"ნუ ელოდება მიშა და მისი ოჯახი, რომ ილია მეორე თითს გაანძრევს მის დასახმარებლად - პატრიარქი ისევე ასრულებს რუსეთის დირექტივებს, როგორც ბორინკა ივანიშვილი"

დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელსაც საპატრიარქომ მღვდელმოქმედება აუკრძალა სოციალურ ქსელში წერს:

"ორი დღის წინ ღარიბაშვილი მიიღო ილია მეორემ და ესაუბრა, ფოტოც დადო ღარიბაშვილმა.

დღეს სააკაშვილის ოჯახს შეხვედრაზე უარი უთხრა ჯანმრთელობის მომიზეზებით.

ეს ილია მეორის ნაცადი ხერხია, ასე უპასუხა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 1991 წლის დეკემბერში ძმათა მკვლელი ომის დროს უარი, დახმარება და მისვლა რომ სთხოვა უზენაესი საბჭოს შენობაში.

ნუ ელოდება მიშა და მისი ოჯახი, რომ ილია მეორე თითს გაანძრევს მის დასახმარებლად.

ილია მეორე ისევე ასრულებს რუსეთის დირექტივებს, როგორც ბორინკა ივანიშვილი.

ასე რომ, დროა, ეს აღიარონ სააკაშვილებმაც და მთელმა ოპოზიციამ და ნუღა ელაქუცებიან წითელ საპატრიარქოს.

მიხეილ სააკაშვილმა ისტორიისა და ერის წინაშე უნდა აღიაროს თავისი დიდი დანაშაული და საბედისწერო შეცდომა წითელი საპატრიარქოს პოზიციების ფინანსურ-მატერიალური და პოლიტიკურ-იდეოლოგიური გაძლიერებისათვის, საბჭოთა პრორუსული საპატრიარქოს დემონტაჟის და ეკლესიის განახლების ნაცვლად, ის ამ ბნელი, ანტიქრისტიანული, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი მონსტრის კულტივირებისა და განდიდებას ეწეოდა",- წერს დეკანოზი.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"სესხზე, რომელიც სრულად არის დაფარული, თავდებს დაუბლოკეს ანგარიში და დაუყადაღეს ხელფასის 100%-ი" - დავა "საქართველოს ბანკთან", რომელიც მოქალაქემ სასამართლოში მოიგო ისევ გრძელდება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775328851

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჰიდრომააკუმულირებელი, მარეგულირებელი ჰესები ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური

„მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარების პროცესი არის საკმაოდ კომპლექსური და მასში ჩართულია ბევრი მხარე. გზშ-ს პროცედურა სრულად იმართება გარემოს დაცვის სააგენტოს მხრიდან და დარწმუნებული ვარ,...

მარიამ ქვრივიშვილი

1775326242

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თვითონვე აწყნარებდნენ

იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თავადვე აწყნარებდნენ მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...

ირაკლი კობახიძე

1775325012

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, - ამის შესახებ საქა...

ირაკლი კობახიძე

1775324523

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფოს ინტერესი არის სტაბილურობა, უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა

ყველაზე მეტ სტაბილურობას სისტემისთვის უზრუნველყოფს ჰიდროელექტროსადგურები, ყველაზე ნაკლებად სტაბილურია მზის ენერგია და შუაშია ქარი ენერგია. აქედან გამომდინარე, ბალანსის დაცვა და ჰიდრორესურსებისთვის პრი...

ირაკლი კობახიძე

1775324036

საზოგადოება

პრემიერი: გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით

უდავოა, რომ ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს სიღრმისეული კვლევის და ფართო ჩართულობის საფუძველზე, ეს არის მარტივი სტანდარტი, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით და...

ირაკლი კობახიძე