"რა კაცი ხართ თქვენ: კარგი თუ ცუდი, მცოდნე თუ უვიცი, კეთილი თუ ბოროტი, თქვენ რა გაგიკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, სააკაძეზე მეტი რა გააკეთეთ, გვითხარით, გაგვანათლეთ" - ირმა ინაშვილი გია მურღულიაზე
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
"უნდა ვაღიარო, რომ მაშინ, როდესაც ბევრი აღფრთოვანებული იყო ამ ბატონით, მისი თითქოსდა ცოდნითა და ერუდიციით, მე ის არასდროს მომწონდა, შინაგანად ყოველთვის რაღაცა მაბრკოლებდა. ამ საღამოს კი, თავად ბატონმა მურღულიამ გამცა პასუხი, რა იყო, თურმე, ჩემი დაბრკოლების მიზეზი.
გიორგი სააკაძის ძეგლი რატომ უნდა იდგეს ტექნიკური უნივერსიტეტის წინო, მართალია, მარტყოფით გადაგვარჩინა, მაგრამ ბაზალეთის ომიო?! და აშკარად დიდი უვიცობა და სიბნელე გამოავლინა, როდესაც საუბარი ბაზალეთის ეპიზოდზე დაიწყო. ბევრი კი წაუკითხავს, მაგრამ მთავარი ვერ გაუგია. ამდენ უვიცობას რომ აფრქვევს ბატონი მურღულია, უკვე ჩანს, ვინაა და რას წარმოადგენს.
გიორგი სააკაძემ ბევრჯერ გადაარჩინა თეიმურაზი, ბევრჯერ იხსნა და დაეხმარა. ბაზალეთის ომის მერე, თეიმურაზმა კვლავ შაჰის ხალათი ჩაიცვა და ქვეყანა კვლავ ირანს დაუმონა. გიორგი სააკაძე კი, გაეცალა საქართველოს, საქართველოსთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია. მარტყოფსა და ბაზალეთს შორის განსახვავებას რომ ვერ ხედავს (თან, ვითომ ხედავს) ეს ბატონი, ესაა საინტერესო და დამაფიქრებელი.
მარტყოფში სააკაძემ სპარსეთის ჯარის ნახევარი გაანადგურა. ირანი ფეხზე ვეღარ დადგა. ამას თავად სპარსი ისტორიკოსები წერენ და ადასტურებენ! მარაბდის ომიდან თეიმურაზი გაიქცა და ეს ომიც, ოღონდ პარტიზანული ბრძოლებით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში სწორედ სააკაძემ მოიგო. თეიმურაზი კი, მთელი ეს სამი თვე იმალებოდა. ბაზალეთზე ქართველთა შორის ომი იყო... ეს სულ სხვა ომი იყო, თავისი შინაარსით და მასშტაბით. ვიმეორებ: სააკაძე გაეცალა ამ ომს. ქვეყანა არ დაზიანებულა. გარდა იმისა, რომ თეიმურაზმა კვლავ შაჰის ხალათი ჩაიცვა და ეს ომიც იმიტომ მოხდა, რომ თეიმურაზს შაჰის ხალათის ჩაცმა უნდოდა, რაც ბოლოს და ბოლოს გააკეთა კიდეც.
საუბრობდა რა სააკაძეზე, ბატონმა მურღულიამ ბრძანა: არა, კი არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ხომ უნდა დავსვათ ეს კითხვაო, მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ხომ მაქვს კრიტიკული აზროვნების უფლებაო?! უფლებაც გაქვთ და თავისუფალიც ხართ, მაგრამ თქვენნაირი ხალხი მე ძალზედ სახიფათოდ მიმაჩნია ჩემი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, ვისთანაც თქვენ, სამწუხაროდ, შეხება გაქვთ. თან, დადებითი და მცოდნე კაცის იმიჯით სარგებლობთ და თან, ვერაგი და ბოღმა ბრძანდებით. გიორგი სააკაძის თავდადება ისტორიაში შესულია სამუდამოდ და შემდეგნაირად- სააკაძის თავდადებამ ჩვენ გადაგვარჩინა, როგორც ერი! საქართველო გადაარჩინა, როგორც საქართველო!!!!!!!!!!! რომ არა გიორგი სააკაძე, დღეს სპარსი იქნებოდით, ბატონო გია, სპარსი.
ახლა მეც მინდა დავსვა რამდენიმე კითხვა. ბატონ გიას ვარწმუნებ, მეც ვარ თავისუფალი ადამიანი და მეც ვსვამ კრიტიკულ შეკითხვებს. რა კაცი ხართ თქვენ: კარგი თუ ცუდი, მცოდნე თუ უვიცი, კეთილი თუ ბოროტი, თქვენ რა გაგიკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, სააკაძეზე მეტი რა გააკეთეთ, გვითხარით, გაგვანათლეთ. იქნებ უბრალოდ გშურთ მისი და გინდათ, რომ თქვენი ბიუსტი დადგან სააკაძის ძეგლის ადგილზე?! აუცილებლად გავაგრძელებ ამ კითხვების დასმას საჯაროდ, ღიად... და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ თქვენნაირმა ვითომ კარგებმა, ვითომ მცოდნეებმა, ვითომ მოაზროვნეებმა და ვითომ კაცებმა სხვების კითხვებზე პასუხის გაცემა ისწავლონ.
და ერთიც: ჩემნაირების ბრძოლის შედეგია, დღეს რომ თავისუფლად საუბრობთ "იმედის" ეთერში და ვითომ კრიტიკულ და ამ დროს, უსინდისო კითხვებს სვამთ. ჩემნაირებს რომ არ ებრძოლათ, ისევ წინა რეჟიმის კალთაში გექნებოდათ თავი ჩარგული, როგორც მთელი ის წლები იყავით. თუმცა, თქვენნაირები ყოველთვის პოულობენ თავის ჩარგვის ადგილს.
ეჰ, ეს რა ბედი ჰქონია გიორგი სააკაძეს...",-წერს, ირმა ინაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მოხდება თუ არა მესამე მსოფლიო ომი? - ნიუტონის, ვანგას, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები
1790274962
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ ხშირად არასწორი ან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვთ-ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ხმამაღლა საუბარი, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს საქართველო
„ვხედავთ, რომ ხშირად არასწორი ან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვთ-ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ხმამაღლა საუბარი, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს საქართვე...
1790272371
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთში გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე
„მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი დავასრულეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასების...
1790269754
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა გიორგი ჩუბინიძეზე: გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი, ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, მის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ზარქუა აღნიშნავს, ოპოზიციის აქტივისტმა გიორგი ჩუბინიძემ, მისი სახელით აბსურდული...
1790268589
ახალი ამბებითამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ კი არ აქცია ზურგი დასავლეთს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, არამედ უარი თქვა ცრუ დემოკრატიაზე, რასაც ქვეყანა აშკარა დაღუპვამდე მიჰყავდა
„როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთ...
1790265167
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს
„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველ...






























