით და ლოცვის, თუნდაც, მექანიკურად გამეორებით"

მამა გურამ ოთხოზორია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ძალიანაა დაზიანებული ჩვენი სული ფიზიკური სიკვდილით და ლოცვის, თუნდაც, მექანიკურად გამეორებით, მას ვწყვეტთ მიწას, რომ ისმინოს სულიერი.

და, როგორც კი სული ლოცვით, ნელ-ნელა გალღვება, გაიღვიძებს და დააგემოვნებს ღმერთს.

ჩვენ, ხომ, გრძნობის 5 ორგანოთი აღვიქვამთ სამყაროს?!

სამყარო კი მატერიალურია, ღმერთი ამ მატერიალური სამყაროს მიღმაა და მასთან გრძნობის ამ 5 ორგანოთი ვერ მიხვალ.

სულმა უნდა მიგიყვანოს ღმერთამდე, სული კი ცოდვითაა ჩახერგილი;

ლოცვით ერთგვარად ვასუფთავებთ სინათლის იმ ჩახერგილ გვირაბს, სადაც სულია გამომწყვდეული და ერთხელაც ეს სხივი ჩააღწევს სულში.

ამის შემდეგ ადამიანს აღარ დასჭირდება ლოცვითი კანონის შესრულება.

ლოცვებს სული ღმერთთან მიჰყავს და როგორც კი ის იგრძნობს ღმერთის სიტკბოს, მას აღარაფერში დასჭირდება ლოცვის წესების დაცვა:

ადამიანისთვის ლოცვა ხდება უწყვეტი!

საბოლოოდ, ლოცვა სრული მყუდროება და მდუმარებაა, ჭვრეტა და შინაგანი გახევებაა;

ფიქრიც კი აღარ მოძრაობს უკვე.

სიტყვებით ლოცვა მაინც ფიზიკური აქტია, იმიტომ რომ ლაპარაკობ, რაც დამახასიათებელია მატერიალური სამყაროსთვის, ანუ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია იმ დონისთვის, რასაც ჰქვია ღვთის ჭეშმარიტი შემეცნება, ვინაიდან, როდესაც ღვთის სანახები იწყება, უშუალოდ მისგან გამოსულ ნათელში ხვდები და ამ დროს ადამიანი წყვეტს მოქმედებას, ჩუმდება, იმიტომ რომ მეტასამყაროში გადადის, სადაც უბრალოდ ათვალიერებს, ჭვრეტს და აღარანაირი აქტივობა აღარ სჭირდება.

უხეშ შედარებას მოვიტან:

ფრინველი, სანამ აფრინდება, სანამ იმ ნაკადამდე მიაღწევს, რომელშიც უნდა ილივლივოს, მანამ ატანს ფრთებს ძალისხმევას.

ასეთივე ფრთებია ლოცვა, მარხვა, სათნოებები, შეზღუდვები;

ამ ყველაფერმა ჩვენს დაცემულ ბუნებას უნდა მოაცილოს ის ჩვევები, რომლებიც მატერიამ შესძინა და თავდაპირველ მდგომარეობაში ჩაიყვანოს, სადაც ადამიანი პირისპირ იყო ღმერთთან.

აი, ამ მდგომარეობის მიღწევის შემდეგ იწყება ლივლივი:

ნაკადში რომ მოხვდები, ფრთების ქნევა აღარ შეიძლება, დაილეწები, იქ უნდა ჭვრიტო.

გაგახსენებთ, რას წერს ნესტანი ტარიელს ქაჯეთის ციხიდან:

„ღმერთსა შემვედრე“, ანუ ილოცეო „ნუთუ კვლავ დამხსნას სოფლისა შრომასა, ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა, მომცეს ფრთენი და ავფრიდე, მივჰხვდე მას, ჩემსა ნდომასა, დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.“

მზე ხომ ღმერთია?

ოთხი სტიქია – ცეცხლი, წყალი, ჰაერი მიწა, რომლებსაც ვექვემდებარებით;

ფრთები რწმენაა, რომ ავმაღლდე ამ მიჯაჭვულობაზე და უწყვეტად ვჭვრეტდე ღვთისადმი.

აი, ესაა ის მიზანი, რისკენაც ლოცვით მივდივართ, მაგრამ მანამდე ყველანი გზაში ვართ და ამიტომ ყველანაირი ლოცვა გამართლებულია, მიუხედავად იმისა, გრძნობ თუ არა.

იმიტომ რომ ლოცვით აუცილებლად მოიცილებ იმ ცოდვილ ბუნებას, რომელიც მაჯლაჯუნასვით აწვება სულს.

