სასურველი წონა სწორი კვების მარტივი მეთოდებით - ექსკლუზიური ინტერვიუ მამუკა რაშოიანთან
ჭარბი წონა - პრობლემა, რომელიც უამრავ დაავადებას იწევს და ორგანიზმში მავნე ნივთიერებების გააქტიურებას უწყობს ხელს. მართალია, ყველას აქვს უფლება ისე გამოიყურებოდეს, როგორც სურს, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ, რამდენად დიდი საფრთხის შემცველია წონის ნორმიდან გადახრა. პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ რისკები, რომელსაც ჭარბი წონა ორგანიზმს უქმნის. სწორედ, აქედან გამომდინარეობს მიზანი, რომლისკენ წარმატებით სვლასაც სურვილისა და ნებისყოფის მტკიცე ტანდემით შევძლებთ.
არაერთი გამოკითხვისა და კვლევის შედეგად, დგინდება, რომ თვითნებური დიეტები აზიანებს, როგორც ორგანიზმს, ასევე, მას ხელს უშლის "სილამაზისთვის გაღებული მსხვერპლით" მიღებული შედეგის შენარჩუნებაში. მაშინ, როცა ინტერნეტსივრცეში დიეტების მრავალფეროვნებაა, ჩვენ ძირითადად, ისეთი რეჟიმით შედგენილ დიეტას ვირჩევთ, რომელიც მცირე დროში, სასურველი შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება. მეთოდები, რომლებსაც აქტიურად ვიყენებთ, შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
თუკი აქამდე, ჩვენზე მანიპულირება ციფრებით ხდებოდა და დიეტის დროს სასწორი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, აღმოჩნდა, რომ თურმე, სწორი კვების შემთხვევაში, მისი არსებობა საერთოდ უნდა დავივიწყოთ. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი მოგვიყვება, რატომ უნდა ვიკვებოთ სწორად? რა როლს ასრულებს წყალი ჩვენს ყოველდღიურობაში? რა ზიანი მოაქვს ორგანიზმისთვის ხელოვნური კლების მეთოდებს? და ა.შ. როგორც აღმოჩნდა, პროდუქტების აკრძალვებით ორგანიზმზე განხორციელებულ დიქტატურას, დიდი ვერაფერი შედეგი აქვს. უფრო მეტიც, სწორი კვების რაციონიდან, არც ტკბილეულის და არც ცომეულის ამოღება არ გვიწევს. მამუკა რაშოიანი გაგვიზიარებს მის 17 წლიან გამოცდილებას, თუ როგორ შევძლებთ სასურველი წონის მიღწევას, სწორი კვების მარტივი მეთოდებით.
- ყველაფერი, მოყვარულის დონიდან დავიწყე. 32 წლის ვარ და მაშინ პოპულარული იყო დიდი კუნთები. მე და ჩემმა მეგობარმა დავიწყეთ ფიტნეს-კლუბში სიარული. დაგვიწერეს პროგრამა და ჩვენით ვვარჯიშობდით, რადგან არ ვიყავით გათვითცნობიერებული. შესაბამისად, მოგვიწია ყველანაირი ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება, დანარჩენი ავითვისეთ ჩვენით. ყველა ყურადღებას აქცევდა კვებას სხეულის განვითარებისთვის. უცხოეთშიც ვიყავით და კვალიფიკაციის ასამაღლებლად საქართველოშიც გავიარეთ სწავლება. შემდეგ განვვითარდით და სწორ კვებასთან დაკავშირებული ყველა სფეროს ნელ-ნელა შესწავლა დავიწყეთ. დავამთავრე საექთნო. ინკლუზიური განათლებაც მივიღე, სადაც აუტიზმის სპექტრის მქონე და ალცაიმერ ბავშვებთან მიწევდა მუშაობა. გარდა ამისა, ყაზახეთსა და უკრაინაში ვარ ნამყოფი, იქაური ტრენინგები და სემინარები გავიარე, ასევე, თურქეთში - მარკეტინგის და ფსიქოლოგიის ტრენინგები, ახლა, უკვე იტალიაში გავიარე მასაჟის კურსები, რამდენიმე დღის წინ მქონდა ბოლო გამოცდა, მომცეს საერთაშორისო დიპლომი, რომლითაც შემიძლია 16 ქვეყანაში ვიმუშაო. "ჩაკეტილობის" დროსაც არ ვიყავი ჩემი საქმის გარეშე, გავიარე ფარმაკოლოგიური კურსებიც. იანვარში ვაპირებ, კიდევ, რამდენიმე კურსის გავლას, მინდა იტალიური "ოსის" საბუთის აღება სამედიცინო სფეროში. ასევე, გავლილი მაქვს კურსები აღმოსავლურ, იგივე ტიბეტურ მედიცინაში. 