„რა ასაკშიც არ უნდა იყო, უდედობას გრძნობ ყველგან და ყოველთვის“ - თეა გვასალია ემოციურ სტატუსს აქვეყნებს
„რა ასაკშიც არ უნდა იყო, უდედობას გრძნობ ყველგან და ყოველთვის, ცარიელი აივანი კი ყველაზე ნაღვლიანი ადგილია დედამიწის ზურგზე“, - ჟურნალისტი და მთაგრმნელი, თეა გვასალია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„ესპანეთში რომ მივფრინავდი ხოლმე და გურიაში მიმავალი კაცის არ იყოს, სული წინ-წინ მეპარებოდა, ჩავირბენდი სადარბაზოს კიბეებს და გარეთ გასული აივანს ამოვხედავდი, რადგან ვიცოდი, იქ დედაჩემი იდგა, დავუქნევდი ხელს და გავრბოდი აეროპორტისკენ ბედნიერი.
მაშინ ამაზე არც ვფიქრობდი და მხოლოდ ახლა, მე თვითონ რომ მყავს შვილები, ვხვდები, როგორ მელოდა. იქ დარჩენისა და მუშაობის ათასი მაცდური წინადადების მიუხედავად, ყოველთვის უკან ვბრუნდებოდი და მორიგ წასვლამდე ვითვლიდი დღეებს.
რა ასაკშიც არ უნდა იყო, უდედობას გრძნობ ყველგან და ყოველთვის, ცარიელი აივანი კი ყველაზე ნაღვლიანი ადგილია დედამიწის ზურგზე და რაც არ უნდა თვალი აარიდო, დაუნდობლად გახსენებს, რომ ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდი და გელოდა, თვითონ გაემგზავრა იმ შორეულ, ან იქნებ ახლომდებარე განზომილებაში, სადაც წესით არც მწუხარება უნდა იყოს, არც ურვა და სულთქმა და იქ გამეფებულ სიხარულსა დაუსრულებელ ცხოვრებაში ახლა ალბათ თავის მონატრებულ დედასთანაა ჩახუტებული“, - წერს თეა გვასალია.
ასევე საინტერესოა:
🔵 ახლა კი არ გამხდარა ასეთი, სულ ასეთი იყო!!! - რას წერს სალომე ზურაბიშვილზე ემიგრანტი საფრანგეთიდან
1791724927
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: საზოგადოებას კარგად ახსოვს ბატონი პაველ ჰერჩინსკის ზღვარგადასული რეაქცია 2024 წლის ძალადობრივი აქციების დაშლისას
„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ბატონი პაველ ჰერჩინსკის ზღვარგადასული რეაქცია 2024 წლის ძალადობრივი აქციების დაშლისას და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ბატონი ჰერჩინსკის, რბილად რომ ვთქვათ, ძალია...
1791722124
ახალი ამბებიშიო მესამე: ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მეცხრამეტე კვირას, ქადაგებისას ღვთის ლოცვა...
1791716795
ახალი ამბებისაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს
ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა რეპეშაჟში საფრანგეთი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებებ...
1791712972
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს - პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ეხმიანება ნანა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომელშიც ის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულ ოპოზიციონერებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღიარებული ბრალ...
1791709697
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
პარტიის „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი „ევროპის დღის“ ღონისძიებაზე ჯგუფის, „გამოუვალი მდგომარეობა“ მიწვევას ეხმიანება. შაქარიშვილი ამბობს, რომ ნამდვილად სიმბოლ...































