ნიკოლოზ მეტრეველი მეუფე გიორგი ჯამდელიანს: მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ხელისუფლება გააკრიტიკოს, საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენსა და მეუფე იობის საჯარო განცხადებებს უპასუხონ
მეუფე გიორგი, მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ქადაგებისას ქვეყნის პრობლემებზე ისაუბროს და ხელისუფლება გააკრიტიკოს, ისევე, როგორც ამას თქვენც აკეთებთ. საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენსა და მეუფე იობის საჯარო განცხადებებს უპასუხონ. ეს უფლება იმ ადამიანებსაც ეკუთვნით, რომელთა შეფასებაც თქვენთვის მიუღებელია, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, რომელიც მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.
მეტრეველის თქმით, მისთვის, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ამომრჩევლისთვის, მეუფე იობის სიტყვები შეურაცხმყოფელია და ბუნებრივია, რომ მოქალაქე ამგვარი განცხადების მოსმენის შემდეგ განაწყენდეს და საკუთარი პოზიცია საჯაროდ გამოხატოს.
„თქვენი თქმით, მეუფე იობმა ხალხს მოუწოდა, მომავალში უკეთესი არჩევანი გააკეთოს. მაგრამ მან ხელისუფლებას „ურწმუნოც“ უწოდა. როცა მღვდელმთავარი მთელ ხელისუფლებას ერთიანად „ურწმუნოს“ უწოდებს, რა საფუძვლით მსჯელობს ამ ადამიანების რწმენაზე? ჩემთვის, როგორც „ქართული ოცნების“ მილიონზე მეტი ამომრჩევლიდან ერთ-ერთისთვის, ეს სიტყვები შეურაცხმყოფელია. თუ მიგაჩნიათ, რომ მეუფე იობის სიტყვები კონტექსტიდან ამოიღეს, მიუთითეთ, ქადაგების რომელი ნაწილი გამოტოვეს და როგორ ცვლის ის ნათქვამის აზრს. თქვენ ბრძანებთ, რომ ხელისუფლებამ მეუფე იობის წინააღმდეგ „სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანები“ ჩართო. რაში იყო საჭირო ამ მანქანის ჩართვა? თავად მეუფე იობის სიტყვებში წყენის საფუძველს ვერ ხედავთ? სრულიად ბუნებრივია, რომ მოქალაქემ ეს მოისმინოს, ეწყინოს და საკუთარი პოზიცია საჯაროდ გამოხატოს. თუ მაინც ამტკიცებთ, რომ ხელისუფლებამ კამპანია მოაწყო, დაასახელეთ, ვინ გასცა დავალება, ვის მისცა და რა მტკიცებულებას ეყრდნობით. ეს მძიმე ბრალდებაა და მისი დასაბუთება თქვენ გევალებათ. თქვენ ხელისუფლებას უთხარით, ხალხს ზემოდან ნუ უყურებთო. ალბათ, ეს სიტყვები ყველამ საკუთარ თავსაც უნდა მივუსადაგოთ. როცა მოქალაქე მღვდელმთავარს კორექტულად საჯაროდ ეკამათება, მის არგუმენტს უპასუხეთ. რა საფუძვლით უწოდებთ ამ კამათს „ანტიქრისტიანულ კამპანიას“?
გავიმეორებ: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ეკლესიას პატივს სცემდეს და მღვდელმთავრის პოლიტიკურ შეფასებას არ ეთანხმებოდეს“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
1794733725
მსოფლიოჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ზელენსკი კერძო საუბრ...
1794727872
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 16 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლადმოწყობილ ქსელზე ბოლო ეტ...
1794727540
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ს...
1794725695
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზია...
1794723411
ახალი ამბებიზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა „სიტყვის ფასში“ რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ მჯერა, რომ ნარკოტ...