5 წელი ვმუშაობდი და თან, ვსწავლობდი. სწორედ, ამის შემდეგ დავიწყე კვების რაციონის შედგენა. რასაკვირველია, მანამდე სპორტში ვიყავი და სპორტულ რაციონს ვადგენდი, მაგრამ არა ისე, როგორც ახლა. ადრე, საქართველოში ჩამოსული იყვნენ ტიბეტელი ბერები და უშუალოდ მათთან მქონდა ურთიერთობა. ბაზალეთის ტბაზე გვქონდა 10-დღიანი სემინარი, რომელიც 6 წლიან სასწავლო კურსს უდრიდა. ვსწავლობდით ყაზარმული რეჟიმით, ყოველგვარი დამხმარე ტექნიკური ინვენტარით, ძირითადად გონებრივი დაღლა იყო. სულ ახლახან, მქონდა შემოთავაზება იტალიელი "ნუტრიციონისტებისგან", რათა მათთვის გამეზიარებინა ჩემი კვებითი ჩვევის დარეგულირების "საიდუმლოებები", რომ გაევლოთ კურსები და ჩემგან მიეღოთ შესაბამისი სერტიფიკატი.
- როგორ გახდით ემიგრანტი?
- ემიგრაციაში წამოსვლა მომიწია, რადგან საქართველოში სპორტ-დარბაზებმა მუშაობის საშუალება არ მომცეს. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვიურად 15-18 ინდივიდუალური მოსწავლე მყავდა, დარბაზს კი ვუხდიდი პროცენტს, მაგრამ შიდა "სტაფს" არ ჰყავდა იმდენი მოსწავლე, რამდენიც მე. მოხდა ისიც, რომ მათი მოსწავლეები ჩემთან მოდიოდნენ, იყო ასეთი ფაქტებიც, მაგრამ მე მათთან გარკვეული მქონდა ის საკითხი, რომ "სტაფის" მომხმარებლებს არ მივიღებდი, რადგან ეს არასწორია, დაუშვებელია. მე შემომყავდა ხალხი გარედან და მათთან ვმუშაობდი ძირითადად. ამის შემდეგ, მათ გაზარდეს პროცენტი და თუკი ერთი მოსწავლე მიხდიდა თვეში 300 ლარს, დარბაზის ხელმძღვანელობამ 150 ლარის გადახდა მომთხოვა. არ მიღირდა ასე მუშაობა, შემდეგ არაერთი უსიამოვნება შემემთხვა და მომიწია დარბაზის დატოვება. 15 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ყველგან, სადაც კი შემეძლო მემუშავა. ხან მამას ვეხმარებოდი დისტრიბუციაზე, ელექტროობაზეც მიმუშავია, მშენებლობაზეც, ბენზინგასამართ სადგურებზე, რომ მე ჩემი შემოსავალი მქონოდა. შემდეგ დედას ჯანმრთელობის პრობლემები შექმნა და ბანკიდან ბანკებში დავრბოდი, მეგობრებიც მეხმარებოდნენ, საბოლოოდ კი ემიგრაციაში წამოვედი. ზოგადად, საქართველოდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს, აქ, ლანგრით არავინ არაფერს მოგართმევს. იმ ფიქრებით ჩამოვედი, რომ ვიცოდი რაზედაც მომიწევდა მუშაობა, ვიცოდი, რომ 24 საათიან სამსახურში მოხუცის მომვლელი ვიქნებოდი, მაგრამ ამას არ დავუბრკოლებივარ, პირიქით, განსაკუთრებული ძალა ვიპოვე აქ. ასევე, ძირითადი სამსახურის პარალელურად, მინდოდა დამოუკიდებლად დამერეგულირებინა კვებითი ჩვევა, მევლო დარბაზში იმ 2 საათის განმავლობაში, როცა დასვენების დრო მექნებოდა. როცა ემიგრაციაში მოვდიოდი, მზად ვიყავი ნებისმიერ სამსახურში მემუშავა. "სადაც არ ხარ, იქ, ყველგან კარგია". ალბათ იცით, რომ იტალიაში მამაკაცების დასაქმება არ არის მარტივი. მხოლოდ გერმანული და ინგლისური ვიცოდი და ენის ბარიერიც მქონდა. თავდაპირველად დროებითში შევედი. შემდეგ კი ასე, ნელ-ნელა ავეწყვე.
