„სხვათა შორის იტალიის ერთ-ერთი ლიდერი, „ნაცების“ დიდი მეგობარი და აქაური ნაცების მიერ საოცნებო რანგში აყვანილი სალვინი, მოსკოვშია. პუტინს სტუმრობს“ - სოლომონ ნერგაძე

„2022 წლის 4 ივნისი: მე თქვენ უკვე მესროლეთ. გადავრჩი. გადავრჩი იმიტომ, რომ, ეტყობა, ბოლომდე ვერ გამიმეტეთ.“

ექსკლუზივიტვს მკითხველს იტალიაში მოღვაწე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორის, სოლომონ ნერგაძის ანალიტიკურ წერილს ვთავაზობთ. 

სოლომონ (სოსო) ნერგაძე სტატიის დასაწყისშივე, მკითხველს განმარტებას აწვდის: „არ ვიცი პოლიტიკა. არ ვწერ პოლიტიკაზე. ვწერ იმაზე, რაც მტკივა და რაც მინდა“.

„ორი საკითხი უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან.

1) სადაა ჩვენი ადგილი?
2) მიგვიღებენ თუ არა იმ დიდ ოჯახში, სადაც დამსახურებულად არის ჩვენი ადგილი?
ეს ორი განსხვავებული საკითხია.

პირველ კითხვას არაორაზროვნად ვუპასუხებ - დიახ, ჩვენი ადგილი ევროპაშია.
ევროპას და მსოფლიოს ჩემმა ქვეყანამ დიდი ხანია დაუმტკიცა, რომ მას ცივილიზაციაში თავისი წვლილი - არცთუ ადვილად ხელწამოსაკრავი წვლილი - შეაქვს.
ამის მაგალითებით თავს არ შეგაწყენთ - ვერ დამისახელებთ კულტურის ვერცერთ დარგს, საქართველოს და ქართველს თავისი სიტყვა რომ არ ეთქვას (კულტურაა ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია ადამიანის ქცევასთან. ასე განგვიმარტა ბატონმა რისმაგ გორდეზიანმა ტერმინი „კულტურა“ 80-იანი წლების შუაში. კრეტის ცივილიზაციაზე რომ გვიკითხავდა თავისუფალ ლექციებს გადატენილ დარბაზში).

მეორე საკითხია მეტად მტკივნეულად განსახილველიც და ბევრი თქვენგანისთვის, ალბათ, ძნელად მოსასმენ-გასაგები: მიგვიღებენ თუ არა ევროპის გაერთიანებაში?

არ ვიცი, ვერ გეტყვით, ჩვენი მთავრობა რამდენად სასარგებლოდ და იმედიანად ირჯება ამ მიმართულებით. ეს არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით.
მე გეტყვით რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს.
ევროგაერთიანებაში მიღებისთვის უნდა გადაილახოს ორი დიდი დაბრკოლება: რუსეთის ფაქტორი და ჩვენი, გამყიდველი ქართველების წინაღობა.

რუსეთის ფაქტორი: ვინმეს გგონიათ, რომ რუსეთი არაფერს აკეთებს ჩვენს დასაბლოკად?
იქნებ ვინმეს ის გგონიათ, რომ რუსეთს ძალა აღარ შესწევს, ან მის ნათქვამს ევროპაში არაფრად აგდებენ?! ვინც ასე ფიქრობთ, მიატოვეთ კითხვა. აზრი არ აქვს, ამნაირებთან არგუმენტებით საუბარს.
შრედერი - გერმანიის ყოფილი კანცლერი - იცით რამხელა ხელფასს იღებს პუტინისგან? მეც 10 მილიონი ევრო მეგონა, როგორც ეს ოფიციალურად იყო ცნობილი. ამბობენ 50 (ორმოცდაათ) მილიონ ევროს აძლევსო პუტინი შრედერს. და, ვინმეს გგონიათ, რომ ლამაზი თვალებისთვის აძლევს?!...
იქნებ ვინმეს ანგელა მერკელის ისტერიკა გეგონათ გულწრფელი, პუტინს და მედვედევს რომ უყვიროდა სოჭში „როგორ, მილიონი ჩეჩენი არ იმსახურებს დამოუკიდებლობას და 50 ათასამდე ოსი და 90 ათასამდე აფხაზი იმსახურებსო?!“.
მითხარით, ვის გჯერათ მისი და მათი გულწრფელობის.საფრანგეთზე აღარაფერს ვამბობ.

სხვათა შორის იტალიის ერთ-ერთი ლიდერი, ჩვენი ნაცების დიდი მეგობარი და აქაური ნაცების მიერ საოცნებო რანგში აყვანილი სალვინი, მოსკოვშია. პუტინს სტუმრობს.
რისი თქმა მინდა ამით?
პუტინს ჯერ კიდევ ხელში უჭირავს (ევროებზე ჰყავს გამობმული) ევროპის ელიტის ნაწილი. და, არც თუ მცირე ნაწილი.

