„შექსპირის დრამასავით არის ინგლისის ნაკრები, რა ვუყოთ რომ სულ ვმარცხდებით, ხვალაც შექსპირი მეყვარება“ - გიორგი კეკელიძე
„შექსპირის დრამასავით არის ინგლისის ნაკრები, რა ვუყოთ რომ სულ ვმარცხდებით, ხვალაც შექსპირი მეყვარება“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„რაც თავი მახსოვს, ანუ თავი ეკრანისკენ მიტრიალებული, დიდ ტურნირებზე ინგლისის ნაკრებს ვგულშემატკივრობ.
აი, იმ დროიდან გიჟი გასკოინი რომ დაქროდა მარტის ქარივით, მერე კიდევ იყო ოუენის ფრენა და ბექჰემ-სიმეონეს ,,სისხლიანი" ამბავი. მერე ბევრი რამე იყო. სულ დრამა. სულ პენალტები.
ხან გერმანიასთან. ხან პორტუგალიასთან. არგენტინასთან. რა ვიცი. შექსპირის დრამასავით არის ინგლისის ნაკრები.
მოგებული ვერ რჩება. სულ წაგებაა, ოღონდ სტერილური და უსიუჟეტო არასდროს. კეინის ეს ორი პენალტიც შექსპირული იყო, პირველი ყოფნის და მეორე არყოფნის. მე შექსპირი მიყვარს.
რა ვუყოთ რომ სულ ვმარცხდებით. ხვალაც შექსპირი მეყვარება“, - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 რა გელოდება დღეს? - 11 დეკემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1782395461
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტმა თავისი ახალი რეზოლუციით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს, საკუთარი ხელისუფლება დამოუკიდებლად აირჩიოს
ევროპარლამენტმა თავისი ახალი რეზოლუციით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უგუნური გადაწყვეტილება, რომ თურმე, ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს, საკუთარი ხელისუფლება დამოუკიდებლად აირჩიოს, - ამის შ...
1782393460
ახალი ამბებიპაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა
„აუდიტის სამსახური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა, რასაც საერთაშორისო შეფასებებიც ადასტურებს - PEFA-სგან სამსახურს მაქსიმალური შეფასება აქვს მიღებული. უკვე მერვე წელ...
1782393115
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6468 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6473 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1782392240
ახალი ამბებივიქტორ ჯაფარიძე ტატა ხვედელიანს: ყველა ვინც ჩვენ, ტელევიზიები, გიორგი გაბიტაშვილი და სხვა პირები თუ ორგანიზაციები დაასანქცირა უსამართლოები არიან და ეს სანქციები მათზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ გვიქმნის პრობლემას
პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალური მდივანი, ვიქტორ ჯაფარიძე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებას გამოეხმაურა. ხვედელიანმა მიმა...
1782391376
ახალი ამბებიიტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში უკიდურესი სიცხის გამო ხუთი ადამიანი დაიღუპა
იტალიაში უკიდურესმა სიცხემ ბოლო 24 საათზე ნაკლებ დროში ხუთი ადამიანი იმსხვერპლა, ქვეყნის დიდ ნაწილში ტემპერატურამ 41°C-ს (106°F) მიაღწია. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. მას შემდეგ, რაც 23 ივნისს მი...