- რაც შეეხება, უკვე ყველასთვის კარგად ცნობილ ფრაზას "კვება მამუკასთან ერთად". რა შედეგები და ეფექტები აქვს მამუკას რაციონით სწორ კვებას?
- პირველ რიგში ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ადამიანმა რაც არ უნდა მოინდომოს, არ არსებობს, რომ ვერ დაძლიოს. არიან ადამიანები, რომლებიც დღეში 3-4 სამსახურში მუშაობენ და არ აქცევენ ყურადღებას თავიანთ ჯანმრთელობას. თითქმის ყველა პლატფორმაზე, სადაც კი რაიმე სახის აქტივობა მაქვს, ყველგან ყველას მოვუწოდებ, რომ მიხედონ ჯანმრთელობას, რადგან თუკი, საქართველოში ადამიანები ავადდებიან გულით და სისხლძარღვებით, იტალიაში ავადდებიან გონებით, სტრესით და ძვლებით. სტრესი ძალიან ბევრ რამეს იწვევს: თმის ცვენას, ჭარბწონიანობას, ჰორმონალურ პრობლემებს, ციკლის არევას და ზოგადად, ჯანმრთელობის შერყევას. მე, რომ ვყოფილიყავი საქართველოში და იქიდან მემუშავა ემიგრანტებზე, ვიქნებოდი მოტყუებული. გვიყვარს წუწუნი, არ გვაქვს ფული, არ გვაქვს საშუალება, ვმუშაობ 3-4 სამსახურში და როგორ გავაკეთო ეს ყველაფერი?!" ჩამოვედი იტალიაში, თითოეულის გრაფიკი თითქმის ვიცი, მათ გრაფიკზე ვაწყობ კვებით ჩვევას. სასურველია კვების რაციონის შედგენა, ორგანიზმში არსებული მდგომარეობების გარკვევის შემდეგ მოხდეს, მაგრამ ჩვენებს არ უყვართ ჯანმრთელობის კონტროლი. პირობითად, რომ ვთქვათ, იტალიელები ყოველ 6 თვეში ერთხელ დადიან ექიმთან და აკონტროლებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ქართველები კი თვეში ერთხელ იკეთებენ "შილაკს", (იცინის). ამიტომ მიწევს ხოლმე მათთან "ჭიდაობა". მომხმარებლის მონაცემებზე ინფორმაციის მისაღებად, მაქვს 22 საკითხიანი კითხვარი, რომელიც, სწორი კვების რაციონის მსურველმა უნდა შეავსოს და ამის შევსებაც კი ეზარებათ ზოგჯერ. ყოფილა შემთხვევები, როცა კონსულტაციის შემდეგ, ინდივიდუალური რაციონი დამიწერია კონკრეტული ადამიანისთვის, მას მიუცია მისი მეგობრისთვის, ან ნაცნობისთვის და სასურველი შედეგი არ ჰქონია. პირობითად: ჩემი ინდივიდუალური რაციონით მომხმარებელმა 9 კგ დაიკლო, მისმა ახლობელმა 4-5. ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია, და სჭირდებათ კონსულტაცია, შესაბამისი რაციონი და ა.შ. თუკი ადამიანს აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემა და ჯერ ამ პრობლემას არ მოაწესრიგებს, იქ ნებისმიერ კვების რაციონს, რაც კლებას უკავშირდება, შედეგი არ ექნება. შედგენილი მაქვს 10, 15, 30 და 45-დღიანი რაციონები - შესაბამისი ფასებით. პირველი, ყველაზე "ჭკვიანური" კითხვა, რაც ადამიანს ებადება - პირობითად: 10 დღეში რამდენს დავიკლებ? როგორც იცით, არსებობს არაერთი დიეტა, რომელიც სწორი კვების სახელს ამოაფარეს, იქ, თუ მიუთითეს გარკვეულ ვადაში მიღებული შედეგის კილოგრამები ციფრებით, ეს არის მარკეტინგული გათვლა, რომ მათ მეტი მომხმარებელი ჰყავდეთ. სინამდვილეში, არავინ არ იცის, ვინ რამდენს დაიკლებს ამა, თუ იმ ვადაში. მაგალითად, ჩემი რაციონით, მამაკაცები ძირითადად, იკლებენ 1-იდან 23 კგ-მდე. ქალები 1-იდან 18 კგ-მდე. კვებითი ჩვევა უნდა დაიწეროს კონკრეტული ადამიანის გრაფიკიდან და ორგანიზმში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ, წინასწარ ვერ ვეუბნები ვინ რამდენს დაიკლებს, რადგან კლება, ისევე, როგორც კვების რაციონი, არის ინდივიდუალური. ყველაფერს სჭირდება ვადები, რადგან, ჩვენს ორგანიზმში არსებულ ორგანოებს აქვთ აქტიურობის და პასიურობის დროები.
- თუკი, ადამიანს მოკლე დროში სასურველი შედეგის მიღება სურს, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ (მოკლე დროში) მიაღწიოს?
- ყველაფერი დამოკიდებულია მეტაბოლიზმსა და ნივთიერებათა ცვლაზე. პირველ რიგში, ადამიანმა უნდა მოუსმინოს თავის ორგანიზმს. მაგალითად, თუ ადამიანს ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება აქვს, არ უნდა გაამკაცროს რაციონი, რადგან ამ დროს, ორგანიზმს ისედაც აქვს პრობლემა და იწვევს კუჭ-ნაწლავისა და ციკლის ფუნქციის დარღვევას. არავის არ ვურჩევ ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის გაკეთებას, თუკი არ არის სიმსივნური. მქონია შემთხვევა, მომხმარებელს ჰქონია ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა და სწორი კვების შემდეგ, ანალიზების შედეგები გასაოცრად პოზიტიური ყოფილა. შეიძლება ითქვას, სწორი კვება, არის გზა ჯანმრთელობისკენ, რადგან არაერთი ქრონიკული დაავადება შეგვიძლია შევამსუბუქოთ და უკეთეს შემთხვევაში, საერთოდ გავაქროთ ორგანიზმიდან. დიაბეტის დროს, ადამიანი იღებს წამალს, რომ ორგანიზმში შაქრის დონე დაარეგულიროს, მაგრამ აუცილებელია სწორად იკვებოს. ახლა, პრაქტიკაში პირველად, მაქვს ძალიან რთული დაავადების მქონე პაციენტთან ურთიერთობა, იანვრიდან უნდა დავეხმარო სწორი კვების რაციონის შედგენით, რომელსაც საკმაოდ სპეციფიკური მიდგომა სჭირდება. ამიტომაც ვამბობ, რომ ზეპირი და თვითნებური დიეტების გაკეთება არ შეიძლება. ყველა კვებითი ჩვევა უნდა დარეგულირდეს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ყველას ანალიზებს ვერ ვთხოვ, ემიგრანტებს განსაკუთრებით, რადგან მათ უმრავლესობას საბუთი არ აქვს და ვერ ახერხებენ ანალიზების გაკეთებას. ყველა ასაკს თავისი წონა აქვს, რადგან იცვლება ორგანიზმი, სხეული, ორგანოები და ა.შ. მომხმარებლის დაჟინებული მოთხოვნით დამიწერია კვებითი ჩვევა, ჰქონდა შედეგი, მაგრამ იმდენი არა, რაც მას უნდოდა, წასულა და უთქვამს, რომ ჩემი შედგენილი სწორი კვების რაციონით ვერ მიუღია სასურველი შედეგი, თუმცა, ის ადამიანი არასდროს დამკავშირებია. გარდა ამისა, სწორი კვების დაწყებამდე, აუცილებელია ანალიზების გაკეთება, რომ ორგანიზმზე მორგებული რაციონი შევადგინო.
