"მე-9 კლასი იქ დავამთავრე, ვოლფგანგმა სრულიად უანგაროდ გერმანულად ცხოვრება მასწავლა და მადლიერი ვარ - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გერმანულად ცხოვრება, რბილად რომ ვთქვათ, ძააალიან ძნელია"
ფეისბუკმომხმარებელი შაკო ბუაჩიძე სოციალურ ქსელში ევროპაში ცხოვრების საკუთარ გამოცდილებაზე პოსტს აქვეყნებს და წერს:
"ვიცი, ქართველებმა როგორც იცით: საათ-ნახევარი ბანაობთ, თან მღერით ხოლმეო - მითხრა მაშინ ვოლფგანგმა.
15 წლის ბავშვი ახალი ჩასული ვიყავი გერმანიაში.
მერე დაამატა: ჩვენ წყალი მრიცხველზე გვაქვს - თუ სურვილი გექნება, შეგიძლია, დღეში სამჯერაც მიიღო შხაპი, მაგრამ ერთი ბანაობა 12 წუთზე დიდხანს არ უნდა გაგრძელდესო.
2000 წელს ჩავედი და თვეები ვიცხოვრე ვაგნერების ოჯახში, მე-9 კლასი იქ დავამთავრე.
ამ პერიოდმა რადიკალურად შემცვალა მენტალურად.
ვოლფგანგმა გერმანულად ცხოვრება მასწავლა და ამისთვის სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლობელი ვიქნები - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გერმანულად ცხოვრება, რბილად რომ ვთქვათ, ძააალიან ძნელია.
არ დამავიწყდება, როგორ გაბრაზდა, როცა ტყეში სეირნობისას ობობა მოვკალი.
"ძალიან გთხოვ, ასეთი რამ მეორედ აღარ გააკეთო ჩემი თანდასწრებით, ბიტე" - მხოლოდ ეს მითხრა, ჩვეულებრივზე ოდნავ მაღალი ტონით.
ეს ერთი წინადადება ბევრ ორსაათიან ლექციას ჯობდა.
სანამ ჩემს წაყვანას გადაწყვეტდა, კითხვარში, კითხვაზე, რატომ მინდოდა გერმანიაში წასვლა, ვუპასუხე, რომ გერმანული ლუდის დალევა მინდოდა.
მამაჩემი გაგიჟდა: შანსი არ გაქვს, იფიქრებენ, რომ ლოთი ხარო.
მოგვიანებით, ამაზე რომ ველაპარაკე, ვოლფგანგმა მითხრა, რომ ზუსტად ლუდის ჩაწერის გამო ამირჩია - ყველაზე გულახდილი პასუხისთვის.
სხვები წერდნენ, რომ გერმანული კულტურის გაცნობა უნდოდათ, ენის სწავლა, კარგად სწავლა, ჰაინრიხ ჰაინე, ლორელაი და ეგეთები...
22 წელი გავიდა.
დრო ვიხელთე და რამდენიმე დღით ვესტუმრე.
ისევ ის ვოლფგანგი დამხვდა - ნამდვილი გერმანელი, თავისი პრინციპებით, შეურყეველი აზრებით და მოსაზრებებით.
22 წელია, თუ სადმე მოშვებულ ონკანს ვხედავ, ეგრევე ვეცემი და ვკეტავ.
22 წელია, ვერ ვიტან, ვინმე ანთებულ შუქს რომ ტოვებს.
22 წელია, კარგად ვიცი დროის ფასი.
22 წელია მინდა, ცოტა გერმანია მაინც დავინახო საქართველოში...
P.S. ჩემნაირად 17 ქართველი ბავშვი ჰყავდა თავის ოჯახში 90-იანებიდან 2015 წლამდე. აბსოლუტურად უანგაროდ", - წერს შაკო ბუაჩიძე.

1790529939
ახალი ამბებიიონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!
„თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...
1790527143
ახალი ამბებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...
1790523869
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...
1790520378
ახალი ამბებიოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...
1790518047
ახალი ამბებიშიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული
„მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...