ასე რომ, ესაა შენი კითხვის პასუხი, ნინო: ლოცვა ცვლის.

რაც მთავარია: ყველაფერი შეიძლება, დაკარგოს ადამიანმა, ფიზიკური თავისუფლება, ეკლესია – ვერ იაროს ტაძარში, „სახარება“ არ ჰქონდეს, ერთი ლოცვაც კი, რომ წაიკითხოს, დილეგში იყოს, სიბნელეში, მაგრამ ლოცვა ისეთი რამაა, რასაც ვერაფრით წაართმევ სულს.

ჩამოხრჩობის მომენტშიც კი, მაღალი შენობიდანაც რომ გადმოვარდე, ცეცხლშიც რომ ჩაგაგდონ, რაც უნდა დაგემართოს, ყოველთვის შეგიძლია, წარმოთქვა ლოცვა და ერთ წამში შეუძლია ძლიერ ლოცვას, ადამიანის ცხოვრება შეცვალოს.

სხვათა შორის, ლოცვა მით უფრო მიდის ღმერთთან, რაც მეტად აქვს ადამიანს გამოცლილი საყრდენი.

ჯვარცმულმა ავაზაკმა ერთი სიტყვა თქვა:

შემიწყალეო და ცხონდა.

მას მეტი გამოსავალიც არ ჰქონდა და არც დრო!

ნამდვილი ლოცვა სასწაულს იქმს მაშინ, როდესაც ეს განწირული სულის ძახილია, მაგრამ, როდესაც ადამიანს აქვს საყრდენი:

პრობლემა არ აწუხებს, ნაჭამ-ნასვამია, ჩაცმულ-დახურული, მისთვის ლოცვა დეკორაციასავითაა.

ლოცულობს, მაგრამ ასეთ ლოცვას გემო არ აქვს.

ლოცვას შემოაქვს ღვთაებრივი ნათელი, გვაერთებს დაკარგულ პირველწყაროსთან.

10-15-წუთიანი ლოცვით ცხონების იმედით ლოცულობ, თუ იმ იმედით, რომ ერთხელაც გაარღვევ წყვდიადს ლოცვის მეშვეობით და სული აღგდგება სიკვდილიდან?!

ამბობენ, დათვს, სანამ თაფლთან მიიყვანეს, ცალი ყური აახიეს, იმიტომ რომ არ იცოდა, სად მიჰყავდათ, მაგრამ, გემო რომ გაუსინჯა, რომ გამოეყვანათ, მეორე ყური აახიესო.

ლოცვა მიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ საშუალება, რომ მანამდე არ მოეშვა, სანამ შენს დაცემულ ბუნებას არ მიიყვან იმ მდგომარეობამდე, როდესაც ის გემოს გაუგებს ღმერთს!

ამის შემდეგ არავის შეგონება აღარ დაგჭირდება, შენ უკვე იპოვე შენი გზა ღმერთთან",- წერს მამა გურამ ოთხოზორია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782759042

საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი: საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე

საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, - განაცხადა „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვა...

ცოტნე ივანიშვილი

1782758409

საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი: მოქალაქე ქირაობს პოლიტიკურ გუნდს, რათა მისი ინტერესი წარმოადგინოს, სამწუხაროდ, საქართველოში არიან ძალები, ვინც სხვის მიერ არის ნაქირავები, შესაბამისად, შეუძლებელია, ის მოქალაქემ იქირაოს

მოქალაქე ქირაობს პოლიტიკურ გუნდს, რათა მისი ინტერესი წარმოადგინოს, სამწუხაროდ, საქართველოში არიან ძალები, ვინც სხვის მიერ არის ნაქირავები, შესაბამისად, შეუძლებელია, ის მოქალაქემ იქირაოს, - განაცხადა „...

ცოტნე ივანიშვილი

1782757880

საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი: არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის - აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს

ბევრჯერ დაისვა ეს საკითხი და გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის - განაცხადა „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივა...

ცოტნე ივანიშვილი

1782756742

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე: განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას და შემდგომ ნაბიჯებს

ეს შეხვედრა, პირველ რიგში, ემსახურებოდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მომზადებას. ჩვენ განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას და შემდგომ ნაბიჯებს. სტრატეგიული პარ...

მაკა ბოჭორიშვილი

1782755729

საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი: მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული გახარიას პარტიის წევრებისგან, სიტყვების გარჩევას ხომ არ დავიწყებთ?! სხვათა შორის, ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც, ა.შ. საკმაოდ ხშირია ასეთი სახის კონფლიქტები

პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან, ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით, რა სიძლიერით - ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წვე...

ცოტნე ივანიშვილი