- რა განსხვავებაა დიეტასა და სწორ კვებას შორის?
- სწორ კვებაში არ არის აკრძალვები, ხოლო დიეტაში უამრავი აკრძალვა გვაქვს. პირობითად, ტკბილეულის, ცომეულის მიმართ. სწორი კვების პრინციპი, რომელსაც მე ვადგენ, ეს არის ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსი. აქ, არ ხდება არც დროში და არც პროდუქტებში შეზღუდვა. პროდუქტები რეგულირდება თითოეული ორგანიზმის ფუნქციონირებიდან გამომდინარე. თუკი, რომელიმე კონკრეტული დიეტა, იმ კონკრეტულ დროს, ორგანიზმიდან სითხის გამოდევნის შედეგად, წონაში აკლებინებს, მაგრამ მას არ აქვს ხანგრძლივი პერსპექტივა, რადგან შესაძლოა წონა 1 კვირაში "გაიყინოს" და ვერც დაკლებულის შენარჩუნება მოხერხდება, რადგან ასეთი დიეტების დროს, პრობლემური ზონიდან ცხიმის განდევნა არ ხდება. ყველა დიეტის დროს, სხეულის კლება ხდება სახიდან დაბლა. შესაძლოა, ადამიანმა დიეტის დროს დაიკლოს წონაში და სასწორზეც აისახოს, თუმცა, ვიზუალურად, ვერ შეატყობს სამოსზე. ახლა ავიღოთ სწორი კვების ვარიანტი, როცა ადამიანი იკლებს, ვიზუალურად საკმაოდ შესამჩნევიცაა მისი შედეგი და 2-3 ზომით ნაკლები ტანსაცმელიც აცვია, თუმცა სასწორზე შესაძლოა ის შედეგი არ აისახოს, რაც გარეგნულად ეტყობა. ანუ, სწორი კვება ბევრად ეფექტურია, ვიდრე, დიეტა. ვიზუალური მოცულობა არის მნიშვნელოვანი და სხეულის ფორმირებაც აშკარად, შესამჩნევი ხდება.
- როგორ ყალიბდება სხეულის ფორმები სწორი კვების, ან დიეტის შემთხვევაში?
- დიეტის დროს, თუ ადამიანი იკლებს არაპროპორციულად, შესაბამისად, მატებაც ხდება არაპროპორციულად და უშნოდ. ცხიმი შესაძლოა, იმ პრობლემურ ადგილებში ჩაჯდეს, სადაც ადრე არ გვქონდა: მუცლის დიაფრაგმაზე, ან მენჯებთან. არის შემთხვევები, როცა ფეხები თხელია, მაგრამ ზედა ტანი საკმაოდ სქელი. ესეც დიეტის არასწორად გაკეთების შედეგია. სწორი კვების შემდეგ, სხეული თანაბრად იკლებს და ფორმებიც უფრო ლამაზდება. ვინტერესდები, ასევე, პარამეტრებითაც (მკლავების, მკერდის, მუცლის და მენჯების), რომ შემდეგ მოხდეს შედარება. თუ, კვებითი ჩვევა სწორად დარეგულირდება შედეგი აუცილებლად დადებითი იქნება. თუკი, ჩემ დაწერილ სწორი კვების რაციონის მომხმარებელი თვითნებურად შეცვლის, თავისებურად გაამკაცრებს კვებით ჩვევას, რაციონიდან ამოიღებს ან შეამცირებს ულუფას, მეტად დაკლების მიზნით, ეს გამოდის უკვე დიეტა. ამ შემთხვევაში, მისი წონაში კლების პასუხისმგებლობა მე არ დამეკისრება. აუცილებლად, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ, რაც უფრო მეტად დაისტრესება ორგანიზმი, მით მეტად ჯიუტდება წონა და ფერხდება კლების პროცესიც.
- დიეტის შემთხვევაში, შედეგი სწრაფად აისახება, როგორც სასწორზე, ასევე ვიზუალურადაც. სწორი კვების შემთხვევაში, შედეგები ხანგრძლივ დროს საჭიროებს. რომელ შემთხვევაში ხდება დაკლებული წონის შენარჩუნება?
