"ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები მაშინ მოკლეს, როდესაც ქალაქი რუსეთის არმიას ჰქონდა დაკავებული" - „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტური გამოძიება

გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ შეისწავლა ქალაქ ბუჩას ქუჩების სატელიტური გამოსახულებები.

გამოცემის ინფორმაციით, ამგვარად, სატელიტური გამოსახულებების ანალიზი არ ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს, თითქოს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები მას შემდეგ მოხდა, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს.

"მშვიდობიანი მოქალაქეები მაშინ მოკლეს, როდესაც ქალაქი რუსეთის არმიას ჰქონდა დაკავებული და ცხედრები დასახლების ქუჩებში მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო.

ცხედრები ბუჩას ქუჩებში ჩანს 11 მარტს გადაღებულ სატელიტურ გამოსახულებებზე.

სხეული იმავე პოზაშია, რაც სამი კვირის წინ აღმოჩენის დროს", - აღნიშნავენ გამომძიებელი ჟურნალისტები.

ქალაქ ბუჩაში გუშინ იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, აღმოჩენილია 300-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრების ცხედარი, თუმცა მსხვერპლთა რეალური რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, რადგან ჯერ არ არის შემოწმებული ყველა სახლის სარდაფი და ეზო. 

ბუჩაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.

სხვა სიახლეები:

🔵 "ბუჩადან მოხდა ყალბი ვიდეოკადრების ინსცენირება ქუჩებში, რუსეთისთვის ძირის გამოსათხრელად" - სერგეი ლავროვი

🔵  "ზედამხედველობის სამსახურმა არც აცია, არც აცხელა და 2000 ლარიანი ჯარიმის ოქმზე ხელმოწერა მთხოვა...პუტინმა მოგიწეროთ ხელი" - ზუგდიდში "დროა"-ს აქტივისტმა გუბერნიის შენობას პროტესტის ნიშნად წითელი საღებავი შეასხა

🔵  "მტერი ერთმორწმუნე ვერ იქნება, ან ერთია ან მეორე, რადგან, არავის ძალუძს ღმერთსაც ემონოს და მამონასაც" - დედა სიდონია 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე