მიხეილ ყაველაშვილი - პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ თითოეულ მებრძოლს, დღევანდელი დღის ტკივილი მუდამ უნდა გვახსენებდეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა

1921 წლის 25-მა თებერვალმა მძიმე კვალი დატოვა ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიაში. მტრის დიდი უპირატესობის მიუხედავად, ქართველმა მებრძოლებმა მაქსიმუმი გააკეთეს საკუთარი სამშობლოს დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ყაველაშვილი წერს, „სწორედ ამ ადამიანების გმირულმა თავდადებამ გადაარჩინა დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს იდეა, რომელმაც მრავალწლოვან ოკუპაციას გაუძლო და საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით გამოიხატა“.

„პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ თითოეულ მებრძოლს, რომელთა თავგანწირვა მართლაც ფასდაუდებელია. დღევანდელი დღის ტკივილი მუდამ უნდა გვახსენებდეს, რამდენად ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და რამხელა სიფრთხილე, პასუხისმგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს. დიდება და მარადიული ხსოვნა სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს!“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794409593

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს

„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...

თამარ იოსელიანი

1794409444

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით

„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...

ირაკლი კობახიძე

1794405675

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომე...

ნათია თურნავა

1794404929

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს

„ჩორჩანას ეპიზოდი ერთ-ერთია იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს შორის, რომლებიც პარტია „საქართველოსთვის“ და გიორგი გახარიას შეერაცხება“, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთ...

არჩილ გორდულაძე

1794403572

საზოგადოება

პაატა კვიჟინაძე: სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება

სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე გან...

პაატა კვიჟინაძე