"რუსის ჩექმას როცა აფხაზეთში ვებრძოდით - უკრაინელი ბოევიკების ჯგუფი მათი მხრიდან ჩვენ გვებრძოდა... კარგი არაფერია მოსალოდნელი!" - რას წერს ჟურნალისტი ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ნუკა არველაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში რუსეთ-უკრაინის ომზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს:

"რამდენადაც იდეალისტი ვარ

- ზუსტად იმ რაოდენობით ვარ პრაგმატული და რაციონალური
რაც მეხმარება ბალანსის შენარჩუნებაში

უკრაინა რუსეთის დაპირისპირებას და ამ დაპირისპირების სამხედრო კონფლიქტით - ომით დაგვირგვინებას ერთი ან ორი თვის ისტორია არ აქვს

ჩვენი რუსეთთან დაპირისპირების ორ საუკუნოვანი ისტორიისგან განსხვავებით
- უკრაინა სულ რამდენიმე წელს ითვლის

ყველაფრის თავი და თავი ფულია, დიდი ფული, ძალიან დიდი ფული

მაშინ როცა დაირღვა 4 ნაწილად გადანაწილებული უკრაინის ფულის კონვეირის მანქანა და ,,აღმოაჩინეს" რომ რომ რუსული ყველაფერი ცუდია თურმე...

ყველაფერი კი უკრაინელი და უკრაინული წარმოშობის რუსი ოლიგარქების ომიდან დაიწყო!!!

დაუდეს იდეალური პოლიტიკური სარჩული - ამერიკა დასავლეთმაც მიიღო თამაშის წესები, გააძლიერეს და მივიღეთ ის რაც მივიღეთ!!!

არ მინდა ამ თემის გაშლა და ჩაღრმავება

არ დამიწყოთ ახლა რუსის ჩექმას ებრძვისო და ბლაბლაბლა!!!!!

რუსის ჩექმას როცა აფხაზეთში ვებრძოდით

- უკრაინელი ბოევიკების ჯგუფი მათი მხრიდან ჩვენ გვებრძოდა!!!!

ჩვენი ლტოლვილები არც 90 წლებში და არც 2008 წლის ომის მერე არანაირი პრივილეგიებით არ სარგებლობდა
და თავად ზელენსკი პუტინთან ერთად ღლიცინებდა საქართველოზე!!!!!

სამაგიეროდ საქართველოდან გაქცეული, სახელმწიფო დამნაშავეების, კრიმინალების თავშესაფრად იქცა ნეო ლიბერალური პოლიტიკის გაშლამ მსოფლიოში დემოკრატიის და თავისუფლების სახელით

- საბოლოო კრახი განიცადა უკრაინაში!!!!

ამას ხვდება უკვე დასავლეთი, რადგან სანქციების დაწესებით რუსეთზე არანაკლები მათრახი ხვდება მათ ქვეყნებს!!!

და ფაქტობრივად ამ ომით, სადაც ზვარაკად შეწირეს ხალხი - კარგი არაფერია მოსალოდნელი!!!

ომს გამარჯვებული არ ეყოლება, მაგრამ ამ ომით პუტინს უფრო გაუშალეს ფრთები, უფრო გააძლიერეს მისი გავლენა და ამაში თავად დარწმუნდებით მალე!!

გარდა ამისა პუტინს ხომ თავისი გენერალიტეტი ჰყავს, ომის არქიტექტორები ჰიბრიდული, პირდაპირი, ცივი ომის არქიტექტორები

- აქვს უდიდესი პრივილეგია როგორც ატომური იარაღის წარმოება შექმნაში, ასევე მის დახვეწა გაუმჯობესებაში
- კოსმოსური ობიექტების სიმძლავრით ჯერჯერობით ვერც ნასამ და ვერც ჩინეთმა აჯობა
- უდიდესი ტერიტორია, რომლის წიაღისეულ სიმდიდრეზე დამოკიდებულია არაერთი ქვეყანა
- რუსეთს თავისი ოქრო, თავისი ბრილიანტი აქვს და არც კურორტები დააკლდებათ!!!