- ცხიმის წვას სჭირდება დრო. რაც უფრო მყარადაა ჩალაგებული ცხიმი პრობლემურ ზონებში, მით მეტად რთულია მისი დაწვა. ეს ადამიანზეა დამოკიდებული. როცა ორგანიზმი "ნატანჯი" და დასტრესილია სხვადასხვა დიეტებით, შესაძლოა, სწორი კვების დროს, მოკლე პერიოდში, შედეგი არ ჰქონდეს. სასწორი საერთოდ უნდა დაივიწყოთ, როცა სწორი კვების შედეგებზე ვსაუბრობთ. ამ შემთხვევაში კლების დროს, ადამიანი აუცილებლად იგრძნობს სიმსუბუქეს, შიდა ცხიმოვანი ფენა ჩამომდნარია და ორგანიზმიდან გადის. როცა ცხიმი იშლება და მისი განდევნა ხდება ორგანიზმიდან, შემდეგ იწყება მოცულობითი კლება. არის ალბათობა იმისა, რომ 10 დღეში ადამიანი ნახევარი ზომით შემცირდეს, მაგრამ კლება ჰქონდეს 1 კგ. ეს არ არის საგანგაშო. სწორ კვებას სჭირდება პოზიტიური მიდგომა, რადგან ყველაფერი მოდის გონებიდან. როდესაც დიეტის დროს, ადამიანი მიაღწევს სასურველ წონას, შენარჩუნების მიზნით, ამკაცრებს რაციონს, რაც მიუღებელია. სწორი კვების შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია გააგრძელოს კვება, ისე, რომ დარღვევა და რაციონის არევა, დიდად არ აფერხებს დაკლებული წონის შენარჩუნების პროცესს. მთავარია ამას სისტემატური სახე არ მისცეს. აქედან გამომდინარე, სწორი კვებით მიღებული სასურველი შედეგის შემდეგ, დაკლებული წონის შენარჩუნებისას, პირიქით, ვამსუბუქებთ რაციონს.
- წყალთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა. სინამდვილეში რა ხდება, წყალი ჭამის შემდეგ უნდა მივიღოთ, თუ ჭამამდე?
- ორგანიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია წყლის ბალანსი. ბევრი მითი არსებობს: "მიიღე დილით დიდი რაოდენობის წყალი და შემდეგ არ დალიო", "18:00 საათის შემდეგ, არ შეიძლება წყლის მიღება" და ა.შ. როცა ორგანიზმის 24 საათის მანძილზე მუშაობს, მისთვის აუცილებელია წყალი. ჯანმრთელ ადამიანს, შეუძლია წყალი მიიღოს კვების პერიოდშიც, ჭამამდე და ჭამის შემდეგაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კლებაში შეუშლის ხელს. ხოლო, როცა არის კუჭ-ნაწლავის პრობლემა, ან, რაიმე სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, ჯობია დაიცვან დრო, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამის შემდეგაც იგივე პერიოდით. გააჩნია, როგორია მისი კუჭის მოქმედების ფლორა.
- სოციალურ ქსელში, არაერთი სივრცეა, სადაც, სწორი კვების შემდგენელი ფიტნესს ინსტრუქტორებისა, თუ დიეტოლოგების მიერ შემოთავაზებულ რაციონებს ვხვდებით შესაბამისი შინაარსის ჯგუფებში. ზოგის რაციონი მკაცრია, ზოგის - მარტივი. როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი, რომელი დაეხმარება მას სასურველი შედეგის მიღწევაში?
