მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან სამხრეთ კავკასიასა და ეუთოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად
წლევანდელი წელი ეუთოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიღებიდან უკვე ორმოცდაათი წელი გავიდა და ეს თარიღი გვახსენებს, რომ ნახევარი საუკუნის წინ შეთანხმებული პრინციპები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დავების მშვიდობიანი მოგვარება და ადამიანის უფლებების პატივისცემა დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობისა და მილიონობით ადამიანის ღირსებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ეს პრინციპები მხოლოდ თეორიულ დატვირთვას არ ატარებს.
„ეს პრინციპები პირდაპირ ეხმიანება უსაფრთხოების იმ ძირითად გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩემი ქვეყანა დგას. საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოცი პროცენტი დღემდე ოკუპირებულია და რუსეთის კვლავ აგრძელებს არალეგალურ სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ოკუპაციის შედეგები მძიმეა: ეთნიკური წმენდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, წამებისა და მკვლელობის ტრაგიკული შემთხვევები და ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც ათწლეულებია იმედით ელიან საკუთარ სახლებში დაბრუნებას. საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ და არ უნდა უგულებელყოს ჰიბრიდული ომი და ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები.
რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპაციასა და ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს საკუთარი ვალდებულებების უგულებელყოფას.
ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ სრულდება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა შესაძლებლობა სრულად განახორციელოს თავისი მანდატი და ჰქონდეს წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე. საქართველოს მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ მხრივ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მნიშვნელოვან მექანიზმად რჩება“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა ორ ძირითად მიმართულებას ეფუძნება – ქვეყნის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოების შერიგებას.
„გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი პარტნიორების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთ–საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტთა შორის იყოს. აქვე მინდა, მივესალმო ეუთოში შვეიცარიის მომავალ თავმჯდომარეობას და ველით წლის დასაწყისში თავმჯდომარეობის ვიზიტს საქართველოში.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო გააძლიერა ის საფრთხეები და მოწყვლადობა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩემს ქვეყანას არ იცავს არანაირი კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა. ამ კონტექსტში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ღრმად ვართ შეშფოთებულნი მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების წინააღმდეგ. ეს დესტრუქციული მცდელობები მიზნად ისახავს ზიანი მიაყენოს საზოგადოების ნდობას, გააღრმაოს პოლარიზაცია და შეასუსტოს სახელმწიფოს საფუძვლები.
სამწუხაროდ სულ უფრო ხშირად ვხედავთ მსგავსი მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების მცდელობებს, რაც ზიანს აყენებს მათ რეპუტაციას და მათდამი საზოგადოების ნდობას. მეტიც, ქვეყნის შიგნით რადიკალიზაციის წახალისება ვერ და არ შეუწყობს ხელს რეგიონულ უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და მდგრადობის გაძლიერებით, ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ჩვენი სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ.
„გვჯერა, რომ დემოკრატიული მმართველობის დაცვა და მდგრადობა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში. ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და მივესალმო ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას – „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის“, რომელიც ვაშინგტონში იქნა მიღწეული შეერთებული შტატების პრეზიდენტის შუამავლობით.
ეს ისტორიული შეთანხმება მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია სამხრეთ კავკასიაში განგრძობადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მყარ საფუძველს ქმნის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების ახალი შესაძლებლობებისთვის.
საქართველო მტკიცედ განაგრძობს მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას და მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან საერთაშორისო სამართლის აღსრულების, სუვერენიტეტის დაცვის და სამხრეთ კავკასიასა და ეუთოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მინისტრმა.
1764842553
ახალი ამბებიკახა კალაძე ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ: ეს არის მტრული აქტი და მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს იმას, რაც აღნიშნულ დოკუმენტში წერია
„დავიწყოთ იმით, რომ ეს არის მტრული აქტი, არანაირ მეგობრობასთან კავშირი არ აქვს იმას, რაც წერია აღნიშნულ დოკუმენტში, ყველაფერი ტყუილზე არის დაფუძნებული - არანაირი რეალობა, არანაირი სიმართლე“, - ამის შე...
1764842385
საზოგადოებაკახა კალაძე: საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინისადმი თანადგომას გამოხატავს, ასეც უნდა იყოს, ჩვენ უკრაინელ ხალხს მეგობრად ვთვლით
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა გაეროში, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ჩატარებულ კენჭისყრას, სადაც საქართველომ რეზოლუციას მხარი დაუჭ...
1764841596
ახალი ამბებისაქართველოში Starbucks შემოდის - პირველი ობიექტი თბილისში 2026 წლის მარტში გაიხსნება
საქართველოს ბაზარზე Starbucks შემოდის. ბრენდი საქართველოში არაბულ Alshaya group- შემოჰყავს, უშუალოდ საქართველოს ბაზარზე კი მათი თურქეთის ოფისი იმუშავებს. ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში რამდენჯერმ...
1764840764
ახალი ამბებივოლსკი: საქართველოს მხრიდან „მეგობარი აქტის“ მომზადების პროცესში ჩართული არიან ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ „ნაცმოძრაობას“, რომელთა ლიდერები ტრამპს და სხვა საკვანძო ფიგურებს უწოდებდნენ რუსეთის აგენტებს
ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში „MEGOBARI აქტის“ დამატების დაბლოკვა მოსალოდნელი იყო - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“. გამოცემა The Hill წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეროვნული თავდაცვის ავ...
1764838088
საზოგადოებაკანონისა და წესრიგის ინდექსის მიხედვით საქართველო სახელმწიფოებს შორის მსოფლიოში მე-19 ადგილზეა და ევროკავშირის წევრ მხოლოდ 4 ქვეყანას ჩამორჩება
გლობალური გამოკითხვების ანალიტიკურმა ცენტრმა, ამერიკულმა ორგანიზაცია Gallup -მა 2025 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსის მიხედვით საქართველომ შეფასების 100 ბალიანი სისტემით 88 ქულა...



























