"ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ და სანამ შინ ცოლი სადილს უმზადებს, ქმარი საყვარელთანაა. გარყვნილებას ბევრი ფორმა აქვს, ეს ერთ-ერთია"
მხატვარი ლევან სონღულაშვილი, სოციალურ ქსელში "ოჯახის სიწმინდესა" და პრაიდის თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ოჯახის სიწმინდის დღეზე და პრაიდზედ:
უშუალოდ ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ და სანამ შინ ცოლი სადილს უმზადებს, ქმარი საყვარელთანაა, მეგობრების წრეში კი თავს იწონებს იმედგაცრუებული ქალების რაოდენობით;
ცოლები, რომელთაც ეს ინფორმაცია აქვთ, ან ეჭვობენ, დილემის წინაშე დგანან, სასწორზე დააყენონ ოჯახის სიმტკიცე, თავადაც გაიჩინონ საყვარელი, თუ გამართლება უპოვონ ქმრის საქციელს და მომავალ წელს ერთად შეეგებონ "ოჯახის სიწმინდის დღეს", - გარყვნილებას ბევრი ფორმა აქვს, ეს ერთ-ერთია.
პრაიდი, ის, რომ კონსერვატიულად განწყობილ საზოგადოებაში ეს უმძიმესი ტრაგედიაა, გასაგებია, თუმცა იგივე რელიგია, რომელიც მიმტევებლობას, სიყვარულს და სხვისი განკითხვის უუფლებობას ქადაგებს, მათგან განსხვავებული სოციუმის მიმართ აგრესიას, ძალისმიერ მეთოდებს, სისხლის ღვრასაც კი, არ ერიდება.
არაერთმა ოჯახიც შექმნა, თუმცა "ძველ ჩვევას" ვერ გადაეჩვია, მოგვიანებით, ოჯახი დაენგრა, ან ჯერაც ინარჩუნებს - აქ, ყველაზე მეტად ცოლ-შვილი მებრალება.
ამ დროს იტყვით, სახლის კარს არავინ უმტვრევს, შინ რაც უნდათ უკეთებიათ და პროპაგანდას ნუ ეწევიანო...
აქვე ვიტყვი, არსებობს ფაქტები, როცა სახლშიც შეუვარდნენ, სადარბაზოში ცემით იმსხვერპლეს, საუბრის მანერის გამო მის პროფესიონალიზმზე უარი თქვეს, ბულინგის მსხვერპლი გახდა, როგორც ოჯახში, ისე გარეთ.
და მაინც, გეთანხმებით, ზოგადად, ინტიმური ცხოვრების საჯარო სივრცეში დემონსტრირება და ეგზიბიციონიზმი, გადამეტებულია, თუმცა კანონი არეგულირებს სამოქალაქო ცხოვრების წესრიგს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანებში დაგროვილი აგრესია საყოველთაო სისხლისღვრად იქცეოდა, განსაკუთრებით, პოლარიზებულ გარემოში.
მინდა ყველამ სწორად გაიაზროს, რომ საქართველო გაცილებით მნიშვნელოვანი გარდატეხების წინაშე დგას, რომლის ტერიტორიაც ყოველწლიურად მცირდება, იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს, ისაკუთრებენ სოფლებს, კარ-მიდამოს, მძიმე სოციალური პირობებისა და განათლების ხარისხის ვარდნის, მსოფლიო პანდემიისა და მეზობელ ქვეყანაში ომის კვლალდაკვალ...
ბნელი ოკუპანტის პოპულისტური ნარატივი სულიერებაზე, ტრადიციებსა და სექსუალურ კოდექსზე ურტყამს იმ მასას, ვისი ღირებულებებიც, ერთი შეხედვით, ტრადიციებზე დგას, თუმცა ვერ იაზრებთ, რომ პუტინი სწორედ ამ ფასეულობებს ანგრევს და ეროვნული იდენტობის გაქრობას ცდილობს, რაც კამფეტივითაა შეფუთული.
ის ევროპა, რასაც მე და ჩემი მეგობრები ვეხებით, მხოლოდ სიმდიდრე და ძალაუფლება არაა, პირველ რიგში, ღირებულებებია, კანონის და ადამიანის უზენაესობა, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა, თანასწორობა, სოლიდარობა, და რაც მთავარია, მშვიდობა", - წერს სონღულაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
* საქართველოში კოვიდინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი
1790529939
ახალი ამბებიიონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!
„თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...
1790527143
ახალი ამბებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...
1790523869
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...
1790520378
ახალი ამბებიოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...
1790518047
ახალი ამბებიშიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული
„მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...































