„კლდეში "გაჭედილი" დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლეზე დგომით მდგომარეობაში გაატარა ორი დღე მზის ქვეშ და ორი ღამე წყვდიადში საკვების და წყლის გარეშე“
ფეისბუკ მომხმარებელი ირინა კვიციანი სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს ჰყვება და მაშველებს გმირობისთვის მადლობას უხდის.
„მინდა გაგიზიაროთ ჩემი აღფრთოვანება და გამოვხატო მადლიერება მესტიის სამაშველო სამსახურის მიმართ.
სტუმრად მყავდა უცხოეთის მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა 8-დღიანი ჯავშანი. ამ 8 დღის განმავლობაში მას დაგეგმილი ჰქონდა მარშრუტები სხვადასხვა მიმართულებით, ძირითადად მთებში. დადგა მესამე დღე, როდესაც მან გადაწყვიტა თეთნულდისკენ გამგზავრება, ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე, უბრალოდ სასეირნოდ....
დაახლოებით შუადღის 2 საათზე მირეკავენ და მატყობინებენ რომ იძებნება ჩემი სტუმარი (ზარი განხორციელდა მის მიერ 112-ზე რომ ის დაიკარგა) დაუყოვნებლივ ჩაერთო სამძებრო სამუშაოში მესტიის სამაშველო სამსახური და პოლიცია. თითქმის ორი დღე და ღამე მე და ჩემს ოჯახს არ გვძინებია. საშინელი ორი დღე გადავიტანეთ....
როცა მეორე ღამეც უკვე დადგა მე უკვე გადაწურული მქონდა მისი ცოცხლად პოვნის იმედი. ამ ორი დღის განმავლობაში ერთი წუთით არ შეწყვეტილა ძებნა. ბიჭები ეძებდნენ, ტყეში, კლდეში, ფანრებით და იმედით რომ იპოვიდნენ, თუმცა არ იცოდნენ სად უნდა მოეძებნათ რადგან სტუმარმა მათ მისცა არასწორი ლოკაცია და სინამდვილეში სულ სხვაგან იმყოფებოდა.
არ დატოვეს კუთხე და შესაძლო ვარიანტი სადაც შეიძლებოდა წასულიყო. ჩემი სტუმარი არის 70 წელს გადაცილებული, აქვს სმენის და მხედველობის პრობლემა. და ეს ადამიანი აღმოჩნდა კლდეში "გაჭედილი" დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლეზე (როგორ ავიდა მანდ, არ ვიცი. თუმცა ფაქტია ვერ ჩამოვიდა) ხო და ამ კლდეში მან დგომით მდგომარეობაში გაატარა ორი დღე მზის ქვეშ და ორი ღამე წყვდიადში საკვების და წყლის გარეშე, ერთი ნაბიჯის გადადგმაც მისი სიკვდილის ტოლფასი იყო.... ხო და ამ ბიჭებმა, ამ დალოცვილმა ვაჟკაცებმა შეძლეს შეუძლებელი Luka Ioseliani Mevlud Gujejiani #muxochartolani Beqa Naveriani (ესენი არიან ვისთან კონტაქტზეც მე ვიყავი და ვისაც ვიცნობ, თორემ სხვა ბევრი უმაგრესი ვაჟკაცი იმყოფებოდა მათთან ერთად) როცა დამირეკეს და მითხრეს რომ ხმები ესმით და სავარაუდოდ ჩემი სტუმარი იყო, ვერ აღგიწერთ ჩემი და ჩემი ოჯახის ემოციას....
იპოვეს და შეასრულეს ურთულესი სამუშაო მხოლოდ თოკების დახმარებით (არანაირი ვერტმფრენი, ან სხვა რამე) ჩამოიყვანეს ეს ადამიანი სამშვიდობოს და თვითონაც უვნებლები დაბრუნდნენ უფლის წყალობით! მოკლედ ხალხნო, არავის დასჭირდეს, თორემ ისეთები არიან თამამად ანდეთ თქვენი სიცოცხლე!!
#საგანგებოსიტუაციებისმართვისსამსახური
მადლობა მინდა გადავუხადო, თითოეულ ადამიანს რომელმაც ერთი ნაბიჯიც კი გადადგა ამ საქმეში და უფალმა მშვიდობით გატაროთ ყველგან!!!“. - წერს ფეისბუკმომხმარებელი ირინა კვიციანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 კოსოვოში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ჟურნალისტი დააკავეს
🔵 რამდენად შეიძენთ დღეს 1 დოლარსა და 1 ევროს - 8 აგვისტოს ვალუტის კურსი
1793641344
ახალი ამბებიპროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...
1793638172
მსოფლიოდონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...
1793635990
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...
1793633174
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა
„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...
1793630936
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...































