"მესაზღვრე მეუბნება, რომ პირველად ვნახე ქართველი რომელმაც თავის გადასარჩენად თავისი ქვეყნის მოქალაქე ჩაუშვაო - ამ წამს ჩამოვფრინდი ევროპაში, მექსიკიდან მომაბრუნეს და არა ამერიკიდან"

ფეისბუკგვერდზე "მექსიკიდან გადასვლა ამერიკაში" კიდევ ერთი ისტორია ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, ხოლო პოსტის ავტორის ვინაობას შეგნებულად არ ვწერთ:

"ჩავასწორებ თავშივე, ამ წამს ჩამოვფრინდი ევროპაში მექსიკიდან მომაბრუნეს და არა ამერიკიდან...

დღეს დავბრუნდი ადგილიდან რასაც ჰქვია ჯოჯოხეთი.

არ ვიცოდი დღე იყო თუ ღამე. 48 საათი გამაჩერეს სადღაც ჩაკეტილ ოთახში სადაც არანაირი ინტერნეტი და ტელეფონი არ მქონდა. იყო სამჯერადი კვება მაგრამ ვაი ამნაირს...

ჩავედით მე და ჩემი მეგობარი, გვქონდა ყველაფერი აბსოლუტურად წესრიგში, ჩვენ წინ წავიდა 7 კაციანი ქართველების ჯგუფი (მათ შორის ერთ ერთი ცნობილი ადამიანი).

გაგვაჩერეს ორივე ჯგუფი, გაგვიყვანეს ცალკე ოთახში და რას ვხედავ, ინფორმაციის შევსებას გვთხოვენ სად მივდივართ, რა გვქვია, რა გვინდა და ასე შემდეგ კითხვარი შედგენილი ქართულ(!) ენაზე!!!

ჩვენ გაგვაჩერეს და ის 7 კაციანი ჯგუფი გაუშვეს და წარმატებები მათ!!!

მაგრამ მახსოვს გათეთრებული სახე მისი ვინც მენტორობდა ამ ჯგუფს.

ნუ ორი დღე გაგვაჩერეს, იმ ხალხის გასაგონად ვწერ ამ წინადადებას ვინც გამოდის სიტყვით აი შემარცხვენელი ქართველები ასეთები და ისეთები რომ იძახიან, ჩვენზე ძალიან ბევრად დიდი ქვეყნის, თურქეთის ხალხით იყო სავსე იქაურობა!!!

ერთი საერთოდ გერმანიაში დაბადებული და გაზრდილი, იქაური საბუთით, მაგრამ თურქეთის პასპორტით იყო გამოკეტილი.

ასევე მოიყვანეს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ოჯახი. 3-4 წლის ბავშვებთან!!!

ყველაზე მეტად რაც გამიტყდა!

მოიყვანეს ჩვენ გამოსვლამდე 1 საათით ადრე ოჯახი, დაახლოებით 1 წლის და სულ თოთო ბავშვთან ერთად!!!

იქ კიდე ოჯახი ცოტა მოზრდილებთან ერთად იყო.

ანუ რას ვამბობ ამით, არავინ არ იფიქროთ რაღამც ბავშვთან ვარ შევეცოდებიო!

არც ის იფიქროთ ვინმე ნაგლურად მოგექცევათ მექსიკაში, პირიქით ცდილობენ იქაც კი თავაზიანად მოგექცნენ!

და ბოლოს, რაც ასევე ძალიან მაგრად გამიტყდა!

მესაზღვრე მეუბნება რომ პირველად ვნახე ქართველი რომელმაც თავის გადასარჩენად თავისი ქვეყნის მოქალაქე ჩაუშვაო.

აი ეგ რომ მითხრა ლამის გავშავდი.

ღმერთმა ქნას მესაზღვრე ტყუილს ამბობდეს, მაგრამ ეს ტყუილი რაში სჭირდებოდათ არ ვიცი ან ვის შეიძლებოდა ეთქვა ჩვენზე რამე.

ყოველ შემთხვევაში შენ გაგიმარჯოს ღმერთმა ისე როგორც გეკუთვნის", - წერს ფეისბუკმომხმარებელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

* ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - რამდენად შეიძენთ უცხოურ ვალუტას 15 ივლისს?

* „მთავრობის ხალხმა იმგზავრეთ ერთი მატარებლით და როგორ მოგეწონებათ ვნახავ ერთი“ - ალეკო ელისაშვილი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782670204

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: ლიბერალიზმის შინაარსის ქვეშ ერთიანდებიან სახელმწიფოები და ცდილობენ, ამ ტერმინით თავისუფლება გადათარგმნონ, რომელსაც თითქოს ყველას აძლევენ

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ბუდაპეშტში გამართულ პრაიდთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან უნგრეთის LGBTIQ+...

თამთა მეგრელიშვილი

1782668024

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით

„ეს არის ჩვეულებრივად, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით - ნეგატიური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეუწყონ ხ...

მაკა ბოჭორიშვილი

1782665015

მსოფლიო

ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება - დანიასა და ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში მაღალი ტემპერატურის რეკორდები დაფიქსირდა. რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა ჩეხეთში. ჩეხეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (CHM...

იტალია

1782662715

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: ვიქტორ ყიფიანმა პარტია - „ჯერ საქართველო“ დააფუძნა - საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვისი ნების შემსრულებლებლები

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის მიერ დაფუძნებულ პარტიას ეხმიანება სახელწოდებით „ჯერ საქართველო“. ანანიძის თქმით, საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვი...

 ცოტნე ანანიძე

1782659493

ახალი ამბები

სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, პოლიციის მანქანა დააზიანა - პოლიციელებზე თავდასხმისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველ...

საპატრულო პოლიცია