ინგა ფხალაძემ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალის 23-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ავსტრიის ქალაქ ვენაში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველო აღნიშნული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანაა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მინისტერიალის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. ინგა ფხალაძის თქმით, საქართველო არის და დარჩება ევროპის სანდო და თანასწორი პარტნიორი, მათ შორის, რეგიონული ენერგეტიკული პროექტების მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომლითაც საქართველო ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემას დაუკავშირდება. აგრეთვე მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზე, რომლის განვითარებაში საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთია ჩართული. ინგა ფხალაძემ დადებითად შეაფასა ევროკომისიის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის სტატუსის მინიჭება.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ენერგოეფექტურობის ამაღლება და განახლებადი ენერგეტიკის განვითარება ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებებია. ინგა ფხალაძის თქმით, საქართველო ახორციელებს კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციას, კერძოდ, მიღებულ იქნა კანონქვემდებარე აქტები ენერგოეფექტურობის ამაღლების კუთხით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ცვლილებებზე განახლებადი ენერგეტიკის კანონში.
„საქართველოსთვის თავმჯდომარეობის ეს წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ჩართულობისა და ღია დიალოგის მნიშვნელობა. ჩვენ ყველა პარტნიორთან კონსტრუქციული ურთიერთობის ერთგული დავრჩით, შევინარჩუნეთ სრული მზადყოფნა უმაღლეს დონეზე აქტიური მონაწილეობისთვის და ჩვენი ქმედებებით დავამტკიცეთ, რომ საქართველო საკუთარ თავს საიმედო და თანასწორ პარტნიორად განიხილავს. გვჯერა, რომ უწყვეტი დიალოგი და თანამშრომლობა აუცილებელია ურთიერთნდობისა და გაგების გასაძლიერებლად,“ - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
მინისტერიალის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორ არტურ ლორკოვსკისთან, ასევე სხვა ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან.
1766131231
მსოფლიოაშშ-მა „მწვანე ბარათების“ გათამაშება შეაჩერა
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მითითებით „მწვანე ბარათების“ გათამაშება შეაჩერა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. ნოემის თქმით, ეს...
1766129750
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საშემოდგომო, ისევე, როგორც საგაზაფხულო სესია და წელიც, იყო ძალიან ნაყოფიერი საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საშემოდგომო სესია შეაფასა. მან რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლითაც საკანონმდებლო საქმიანობა განხორციელდა. „საშემოდგომო და ისევე, რო...
1766129563
ახალი ამბებისაკუთრების უფლების დაცულობით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, საკუთრების უფლების დაცულობის რეიტინგს აქვეყნებს. ინდიკატორის მეთოდოლოგია ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და ორგანიზაცია Prindex-...
1766127878
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია მაკრონის მოწოდებაზე პუტინთან დიალოგის განახლების შესახებ: შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ორი დღის წინ პუტინმა ევროპელ ლიდერებს „პატარა ღორები“ უწოდა
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ევროპას მოუწოდა, „უახლოეს კვირებში“ პუტინთან დიალოგი განაახლოს. თოფურია მაკრონის გა...
1766127437
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მოპ...































