საქართველოს "ჩამოსაგდები" პრემიერმინისტრი და დასასანქცირებელი ბიძინა ივანიშვილი რეებს კადრულობენ?! - რას წერს ხათუნა ხოფერია?

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია, ფეისბუკზე წერს:

"საფრანგეთში ევროკავშირიდან გასვლის პროცესი დაიწყო!

ბრიტანეთში ორი მინისტრი გადადგა თანამდებობიდან და აქტიურ ფაზაში შევიდა ბორის ჯონსონის იმპიჩმენტის საკითხი.

ამერიკაში ინფლაციაა, საწვავის ფასები არნახულად იზრდება.

გერმანიასა და ესპანეთში საპროტესტო აქციებია სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან დაკავშირებით.

უკრაინაში ომია! ზელენსკი დაკარგული ქალაქების დაბრუნებას ჰპირდება მსოფლიოს თუ ბევრ იარაღს მიაწვდიან. მსოფლიო კი უკრაინული ხორბლის გამო ჭიდაობს. თურქეთი აჯობებს თუ ბრიტანეთი?...  ვინ ჩაიგდებს ხელში ათობით მილიონ ტონა ხორბალს?!(არა და, ამბობენ, სულ 2 მილიონი ტონაც არ არის დარჩენილიო). იქით პოლონეთი აცხადებს პრეტენზიებს... პოლონეთი ხომ საერთოდ, თვლის, რომ უკრაინული ხორბალი მისია... ისევე როგორც უკრაინა.

საბერძნეთზე, ლიეტუვასა და დანარჩენ ევროსიამაყეებზე არარაფერს ვიტყვი...  მათ ისღა დარჩენიათ, რომ საკუთარ პრეზიდენტებსა და პრემიერებს მოუსმინონ და საწვავისა და ელექტროენერგიის ეკონომიაზე იზრუნონ. როგორ?  უბრალოდ, უფრო იშვიათად იბანაონ(!).. ან სულაც ფრაგმენტულად დაიბანონ უხერხული ადგილები! დიახ, უნდა დაუჯერონ ხელისუფლებას, რომელიც კრიზისიდან გამოსვლის გზას სისუფთავეზე გაკეთებულ ეკონომიაში ხედავს!

ეს ისე, მოკლედ...  ნუ, რაც გამახსენდა!

და ამ ფონზე, ეს  საქართველოს "ჩამოსაგდები"პრემიერმინისტრი და დასასანქცირებელი ბიძინა ივანიშვილი რეებს კადრულობენ?! 

1. აბასთუმნის რეაბილიტაცია- 1 მილიარდი 

2. წყალტუბოს უმაღლესი სტანდარტით მშენებლობა-1, 2 მილიარდი ევრო!

3. ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა- 1 მილიარდი...

რა არის, ახლა, ეს?.. რას გავს თქვენი საქციელი?!

არა და, 78 მილიონ აძლევდა ევროპა სესხად საქართველოს და უარი თქვეს უმადურებმა...  მეორე ფრონტი არ გახსნეს მშიშრებმა... ქართველები არ აქციეს საზარბაზნე ხორცად ვითომ პატრიოტებმა...  თანამდებობები არ დატოვეს გაუმაძღრებმა... 
P.S.

ბიძაჩემმა იცოდა თქმა: - ვისაც ჩვენი არეულ-დარეული გაეხარდეს, იმის დალაგებულს  შევე...ცილეო! 

ჰო და, იმათი დალაგებული ამ ტექსტის დასაწყისში დავწერე. ნუ, რაც გამახსენდა ის!",-წერს, ხათუნა ხოფერია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790527143

ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...

ღონისძიება

1790523869

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა

 სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...

პენიტენციური სამსახური

1790520378

ახალი ამბები

ოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს

 საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...

ოთარ კიტეიშვილი

1790518047

ახალი ამბები

შიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული

 „მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...

შიო მესამე

1790515794

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკითა და დიპლომატიით არის შესაძლებელი ტერიტორიების დეოკუპაცია და ურთიერთნდობის აღდგენა

 „სოხუმის დაცემიდან 33-ე წელს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ურთიერთნდობის დაბრუნების ერთადერთი გზა მშვიდობიანი პოლიტიკა, შერიგება და დიპლომატიაა“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს...

ცოტნე ანანიძე