"მე ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ვარ, ნეტა მართლა შემეძლოს ამ ქვეყნის დაკიდება" - მარიამ საჯაია
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი მარიამ საჯაია, სოციალურ ქსელში წერს:
"ჰო, მე ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ვარ.
ჰო, პირადად ვიღებ.
ანტისახემწიფოებრივი… ანტიეროვნული…
ნეტა მართლა შემეძლოს ამ ქვეყნის დაკიდება.
ნეტა იმაზე არ მიწევდეს ფიქრი, რომ იარაღის ხმარების ცოდნის და ქონის აუცილებლობა მიდგას ბავშვიან ქალს თავდაცვისთვის.
ნეტა იმაზე არ მიხდებოდეს ფიქრი “ჩავბარდებით თუ ვიბრძოლებთ”.
ნეტა არც ის მქონდეს სადარდებელი თუ ვიბრძვით, პირველივე პრობლემაზე ერთმანეთს დავერევით და დანას გავუყრით თუ არა ზურგში.
ნეტა ის მაინც ვიცოდე, თუ ყველა ჰბარდება (და მე არ ვბარდები, მკიდია, არ ვბარდები და მორჩა!) მერე რისი შანსი მრჩება საერთოდ.
ნეტა თავის შეკვლა რას მომიტანს, ქვეყანას რას მოუტანს და ჩემს შვილს რას მოუტანს .
ნეტა შემეძლოს ჰო ამ ქვეყნის დაკიდება და ამ ყველა “ნეტას” ძალიან მარტივი და უბრალო საზღვრის კვეთით დავუსვამდი წერტილს.
ხო შევძლებდი ახლა, ნებისმიერ წამს ამეკრა ბარგბარხანა, გულდასმით და საფუძვლიანად. ისე არა, რა წამს ვინ შემომივარდება და "ერთი ჩანთის შეკვრა მაინც შევძლო ნეტა”.
ვიცი, არ გამიჭირდება არც არსად ფეხის მოკიდება, არც შრომა დამეზარება, არც ჭერი დამაკლდება და არც პური.
არც საქართველოს დავიკლებ სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან შევძლებ პატარა საქართველოს მოწყობას ერთი აბგა ქართული მცენარეების თესლებით.
ჰო და ისიც ვიცი, რომ აქ რამდენსაც ვშრომობ, რამდენი დაბრკოლებაც მხვდება, რამდენი ძალ-ღონე და ნებაც მჭირდება რამისთვის, ეგ სხვაგან ბევრად სხვანაირად იქნებოდა.
ჰოდა მაინც აქ ვარ მე ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული, მაინც აქ მინდა სიკეთის გაზიარება, მაინც აქ მირჩევნია “მირტყან” და მე ჩემს გზაზე ვიარო, მე ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიეროვნულმა.
და რამდენი “ნეტაც” და გაურკვევლობაც არ უნდა იყოს, სანამ ოდნავ მაინც მექნება ნაპერწკალი აქ შევიგრძნო მცირედი თავისუფლების სინათლე და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა, აქ ვრჩები მე ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული", - წერს მარიამ საჯაია.
სხვა სიახლეები:
🔵 უკრაინიდან, ასობით გაქცეული ტრანსგენდერი საზღვრიდან მოაბრუნეს
🔵 "კადიროვმა უკრაინის ომში ახალი საზარბაზნე ხორცი გააგზავნა" - რადას ყოფილი დეპუტატი (ფოტოკოლაჟი)
1793641344
ახალი ამბებიპროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...
1793638172
მსოფლიოდონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...
1793635990
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...
1793633174
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა
„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...
1793630936
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...































