მაკა ბოჭორიშვილი: შეშფოთებული ვართ მართული დეზინფორმაციის კამპანიისა და კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ
„ღრმად ვართ შეშფოთებულნი მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების წინააღმდეგ“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
ბოჭორიშვილის თქმით, ეს მიზნად ისახავს, ზიანი მიაყენოს საზოგადოების ნდობას, გააღრმაოს პოლარიზაცია და შეასუსტოს სახელმწიფოს საფუძვლები.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო გააძლიერა ის საფრთხეები და მოწყვლადობა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩემს ქვეყანას არ იცავს არანაირი კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა. ამ კონტექსტში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ღრმად ვართ შეშფოთებულნი მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების წინააღმდეგ. ეს დესტრუქციული მცდელობები მიზნად ისახავს, ზიანი მიაყენოს საზოგადოების ნდობას, გააღრმაოს პოლარიზაცია და შეასუსტოს სახელმწიფოს საფუძვლები. სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ვხედავთ მსგავსი მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების მცდელობებს, რაც ზიანს აყენებს მათ რეპუტაციას, მათდამი საზოგადოების ნდობას. მეტიც, ქვეყნის შიგნით რადიკალიზაციის წახალისება ვერ და არ შეუწყობს ხელს რეგიონულ უსაფრთხოებას. ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ჩვენი სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ, საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და მდგრადობის გაძლიერებით. გვჯერა, რომ დემოკრატიული მმართველობის დაცვა, მდგრადობა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში.
ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და მივესალმო ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას – „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის“, რომელიც ვაშინგტონში იქნა მიღწეული შეერთებული შტატების პრეზიდენტის შუამავლობით. ეს ისტორიული შეთანხმება მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია სამხრეთ კავკასიაში განგრძობადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მყარ საფუძველს ქმნის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის, განვითარების ახალი შესაძლებლობებისთვის. საქართველო მტკიცედ განაგრძობს მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას და მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან საერთაშორისო სამართლის აღსრულების, სუვერენიტეტის დაცვის, სამხრეთ კავკასიასა და ეუთოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1764843942
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი BBC-ის სიუჟეტზე: მიხეილ სააკაშვილს რომ ვკლავდით და ვაწამებდით, იგივე სერიალის მეორე სეზონია
„მიხეილ სააკაშვილს რომ ვკლავდით და ვაწამებდით რამდენი ხანი გრძელდებოდა ეგ პროცესი ორი თუ სამი წელი, იგივე სერიალის მეორე სეზონია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ...
1764842553
ახალი ამბებიკახა კალაძე ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ: ეს არის მტრული აქტი და მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს იმას, რაც აღნიშნულ დოკუმენტში წერია
„დავიწყოთ იმით, რომ ეს არის მტრული აქტი, არანაირ მეგობრობასთან კავშირი არ აქვს იმას, რაც წერია აღნიშნულ დოკუმენტში, ყველაფერი ტყუილზე არის დაფუძნებული - არანაირი რეალობა, არანაირი სიმართლე“, - ამის შე...
1764842385
საზოგადოებაკახა კალაძე: საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინისადმი თანადგომას გამოხატავს, ასეც უნდა იყოს, ჩვენ უკრაინელ ხალხს მეგობრად ვთვლით
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა გაეროში, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ჩატარებულ კენჭისყრას, სადაც საქართველომ რეზოლუციას მხარი დაუჭ...
1764841596
ახალი ამბებისაქართველოში Starbucks შემოდის - პირველი ობიექტი თბილისში 2026 წლის მარტში გაიხსნება
საქართველოს ბაზარზე Starbucks შემოდის. ბრენდი საქართველოში არაბულ Alshaya group- შემოჰყავს, უშუალოდ საქართველოს ბაზარზე კი მათი თურქეთის ოფისი იმუშავებს. ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში რამდენჯერმ...
1764840764
ახალი ამბებივოლსკი: საქართველოს მხრიდან „მეგობარი აქტის“ მომზადების პროცესში ჩართული არიან ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ „ნაცმოძრაობას“, რომელთა ლიდერები ტრამპს და სხვა საკვანძო ფიგურებს უწოდებდნენ რუსეთის აგენტებს
ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში „MEGOBARI აქტის“ დამატების დაბლოკვა მოსალოდნელი იყო - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“. გამოცემა The Hill წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეროვნული თავდაცვის ავ...





