- გეთანხმებით, ხალხი გაურკვევლობაშია. თუ, მამუკა არ კრძალავს ცომს და ტკბილს და ჩემ მიერ შედგენილი სწორი კვების რაციონით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ცომიც და ტკბილიც, იბნევიან და ვერ იგებენ რა ხდება. საბოლოო ჯამში კი ინტერნეტში მოძიებულ, ან მეგობრის რჩევით გათვალისწინებულ დიეტებს იცავენ. რომ არ დაირღვეს ძილისა და ზრდის ფუნქციები, ტკბილი უნდა მიიღოს ადამიანმა, რადგან მის ჰორმონს სჭირდება ეს. დიეტებისგან გამომდინარე, ხალხის უკუჩვენებებს, რომ ვისმენ, ძირითადად ძილთან დაკავშირებულ ფაქტებზე კეთდება აქცენტები. "ღამით კარგად მეძინა, მაგრამ დილით გავიღვიძე დაღლილმა", "ოთახიდან ოთახში გავედი, მაგრამ რისთვის გავედი არ მახსოვს", "გესაუბრები, მაგრამ ტელეფონს ვერ ვპოულობ", როცა ტელეფონი ყურთან აქვს. ეს პრობლემები ჩნდება, არასწორი კვებითი ჩვევისგან დასტრესილი ორგანიზმიდან გამოდევნილი ვიტამინების ფონზე, რომელსაც ღეჭვადი პროდუქტებიდან იღებს ადამიანი. როცა ვინმეს ტკბილის გარეშე არ შეუძლია, მე ვუწერ მას რაციონში, რომ შეუძლია მიიღს ტკბილი და უკვირს. ხშირად ისე ყოფილა, რომ თვეში ორჯერაც არ მონდომებია მას ტკბილი მიეღო. აქედან გამომდინარე, ორგანიზმი არ უნდა დავსტრესოთ აკრძალვებით, ხოლო, რაც შეეხება სასურველი შედეგის მიღწევას, ამაში სწორად შედგენილი კვების რაციონი და მხოლოდ საკუთარი თავი და მონდომება დაგეხმარებათ.
- როგორ ადგენთ ამა, თუ იმ პროდუქტის შეთავსებებს?
- კვებითი ჩვევის დარეგულირების ჩემი პრინციპი არის ის, რომ ვითვალისწინებ თითოეული ორგანოს მუშაობის ფუნქციას, ვისთან როგორ მუშაობს და მეორე - პროდუქტების შეთავსებას. მაგალითად, ვისაც ნაღველზე აქვს კენჭები, მისი კვების რაციონიდან უნდა იქნეს ამოღებული რძის პროდუქტი. სწორი კვების მთავარი პრინციპია, პროდუქტების სწორი კომბინაცია.
- სწორ კვებას + ვარჯიში, თუ სოწორი კვებით მიღწეული სასურველი შედეგი და შემდეგ ვარჯიში?
- სწორი კვება და + ვარჯიში, თუმცა სასწორის გარეშე. როცა ჩვენ სავარჯიშოდ დარბაზში მივდივართ, უნდა გვქონდეს გაწერილი პროგრამა ტრენერის მიერ და არა თვითნებურად. სწორედ, ამის მიხედვით უნდა შედგეს კვებითი ჩვევა. კვებით ჩვევას, თუ დავარეგულირებთ ვარჯიშთან ერთად, გვექნება ბევრად უკეთესი და ხარისხიანი შედეგი. არ უნდა ვიყოთ "ჩაციკლული" სასწორზე, რადგან ვარჯიშის დროს, კუნთი იმატებს. როცა ვარჯიშით ვხარჯავთ კალორიებს, ვტანჯავთ სხეულს და ვსტრესავთ კუნთს, ამ ყველაფერს სჭირდება აღდგენა. შესაბამისად, სჭირდება სწორად დაბალანსებული კვებითი ჩვევა და ძილი 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე. ძილის პირველი განაკვეთია ორგანიზმის მოწესრიგება-აღდგენა, მეორე არის ძილის ღრმა ფაზა და მესამე - გამოფხიზლების პერიოდი, როცა ორგანიზმი ფხიზლდება. როცა ჩვენ ვიღვიძებთ 06:00-07:00 საათზე, ორგანიზმი გამოფხიზლებას იწყებს 08:00 საათზე. ჩვენ შეიძლება ფიზიკურად გვეღვიძოს, მაგრამ ორგანიზმს სძინავს. ჩვენ გამოსაფხიზლებლად, ხშირ შემთხვევაში, ვსვამთ ყავას, რა დროსაც ორგანიზმი ისტრესება.
- წონაში კლების ხელოვნურ მეთოდებზეც, რომ ვისაუბროთ: როგორ აზიანებს ორგანიზმს მედიკამენტებით წონაში დაკლების მცდელობა?
