პუტინი ბირთვული ომისთვის ემზადება, რუსეთში მიწისქვეშა ქალაქს ამზადებს - უკრაინის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი

უკრაინის არმიის გენერალი და უკრაინის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, მიკოლა მალომუჟი უკრაინულ გამოცემა Obozrevatel-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბირთვული ომისთვის რუსეთის ხელისუფლება, შესაძლოა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისქვეშა ქალაქს ამზადებდეს.

მალომუჟი აცხადებს, რომ 17 მარტს რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილისკენ სახელისუფლებო ფრენები განხორციელდა. მისი თქმით, ეს ფრენები ბუნკერში გადასვლის გეგმაზე არაპირდაპირ მიუთითებს.

„თუ ასეთი ფრენები ნამდვილად იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადგილები პრაქტიკული გამოყენებისთვის მზადდება“, - განაცხადა სამხედრო გენერალმა.

მალომუჟი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა მიწისქვეშა საკონტროლო ცენტრები, სადაც თვეების განმავლობაში შეიძლებოდა ცხოვრება. საუბარია მიწისქვეშა ბუნკერებზე, რომლებიც ათეულობით მეტრის სიღრმის არიან და მიწისქვეშა ქალაქს ქმნიან.

გენერალი ირწმუნება, რომ რუსები მიწისქვეშა ქალაქის მოწყობაზე უკვე მუშაობენ, ამოწმებენ მიწის ქვეშ დამალულ სისტემებს.

მალომუჟი აცხადებს, რომ ამგვარ ბუნკერებში ყველა კომუნიკაციის სისტემაა, მათ შორის სხვა რეგიონებთან კონტაქტისთვის, ასევე გარე სამყაროსგან დამოუკიდებელი ენერგიის მარაგებიც და ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობაა შექმნილი, მათ შორის ჰაერის გამწმენდი მოწყობილობებიც. მისი თქმით, ამგვარ ბუნკერში ცხოვრება, სავარაუდოდ, 1 წლამდეა შესაძლებელი.

„საბჭოთა კავშირის დროს, რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტები სამხედრო ოპერაციებისას თავდაცვისთვის. შესაბამისად, რუსეთი ყოველთვის ცდილობდა დარწმუნებულიყო, რომ ეს [ბუნკერები] იმუშავებს, მათ შორის მსოფლიო ომისას.

ბირთვული ომის შემთხვევაში, იქ მიწისქვეშა საკონტროლო ცენტრებია, როგორც სახელმწიფო ასევე სამხედრო მეთაურებისთვის. ეს დახურული მიწისქვეშა ბუნკერებია. რამდენიმე ათეულობით მეტრის სიღრმის, მთელი ქალაქი. იქ სამხედრო და სამოქალაქო საკონტროლო ცენტრებია, რადგან მთელი ხელისუფლება იქ გადადის, არა მხოლოდ ჯარი.

საბჭოთა კავშირის დროს, ამგვარ ბუნკერში ცხოვრება 2-3 თვით იყო შესაძლებელი. მაგრამ ახლა უფრო თანამედროვე საშუალებებია. ამიტომ ჩემი აზრით, იქ დარჩენა 1 წლამდე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა უკრაინელმა გენერალმა.

მალომუჟის აზრით, პუტინი ბირთვულ ომს არ დაიწყებს, თუმცა პუტინი იაზრებს, რომ უკრაინაში ომმა შესაძლოა გლობალური კონფლიქტი გამოიწვიოს, რომელშიც NATO-ც ჩაერთვება.

„მე არ ვფიქრობ, რომ ბირთვული ომი იქნება. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ პუტინი მთელი სამყარო ამ ომის საშიშროების უკიდურეს ზღვარზე ეყოლება“, - აცხადებს მალომუჟი.

მანამდე სოციო-ეკონომიკური ინსტიტუტის დირექტორი, ილია ნესხოდოვსკი წყაროზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ პუტინი ლიკვიდაციის შიშის გამო დიდი ხანია კრემლში არ მისულა. ნესხოდოვსკი ირწმუნება, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ის განსაკუთრებით დაცულ ბუნკერში გადავიდა.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵"იტალიური ამბები - ნეტა მარტო ამ მონსტრის ჩაცმულობა იყოს ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში..." - მარი მახარაძე

🔵დღეს დიდი სირცხვილი ვჭამე - ჩამეძინა და... - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793635990

ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...

ზურაბ პატარაძე

1793633174

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა

„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...

ლევან მაჭავარიანი

1793630936

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას

„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...

ნინო წილოსანი

1793630392

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის

„გილოცავთ დიპლომატის დღეს. ეს დღე კარგი შესაძლებლობაა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა და დღესაც ემსახუ...

შალვა პაპუაშვილი

1793630102

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ

„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...

ნინო წილოსანი