სწორედ პუტინის მიერ დაქირავებულმა აგენტებმა გააგდეს ევროგაერთიანებიდან დიდი ბრიტანეთი - სახელმწიფო, რომელიც საკუთარ თავს და საკუთარ მოქალაქეებს პატივს სცემს და არ იყიდება არც გაზზე, არც ნავთობზე (ამის შესახებ მაშინ დავწერე საკმაოდ მოზრდილი სტატია. მეამაყება, რომ ის სტატია თითქმის მთლიანად მოიტანა „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ თავის შესანიშნავ წერილში გია გაბრიჩიძემ).

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის დაქირავებული ან მისი სასარგებლო იდიოტების წინააღმდეგობაა გადასალახავი ევროგაერთიანებისკენ მიმავალ გზაზე.
მეორე წინაღობა, გაგეცინებათ, მაგრამ რუსეთისაზე უფრო ძლიერია. ამას ჩვენი თანამემამულეები, ჩვენივე ქართველები უქმნიან ჩემს ქვეყანას. საქართველოს ისინი თავის სამშობლოდ არ თვლიან. საქართველო მათი ქვეყანა მხოლოდ მაშინაა, თუ ისინი ძალაუფლებას აიღებენ.

სრულიად არ მეხუმრება. თვალს ვადევნებ აქაურ ინფორმაციებს. თვალს ვადევნებთ მათ აქაურ ვოიაჟებს და ვასკვნი: სალომე სამადაშვილი მთელ მის კავშირებს იყენებს იმისთვის, რომ ევროპელი კოლეგები დაარწმუნოს შემდეგში - საქართველოს მიღება ევროგაერთიანებაში ნაადრევია, რადგან ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა, ციხეებში არიან პოლიტიკური პატიმრები და ა.შ. და ამნაირები.
ზუსტად იგივეს იმეორებენ ხანდაზმული თაღლითები. ვინმეს გგონიათ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეები და მათი მომყოლები სტრასბურგში და ევროპაში იმიტომ დაძრწიან, რომ საქართველოს ევროგაერთიანებაში ჩართვის აუცილებლობასა და სარგებლიანობაში არწმუნებენ მათ, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს?!
არაფერი შეგეშალოთ!...

წარმოგიდგენიათ, ევროპელი ფუნქციონერის თვალები, რომელიც ჯერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, რომელიც ეცადა მისი კეთილგანწყობილების და ხმის მოპოვებას, შემდეგ კი ხანდაზმულ თაღლითებს შეხვდა, რომლებიც არწმუნებენ, რომ საქართველოს ადგილი არაა ევროგაერთიანებაში მანამ, სანამ ეს მთავრობა იქნებაო.
აბა წარმოიდგინეთ თქვენი თავი მათ ადგილზე - რას გაიფიქრებდით?
ისტორია გვასწავლის იმას, რომ ვერასოდეს ვერაფერს შეგვასმენს.
ერთი კაცის გამო გამრუდებული, დანგრეული, განადგურებული ქვეყანა კიდევ დიდხანს გვენდომება?!
კიდევ დიდხანს გვექნება სურვილი ერთ კაცს მივეყიდოთ და იმ ერთი კაცის სურვილს დავუქვემდებაროთ ყველაფერი? ის ერთი კაცი ვამჯობინოთ ქვეყანას და სამშობლოს?

ორი მცირე შენიშვნით დავამთავრებ:

90-იან წლებში მცირე ხნით ვიგრძენით თავისუფლება. მაშინ თავისუფლება იგრძნეს ბალტიისპირელებმაც.
ჩვენ ერთი სულგაყიდული, ერის სული რომ წაწყმიდა, იმ ერთი კაცის, ამოვარდნაძის გულის ღაზოს ვანაცვალეთ ქვეყანა და ხალხი. ქვეყანა დავანგრიეთ, გადავწვით... სამეგრელოს ეგზეკუცია მივუსიეთ და დავსაჯეთ... მხატვარს, 22 წლის ბიჭს ხელი კალაშნიკოვის „შტიკ-ნოჟით“ მოვახერხეთ და მერე 22 ტყვია დავახალეთ - ზვიადის სურათი რატომ დახატეო.
დედის წინ მისი ახალგაზრდა ბიჭი მოვკალით - დედა გვეხვეწებოდა, მე მომკალითო. არა, შენი შვილის სიკვდილი უნდა ნახოო... და, მოვკალით.
ყველაფერი ეს ჩავიდინეთ ერთი სულგაყიდული, კინაღამ უფუნქციოდ და ხელისუფლების გარეშე დარჩენილი არამზადის განდიდების გამო.
ბალტიისპირეთის ერთი რესპუბლიკა კი, ევროგაერთიანებაში და ნატოში ვინ შეიყვანა იცით? ვინ შეუძღვა, იცით?!... გაგიკვირდებათ, მაგრამ უნდა გითხრათ - მათი კომპარტიის ცეკას ყოფილი პირველი მდივანი!... დიახ, მათი ცეკას ყოფილი პირველი მდივანი.
ჩვენ კი, ცეკას ყოფილი პირველი მდივნის კეთილდღეობას ვანაცვალეთ ქვეყანაც, ხალხიც და მისი მომავალიც.

ბოლო შენიშვნა:
ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს ჩემი 2008 წლის ღია მიმოწერა და გზავნილები პირწიგნაკზეც და ეხო-მოსკვიზეც. ამას არც სატრაბახოდ ვამბობ და არც ვინმესთვის რაიმეს დასამტკიცებლად.
2008 წელს ომის დროს ერთი გადაკრული სიტყვაც კი არ მითქვამს მაშინდელი პრეზიდენტის ან ხელისუფლების წევრების მისამართით. ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ერთ სულ და ერთ ხორც თუ არ იქნა, წასულია მისი საქმე.
გახსოვთ ალბათ. არც თქვენ გაგიკრიტიკებიათ მთავრობა-ხელისუფლება.
ჩუმად გულში, ერთი, პოლიტიკაში გონებასუსტი, გენერლის ნათქვამი არ მომწონდა „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის“ შესახებ, არც ომის წარმოების კულტურა მომწონდა. არც ის მომწონდა, რომ არცერთი მინისტრის ან მაღალი ჩინოვნიკის შვილი, ძმისშვილი ან ახლობელი დაჭრილიყოს ან (ღმერთმა აცილოს და) დაღუპულიყოს ომში. არცერთი. რატომ?!... ხომ ხვდებით, რატომაც.
დიახ, მაშინ, ომში მყოფი ქვეყანა „ერთ სულ და ერთ ხორც“ ითხოვდა და მიიღო კიდეც.
დღეს რა ხდება?! დღეს რა, არ ვართ ომში?
„ერთ სულ და ერთ ხორც“ ვინ ჩივა, ევროპის გაერთიანებაში ყოფნას არ იმსახურებს ჩემი ქვეყანა და მისი მთავრობაო. გესმით, ძვირფასო მეგობრებო, ეს რას ნიშნავს?!...

მორჩა. მე, ალბათ, ევროგაერთიანების ვერდიქტამდე ამგვარი გზავნილებით აღარ შეგაწუხებთ.
იმედს არ ვკარგავ, რომ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს.
იმედს იმიტომ არ ვკარგავ, რომ ვიმსახურებთ ევროპულ ოჯახში ყოფნას.
ჩვენ არ ვართ ევროპის გერები - ჩვენ ევროპის განუყოფელი ნაწილი ვართ.
თუმცა ჩემი გულისტკივილი უნდა გავიმეორო - არ უნდა შეგვეტანა ახლა, სამთა პაკეტში, საქართველოს კანდიდატურა.
უტვინო პოლიტიკოსების, „ხალხი გაგვლანძღავს“-ო მშიშრების ნამოქმედარია ეს.
უნდა შეგვეტანა 2024 წელს და ათიოდე წელიწადში შევიდოდით ევროგაერთიანებაში.
რაც მოხდა, მოხდა - კალენდარს უკან ვერ დავაბრუნებთ.
ახლა, ყველამ უნდა ვიღონოთ და ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, რათა ევროკავშირმა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც ჩემს ქვეყანას ეკადრება.
ღმერთმა დაგლოცოთ ყველა, ვისაც ჩემი ქვეყანა სამშობლოდ მიგაჩნიათ, ვისაც არა მხოლოდ ანანურზე შემწვარი მწვადი გიყვართ, არამედ ანანურის კედელთან დაგდებული უბრალო ქვა გიყვართ და თქვენი სულის და სხეულის ნაწილად მიგაჩნიათ!
ღმერთმა დალოცოს საქართველო!

P.S. რატო ხარ ევროპაში და რატო რუსეთში არ გინდა და რატო ხარ და საერთოდ რატომ არსებობო - ამნაირების მკითხველებს, მაპატიეთ და, ვერ გამოვყვები. არც განვიკითხავ - მათ უარესი სჭირთ...

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747306780

ახალი ამბები

მტკვარში მაშველებმა კიდევ ერთი კაცის ცხედარი იპოვეს

მტკვარში, სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, კიდევ ერთი პირის ცხედარი იპოვეს. დაღუპული კაცის ცხედარი ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევას არ უკავშირდება, ის სხვა პერიოდში დაკარგული პირია. ინფორმაციას საგანგებ...

მტკვარიმტკვარი

1747306422

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადმოიდგმება შემხვედრი კონკრეტული ნაბიჯები

გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება შემხვედრი ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინი...

ირაკლი კობახიძე

1747306393

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 64-ვე მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

საკადრო ცვლილებები არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ...

ირაკლი კობახიძე

1747305230

ახალი ამბები

კალა-უშგულის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი...

ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

1747304823

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ჯო უილსონზე: რას უხდიან ამ ადამიანს, ან რა აქვს ჯამაგირი, რის ხარჯზეც ის ამდენ ტყუილს კადრულობს. საქართველოსთან მიმართებით მისგან ცილისწამება, ცილისწამებაზე მოედინება

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ამერიკელი სენატორის ჯო უილსონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ეხება. „რ...

დავით მათიკაშვილი