- ყველა ასეთი მედიკამენტი არის ტოქსიკური. თითოეულს შეუძლია, როგორც ორგანიზმის მოწესრიგება, ასევე, ფუნქციის დაკარგვაც. ხელოვნურად დაკლების სურვილის შემთხვევაში მიღებული ესა, თუ ის მედიკამენტი ორგანიზმიდან გამოდევნის სითხეს, თუმცა, კვება მაინც დასაცავია. ასევე, პირველ რიგში, აუცილებელია გამოკვლევები, რომ რომელიმე კონკრეტულმა გასახდომმა საშუალებამ ორგანიზმი არ დააზიანოს. პრეპარატები ორგანიზმიდან გამოდევნიან დიდი რაოდენობით სითხეს, მაგრამ ეფექტისთვის, აქაც საჭიროა სწორი კვება. ეს გარკვეულწილად საშიში პროცესიცაა, რადგან ორგანიზმიდან ხელოვნურად გამოდევნილ ნებისმიერ რამეს, ისევ ხელოვნურად მიიღებს ორგანიზმი, მაგრამ რაღაცის დაზიანების ხარჯზე. მაგალითად, როცა ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხე ხელოვნურად გამოედინება, ზიანდება თირკმელი და კუჭ-ნაწლავი. ეკარგება ფუნქცია, გამოდის სილა, ჩნდება კენჭები, რაც იწვევს წონაში მატებას და ორგანიზმში წყლის შეკავებას. არის ალბათობა იმისა, რომ ბევრს დაურბილოს ლიმფური ჯირკვლებიც კი. ანუ, როცა ადამიანი იკლებს, მაგრამ შეშუპებულია, რადგან საჭირო რაოდენობის შარდს ვერ გამოყოფს ორგანიზმი და ა.შ.
რჩევა მამუკასგან:
პირველ რიგში, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას; მოუსმინეთ ორგანიზმს; სწრაფად დაკლების მიზნით, არ დაიცვათ თვითნებური დიეტები; შეძლებისდაგვარად, იკვებეთ სწორად და დაიცავით ზომიერება; არ აქვს მნიშვნელობა დაკლება გჭირდებათ, მომატება, თუ შენარჩუნება, გამოიკვლიეთ ორგანიზმი და შემდეგ დაიცავით სწორი კვება; აუცილებლად აკონტროლეთ წყლის ბალანსი, რომ მოწესრიგდეს მეტაბოლიზმი...
გისურვებთ ჯანმრთელობას!
მზეკო ჟვანია - იტალია/რომი
რუბრიკის, "წეროები მიფრინავენ" სპონსორია კვება მამუკასთან ერთად
სწორი კვება - გზა ჯანმრთელობისკენ!
1732133126
ჰოროსკოპი21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი სასიცოცხლო ენერგია მცირდება, ამიტომ ძალას უსარგებლო ამბებზე ნუ დახარჯავთ და მთელი ყურადღება მნიშვნე...
1732131961
სოციალური მედიალელა მებურიშვილი ბუკინგემის სასახლეში გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც დიდი ხანია ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს, მიმდევრებს ხშირად ანებივრებს მისი ცხოვრების ამსახველი ულამაზესი ფოტოებით. ამჯერად მსახიობმა ბუკინგემის სასახლეში გადაღებუ...
1732129152
ჰოროსკოპი„თუ ხარ ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა და დოკუმენტებს ელოდებოდა, ძალიან მალე ეს საქმე მოგვარდება“ - რას ამბობს მარიამ ციმინტია
ექსტრასენსი, ეზოტერიკოსი, ნათელმხილველი მარიამ ციმინტია საზოგადოებისთვის თავისი ზებუნებრივი ძალებით ძალიან კარგადაა ცნობილი. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ბევრი გამომწერი ადევნებს თვალს. ამ...
1732123567
სოციალური მედიამაკა ზამბახიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს - „ულამაზესი და დახვეწილი“
მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფ...
1732118502
სოციალური მედიაბათუმში 5.900კგ ბავშვი დაიბადა - „ახალშობილიც და მისი დედიკოც თავს შესანიშნავად გრძნობენ“
20 ნოემბერს, ბათუმში, Bau International Hospital-ში გოლიათი ნიკოლოზ კაპანაძე დაიბადა, რომელიც თითქმის 6 კილოს იწონის და სიმაღლეში 56 სანტიმეტრია. საავადმყოფოს ინფორმაციით, დედას საკეისრო კვეთა ჩაუტარდ...