"როდის დამთავრდება ომი უკრაინაში?" - ზელენსკის პასუხი
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში ომის ხანგრძლივობა და მშვიდობის დამყარება დამოკიდებულია ბრძოლის ველზე უკრაინელების ბრძოლისუნარიანობაზე და მტკიცე მხარდაჭერაზე, როგორც მორალურად ისე იარაღით.
"დარწმუნებული ვარ, პერიოდულად ხედავთ მედიაში, უკრაინულსა და დასავლურში, შეტყობინებებს იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ეს ომი.
ზოგი ამბობს რამდენიმე კვირას;
ზოგი რამდენიმე წელს.
აუცილებელია, გავითვალისწინოთ რუსეთზე გავლენის მქონე ინსტრუმენტების ეფექტურობა, რომელსაც იყენებს უკრაინა და მთელი ჩვენი ანტისაომარი კოალიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
მე ყოველთვის ვეუბნები ყველა ჩვენს პარტნიორს, ვისთანაც ამ საკითხს განვიხილავ, რომ მშვიდობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული უკრაინის მხარდაჭერის ოდენობაზე.
თუ ვინმე მეუბნება: ერთი წელი ან წლები, მე ვპასუხობ: შენს ხელშია, ომი გაცილებით ხანმოკლედ აქციო.
რაც უფრო მეტს და სწრაფად მივიღებთ ყველა იმ იარაღს, რომელიც მოვითხოვეთ, მით უფრო გაძლიერდება ჩვენი პოზიციები და უფრო მალე დამყარდება მშვიდობა;
რაც უფრო მეტს და მალე მივიღებთ მოთხოვნილ ფინანსურ მხარდაჭერას, მით უფრო მალე იქნება მშვიდობა;
რაც უფრო მალე აღიარებს დემოკრატიული სამყარო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგო და მისი საბანკო სექტორის სრული ბლოკადა არის არსებითი ნაბიჯი მშვიდობისკენ, მით უფრო მალე დასრულდება ომი.
ზოგადად, დემოკრატიულმა სამყარომ უნდა გადაწყვიტოს, რომ რუსეთისთვის ფულის გადახდა ენერგორესურსებისთვის არის ნამდვილად ფულის გადახდა დემოკრატიის განადგურებისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს კიდევ ერთი სოფელი და ამ დრომდე იქ შესაბამისი სამსახურები დანაღმული ტერიტორიების გაწმენდას განაგრძობენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1777313192
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე: როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ
როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხ...
1777312639
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ - მწარდებიან, რომ მათი სახე დაინახა საზოგადოებამ, რეალურად ვინ არიან
არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ო...
1777309893
საზოგადოებაიონათამიშვილი: „ნაცებმა“ და მისმა სატელიტებმა მდინარაძე დააქვეითეს - სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი აკოორდინირებს სუსს, შსს-ს, სდსს-ის, ასევე, მისი კომპეტენციაა კოორდინაცია პროკურატურასთან, აუდიტის სამსახურთან და სასამართლოსთან
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას ეხმიანება და პარ...
1777309464
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა
არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უ...
1777309108
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, სადაც დაემატება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა - მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენა
მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენები და უკვე მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში ცვლილება შევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...


























