"მეზიზღება 5 ივლისი, არ შემეძლო ამ დღეს ისევ იმ ქუჩებში მევლო და ისე გამეგრძელებინა ცხოვრება, ამ 5 ივლისს ცოტა შორს ვარ ... - მირანდა ბაღათურიას ემოციური პოსტი 5 ივლისის მოვლენებზე

ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია, რომელიც 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს ოპერატორ ლექსო ლაშქარავასთან ერთა ძალადობის მსხვერპლი გახდა სოციალურ ქსელში წერს:

"ერთი წელი გავიდა !

ძალიან ბევრს ვფიქრობდი დამეწერა რამე თუ არ დამეწერა, მერე გავბრაზდი რატო არ უნდა გამოიყენო საკუთარი სოციალური გვერდი, კიდევ ერთხელ რაღაცის თქმისთვის-თქო , მერე მივხვდი რატო არ მინდოდა რამის დაწერა, იმიტომ რომ ამას სააგენტოები ვირუსულად გაავრცელებდნენ და ამ სტატიის ქვეშ 50 კაცი გმირს დამიძახებდა, 50 კი სამარცხვინო ადამიანს.

ეს არაფერია იმ ერთ წელთან შედარებით, რომელიც გავიდა.

მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?!

მარტო ტკივილი და უსუსურობა მახსენდება, მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად.

ერთი დღე რომ ატრიალებს ცხოვრებას და მერე სულ ამასთან რომ ხარ დაკავშირებული ასეთი დღეა, 

სოციალური ქსელი პატრიარქის ფოტოებით აქვთ აჭრელებული პროფაილ სურათზე შვილიშვილების ფოტოები უდევთ და ამ დროს ისეთი სიტყვებით მლანძღავენ საერთოდ ვერ წარმოვიდგენ, როგორ შეიძლება იჯდე და ვინმეს მიმართ მსგავსი რამის სურვილი გაგიჩნდეს.

წერენ, რომ ჩემ გამო სცემეს ლექსო ის ადამიანები, რომლებიც ერთი წამითაც არ ყოფილან იქ ამბობენ, რომ გმირი ბიჭები დავაჭერინე, რომლის დედებსაც ერთხელ არ მოუწერიათ ჩემთვის, არც მათი შვილებისთვის უკითხავთ კი მაგრამ “სამშობლოს თუ იცავდით” ამ ორმა კაცმა იმ კორპუსში შემწყვდწულებმა რა დაგიშავესო არ უკითხავთ მათი შვილებისთვის დედა რაც არ უნდა ეთქვათ და ექნათ ერთი კაცი როგორ სცემეთო არ უკითხავთ და მაინც გმირ ბიჭებს ეძახიან მათ!

ხან პროვოკატორი ვარ და ხან მაბრალებენ, რომ ლგბტ სამკლაურით დავდიოდი იმ დღეს ათას სისულელეს იგონებენ, რომ გაუნათლებელი მასა ჩემ წინააღმდეგ აგრესიულად განაწყონ.

ათას სიბინძურეს მწერენ და მეუბნებიან რომ ვიღაცას პუტინისტს ვეძახდი, თუმცა ამის არცერთი მტკიცებულება არ აქვთ.

არა იმიტომ, რომ არ შემიძლია სამკლაური მეკეთოს ან ვინმეს პუტინისტი არ დავუძახო, არამედ იმიტომ, რომ ჟურნალისტი ვარ და საკუთარ პოზიციას არ ვაფიქსირებ!

დედაჩემი ყველა კომენტარს კითხულობს, თითოეულ ადამიანზე მეკითხება ვინ არის ნებართვას მთხოვს, რომ პასუხი გასცეს, რის უფლებასაც არ ვაძლევ.

რამდენს გიხდიანო წერენ გგონიათ თავს ვაცემინებთ ხალხს და მერე პრემიებს ველოდებით.

