„მაშინ მომკლა ჩემმა ქმარმა, როცა ცხოვრებაში პირველად შემეძლო მეცხოვრა“ - დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში უცნობი ავტორის შემზარავ ისტორიას აქვეყნებს

„მაშინ მომკლა ჩემმა ქმარმა, როცა ცხოვრებაში პირველად შემეძლო მეცხოვრა" - დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში უცნობი ავტორის სტატუსს აქვეყნებს.

"მე ქართველი ქალი ვარ. ბავშვობიდანვე სახლში, ქუჩაში, სუფრაზე მესმოდა, რომ ეს განსაკუთრებული წოდება იყო.
სულ პატარა რომ ვიყავი, ეს ძალიან მომწონდა ..

დამიძახებდნენ სუფრაზე, დამსვავდნენ საპატიო სკამზე და ყველაზე პატარა ქალბატონის თამადობით ქალების სადღეგრძელოს ამბობდნენ - გაუმარჯოთ ჩვენ შესანიშნავ ქალებს, რომლებიც მუდამ ჩვენს გამო ფუსფუსებენ და ჩვენს გარშემო ტრიალებენ.

სუფრის დაშლის მერე კი მამაჩემი ხშირად აუხირდებოდა ხოლმე საწყალ დედაჩემს და ზოგჯერ “სამართლიან სილასაც “ იღებდა, ამ ყველაფერს კი თავიდან განმარტება მოსდევდა, რომ ქალმა უნდა დაითმინოს, მთვრალი და გაბრაზებული კაცი ასეთია, ის ხომ ჩვენი მარჩენალია. თავიდან ვტიროდი, ერთ ადგილს ვაშტერდებოდი და არ ვიცოდი რა მექნა, შემდეგ კი თავადაც ვხვდებოდი ყველაფერს და თითქოს შევეჩვიე. უჩუმრად ვიხურავდი კარებს, როცა მამაჩემს ვნებათაღელვა შემოაწვებოდა და ვტოვებდი ყოველღიურობის წინაშე ერთად.

აქედან ვისწავლე, რომ ქართველი ქალი მუდამ კაცზე უნდა ზრუნავდეს და დაითმინოს ყველაფერი ოჯახისათვის..
ასე დამძიმდა ჩემი ტიტული პირველად, ასე ჩამოიშალა ჩემი ღმერთივით ქალი -დედა ჩემს წინაზე, სულ უფრო სუსტი და დაუცველი მეჩვენობდა, ბოლოს ვეღარ გაუძლო, უბრალოდ ადგა და მოკვდა, მაგრამ ფიზიკურად არა..
როცა წამოვიზარდე და გავიაზრე ყველაფერი, უკვე ძალიან გვიანი იყო, მე მას ვეღარ ვშველოდი. რუტინა რომელზეც ზემოთ მოვყევი მისთვის თითქოს იგივე იყო რაც დილით ყავის დალევა.

და გავიქეცი, ხო გავიქეცი 2 კვირის გაცნობილ ბიჭთან ერთად, გავექეცი ჩემს ცხოვრებას , მაგრამ სამყაროს ირონია იმაშია, რომ გაქცევა შეუძლებელია.

იგივე მოხდა, მეც ბავშვი გავთხოვდი და მეც ვითმენდი წლები ძალადობას, მინდოდა წამოსვლა, მაგრამ დედაჩემმა აუღელვებლად მითხრა, რომ ეს შენი არჩევანი იყო, მთელი ცხოვრება გავუძელი თქვენ ამდენ ტკივილს, რომ სხვას არ ელაპარაკა და ახლა ამას ნუ გამოკეთებო.

მითხრა კი არა, მუდარას გავდა, ადამიანის უკანასკნელ მუდარას.

და დავიჯერე.

არც არაფერო მქონდა, ყველაფერი ჩემს ძმას დარჩა - მამაჩემივით თავყიას და მოძალადეს!

და უკვე მაშინ, როცა მეც ისევე როგორც დედაჩემი ჩავიკლავდი სულში უკანასკნელ ამოსუნთქვას, ჩემი ქმრის ეჭვიანობას და ამის ხარჯზე ჩემს ჩალურჯებებს მის სიყვარულს მივაწერდი, ჩემი შვილის თვალებში საკუთარი თავი დავინახე, ბევრი წლის წინანდელი, დავინახე როგორ მძიმდებოდა მისი ჯვარიც, დავინახე როგორ გამწირეს თავად გაწირულებმა.. და წამოვედი … ჩემ პატარა გოგონას კი ვუთხარი, რომ ის არასდროს გაივლიდა იმ გზას რაც მე გავიარე, რადგან ის უსასრულოა თუ თავად არ დაასრულე.

მე არ ვიცი ეს პირობა შევასრულე თუ არა, რადგან ეს ისტორია იმაზეა, როგორ მოვკვდი.
სულიერად არა, ფიზიკურად!

მაშინ მომკლა ჩემმა ქმარმა, როცა ცხოვრებაში პირველად შემეძლო მეცხოვრა.

მაგრამ მე ვცადე ჩემი შვილისთვის ეს უწყვეტი ძაფი გამეწყვიტა, ვცადე ის რაც დედაჩემმა ვერ გააკეთა…" - უცნობი ავტორი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „საოცარი ადამიანი იყო, ყველას პატრონობდა“ - პოლონეთში ავარიას აფხაზეთიდან დევნილი 27 წლის ლაშა კალანდია ემსხვერპლა

🔵  ქუთაისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

🔵 ტეხასში, 18 წლის ბიჭი სკოლაში შეიჭრა - თავდამსხმელმა მოკლა დაწყებითი სკოლის 14 მოსწავლე და მასწავლებელი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794043370

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1794041433

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1794039575

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...

დავით მათიკაშვილი

1794039239

ახალი ამბები

ბრალდებულმა ბათუმში მეზობლად მცხოვრები კაცი გადაჭრილი თოფიდან გასროლით დაჭრა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-...

დაკავება და ბორკილები

1794038057

ახალი ამბები

ალექსანდრე ხაზარაძე: ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

„ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით დღევანდელ გლობალურ გარემოში, როდესაც მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ეკონომიკური ფრაგმენტაციის პროცესები...

ალექსანდრე ხაზარაძე