ვფიქრობ და მართლა არ მესმის რა შედეგის დადება უნდათ ამ ომით?!!!

უკრაინა გაჩანაგდა, ქვეყანამ ათეული წლებით დაიხია უკან

ევროპამ უკვე მიიღო 10 მილიონზე მეტი ლტოლვილი

დაიხოცა ათასობით ადამიანი!!!!

და დასავლეთი არ გადავა იმ წითელ ხაზს რასაც მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი ჰქვია!!!

პუტინის სახე კიდე ახლა თუ დაინახეთ მართლა ვერა ხართ რაა!!!!

30 წელია პუტინის რუსეთის სახეს ვუყურებთ საქართველოში
30 წელია საუკეთესო საჯიშე ბიჭები შეიწირა ომებმა
30 წელია ქვეყანას ასი ათასობით დევნილი ჰყავს
30 წელია საკუთარ მხარეებს ვხედავთ მავთულხლართების მიღმა!!!!

საქართველო ვერ დააჩოქეს და აი ამიტომაც ახლა და მოცემულ დღეს ჩვენი მთავრობა ყველაზე სწორ პოლიტიკას ატარებს ისრაელს არც კი მოერიდა და პირდაპირ თქვა რომ ამ კონფლიქტში არც სანქციებით ჩაერთვება და არც იარაღით მოამარაგებს და არც ლტოლვილებს მიიღებს ეწყინა ზელენსკის თურმე .... და დაგმო!!!

რა ვიცი 10 წლის უკან რუსეთთან ხელიხელ ჩაკიდებული იყო უკრაინა!

და როდის ,,გაიღვიძა" მათში ცუდმა მოგონებებმა!!!!!!

უბრალოდ მე განვიცდი იმას, რომ ასე გამწარებული ცდილობს ზელენსკის მთავრობა სხვა ქვეყნებიც ჩაითრიოს ამ ომში, სხვა ქვეყნებს აჰკიდოს ის პასუხისმგებლობა რაც მისმა კომიკურმა ტვინმა ვერ გათვალა და მისივე ოლიგარქების ომში, რომელსაც სარჩულად დიდი პოლიტიკა დაუდეს ჩაართვევინა ხალხი და ქვეყანა

ეს ომი უნდა დასრულდეს ნებისმიერ ფასად!!!!

არც თავისუფლება და არც დემოკრატია არ მოდის არ მყარდება ასე!!!!

და ის დროა დასავლეთმა, ნატომ, ამერიკამ და ევროპამ გადახედოს მის პოლიტიკას პატარა ქვეყნების მიმართ!!!
მათ შეეძლოთ, შეუძლიათ ჩვენი გაძლიერება ოღონდ არა იარაღით და ომით!!!
- არამედ რეალური ეკონომიკური ჩართულობით!!!!

გამახსენეთ ერთი განდი რას, რატომ და ვის ებრძოდა???

პაკისტანი - ინდოეთი რის მერე დაიწყო?

მოკლედ დიდი პოსტი გამომივიდა და იმედია არ დაიღალეთ

არადა სათქმელი, განსახილველი და სამსჯელო ძალიან ბევრია!!!! ", - წერს ნუკა არველაძე.

სხვა სიახლეები:

🔲 "იქნება კიდევ ერთი ძალიან გახმაურებული სიკვდილი" - ლელა კაკულია

🔲 ლაშა ბაქრაძე: ხორბლის ფასი წარმოუდგენლად იზრდება, ხვნა-თესვის პერიოდია - ტურიზმის იმედად ყოფნა აღარ გამოვა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793641344

ახალი ამბები

პროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...

პროკურატურ

1793638172

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...

 ტრამპი ტრამპი

1793635990

ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...

ზურაბ პატარაძე

1793633174

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა

„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...

ლევან მაჭავარიანი

1793630936

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას

„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...

ნინო წილოსანი