ნაწილი ნაცებზე ისეთი აჭრილია აპრიორში ნაცი ხარ მათთვის და ღირსი ხარ ყველაფრის მათ წარმოდგენაში

ვიღაცეებს აკერიათ პირზე აბა გეები გინდათ ამ ქვეყანაშიო და საერთოდ ვერ ხვდებიან რომ მე ვარ ჟურნალისტი, ანუ გაშუქებ შენც ჰომოსექსუალს, შენც ჰეტეროსექსუალს ,შენც მუსლიმს, შენც ქრისტიანს, შენც ნაცს და შენც ქოცს.

ყველაფერი ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გაამართლონ ის რაც 5 ივლისს იმ დაწყევლილ დღეს მოხდა,

ლექსოზე შეგნებულად არაფერს ვწერ ის იქ მშვიდად უნდა განისვენებდეს, არც მის ოჯახს უნდა ამდენი ტკივილი, ჩვენი ყველა სიტყვით მათ იარას ვაახლებთ.

იცოდეთ! თქვენ ვინც ამას კითხულობთ და ამართლებთ იმას რაც მოხდა 5 ივლისს, არც ქრისტიანი არც ადამიანი და არ მოქალაქე ხარ.

ცოტა შორს ვარ ამ 5 ივლისს უბრალოდ არ შემეძლო ამ დღეს ისევ იმ ქუჩებში მევლო და ისე გამეგრძელებინა ცხოვრება თითქოს მედიის 53 წარმომადგენელი არ დაშავებულა, თითქოს მათ ცხოვრება მთლიანად არ ამოუტრიალდათ!", - წერს ბაღათურია.

2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფი ორგანიზებულად მოქმედებდა, მათ დაარბიეს “თბილისი პრაიდის” ოფისი და სცადეს “სირცხვილიას” ოფისში შეჭრა. იმის მიუხედავად, რომ ისინი სხვადასხვა ჯგუფად იყვნენ დაყოფილი, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, 5 ივლისის საქმეზე 45 ჟურნალისტსა და ოპერატორს მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი.

UNESCO-მ  მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა. სიას "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დაემატა. განახლებულ მასალაში მითითებულია, რომ ლაშქარავა საქართველოში 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778607228

სპორტი

ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონია

გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.    ქართველმა პარასპორტსმენებმა კონტინენტის პირველობაზე კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს – ლ...

ანა ჯაფარიძე

1778605810

მსოფლიო

ტრამპი: კუბა წარუმატებელი ქვეყანაა და მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვევით - მიემართება! კუბა დახმარებას ითხოვს და ჩვენ საუბარს ვაპირებთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კუბა მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვევით - მიემართება და დახმარებას ითხოვს. მისივე თქმით, აშშ კუბასთან მოლაპარაკებას გეგმავს. „არცერთ რესპუბლიკელს არასდროს...

ტრამპიტრამპი

1778602064

ახალი ამბები

ვოლსკი აქციების დროს დაკავებულების შეწყალების მოწოდებაზე: ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!

ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ახლადარჩეული პატრიარქისადმი მოწოდებას, რომ შეიწყალოს...

გიორგი ვოლსკი

1778599203

ახალი ამბები

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: მსოფლიოში მიმდინარეობს ფასეულობების რყევა, სირთულეები ძალიან დიდია, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ ღირებულებების დაცვაში

სირთულეები ძალიან დიდია და ამ სირთულეებს ყველა ხედავს. ყველაზე მეტად ეს სირთულე უკავშირდება ღირებულებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, საქართველოს ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ...

მამა გიორგი ზვიადაძე

1778598188

ახალი ამბები

მარიზი კობახიძე შიო III-ზე: არასოდეს მაგისგან კარგი არ გამიგია და ამ წუთში მე არ ვაღიარებ მაგას პატრიარქად

ძალადობრივი აქციებისას დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა და რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი მარიზი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, უწმი...

მარიზი კობახიძე